... (A-656), XIX ს.

391. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უხმო მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კვლავ მიმცა ალმან მურსა

392. ასმათ გამომყვა წამოვე ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე

393. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარეთ შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახაშ სიხარულის კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა კრძალავს ლაღი

394. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემგანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედას ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭვ მე შენგან არ დანამალსა

395. შევჯე წამოვე მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არგათენება დილისა

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მიწერილი პასუხად

396. მოეწერა რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეხმე ვინ ვპატრონობ ბევრსა ერსა ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლავღა წიგნსა შენმიერსა

397. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრფეს ჰინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკე მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

398. ფიცხლა მოვიდეს არ ექმნა მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიმალე აბჯართა ხვარაზმულობა

399. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელ შავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვსტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

400. შინა მოვე დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთა ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქეფდა ბედი ჩემი უბედური ვთქვი თუ ჯერთცა ვერ გამეფდა ხელმან ვარდი რად იხელთა რადგან ასრე ვერ მოკრეფდა

401. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მომართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვებულსა

402. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წავე ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო

403. შემოვლო სახლი ნაგები კეკლუცად ბანისბანითა გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქმონავანითა ფარდაგსა შინა მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა საკრძალავი და ღარიბი უცხო პირად და ტანითა

404. შეველ წავდეგ ნოხთა პირსა მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად გულსა ბნელი განმინათლა ზედა ლხინი ადგა სვეტად მას ბალიში შემოეგდო მზისა შუქსა სჯობდა მეტად ჩემგან პირსა იფარვიდა აიხედნის წამის ჭვრეტად

405. უბრძანა თუ მოახსენე ასმათ დაჯდეს ამირბარსა მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა დავჯე მივსცენ გულსა ლხინნი საწუთროსა დამგმობარსა მიკვირს სულნი რადღა მიდგან ვიტყვი მისგან ნაუბარსა

406. მიბრძანა ძუნღან გეწყინა გაშვება უუბარისა მზემან გაყრითა დაგაჭნე ვითა ყვავილი ბარისა დაგსჯიდა დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა მაგრამ ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა

407. თუმცა მართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა მაგრა მეტი უარეა არა თქმა და ჭირთა მალვა მე თუ ზეპირ მიცინია ქვექვე მითქვამს იდუმალ ვა ძუღან ქალი გამოვგზავნე ვქმენ მართლისა შემოთვალვა

408. ერთმანერთისა მას აქათ რაცა ორთავე ვიცითა აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა ამას შესჯერდი დიდითა ზენაარით და ფიცითა გეცრუო ღმერთმან მიწა მქმნას ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა

409. წა შეები ხატაელთა ილაშქრე და ინაპირე ღმერთმან ქნას და გაგიმარჯვოს მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე მაგრა რა ვქმნა კულავცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე გული მომეც გაუყრელად ჩემი შენთვის დაიჭირე