... (A-656), XIX ს.

410. აწ რასაცა მე მაღირსებ ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია ღმრთისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა

411. ზედან წიგნსა საფიცარსა შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა ღმერთი მომკლავს ამას იქით თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთი ცა

412. დავჰყავ ხანი მას წინაშე ერთმანეთსა ვეუბნებით ვჭამეთ ამო ხილი რამე სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით

413. მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ ბადახშმინისა მე გამიახლდა სოფელი მქონდა სიმრავლე ლხინისა ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა აწ მიკვირს მისი გამყრელი გული მიც კლდისა ტინისა

414. დილასა შევჯე ვუბრძანე კარით ბუკსა და ნობასა სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესხდომისა მზობასა ლომმან მივმართე ხატაეთს ვერვინ მიზრახავს ხრდლობასა უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი არ გაივლიდეს გზობასა

415. დავაგდე ზღვარი ინდოთა მევლო პაშტაი ხანია რამაზის კაცი მემთხვია ხატაეთს ზედა ხანია მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ თქვენნი ინდოთა თხანია

416. მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი გითხრობს გკადრებს ნუ ამოგვწყვედ არის შენგან არსაქმნელი ზენა არის გამოგვიღე მით გვაბია ყელსა წნელი მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი შვილნი საქონელი

417. რაცა შეგცოდეთ შეგვინდევ თვით ჩვენვე შეგვინანია თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდეთ აქა ნუ მოვლენ სპანია ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს რისხვით არ დაგვტყდენ ცანია შენ მოგცეთ ციხე ქალაქი მოგყვნენ ცოტანი ყმანია

418. გვერდსა დავისხენ ვაზირნი ვიუბენთ გავიზრახენით მითხრეს თუ ხარო ყმაწვილი ბერნი მით გკადრებთ გლახ ენით არიან ერთობ მუხთალნი ჩვენ ერთხელ კვლავცა ვნახენით არამცა მოგკლეს ღალატად არამცა ვივაგლახენით

419. ჩვენ ამას ვარჩევთ წახვიდე კარგითა მართ მამაცითა ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ ცნობდენ ამბავსა კაცითა გულმართლად იყვნენ მიენდევ აფიცე ღვთითა და ცითა არ დაგმორჩილდენ შერისხდი რისხვითა კვლავ და კვლავცითა

420. მეკეთა ესე თათბირი ვაზირთა ნავაზირები შევსთვალე რამაზ მეფეო ვსცან შენი დანაპირები სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები ლაშქართა დავჰყრი ცოტათა წამოვალ შენ კერძ ვირები

421. მათ ლაშქართაგან სამასნი კარგნი მოყმენი ქველანი თანა წამომყვეს წაცავე დავყარენ სპანი ყველანი დავედრე სადა მე მევლოს ვლენით იგივე ველანი ახლოს მომდევდით მიშველეთ გიხმობ თუ მინდენ შველანი

422. სამ დღე ვიარე მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა კვლავ ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა ებრძანა მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა რა შეგეყარო მაშინ სცნა კვლავ ძღვნობა ამისთანისა

423. კვლავცა ეთქვა მართალია აზომ ჩემი მონახსენი მე თვით წინა მოგეგებვი მესწრაფების ნახვა შენი მოვახსენე დია ღმერთო ბრძანება ვქნა მეცა თქვენი ტკბილად ვნახოთ ერთმანერთი ვიყვნეთ ვითა მამაძენი

424. მუნით წასული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა კვლავ მოციქულნი მოვიდეს სალამად არ დამრიდესა წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა შენსა ნახვასა მეფენი თქვეს მართლად ინატრიდესა

425. მითხრეს მეფე მოგახსენებს მეცა შენ კერძ ვიარები სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები მოციქულნი დავაყენენ ხარგა დავდგი არ მაზრები მეტად ამოდ ვუალერსე ერთგან დაწვნეს ვით მაყრები

426. კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების ერთი კაცი უკმორესწყდა მოდგა მალვით მეუბნების დიდი მაცო თქვენი ვალი ჩემგან ძნელად გარდიხდების გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების

427. მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი თქვენი მესმა საღალატო საცნობელად გამოვარდი მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი პირი ვარდი ყველასავე მოგახსენებ გამიგონე დამიწყნარდი

428. რომე ცუდად არ მოღორდე ისი კაცნი გღალატობენ ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ კვლავ სხვაგან გითქს სამი ბევრი ასრე ფიცხლად მით გიხმობენ აწვე თავსა არ ეწევი ფათერაკსა შეგასწრობენ

429. მეფე ცოტათ მოგეგებვის ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან მალვით ჩაიცმენ აბჯარსა მიენდო მით გეთნევიან კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან რა ერთსა გცემდენ ათასნი ეგრეცა მოგერევიან