... (H-740), XVIII ს.

368. მოედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჰჴდა: დღე: ჰგვანდა: არ: ახსუებისა: შეიქნა: გასულა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყეს: დგომა: ლაშქართა: თემ: თემად: დას: დასებისა:

369. მე: დავშვრ: ვითა: წესია: საურავ: გარდაჴდილისა: შინა: წამოვე: მაშურალსა: ქნა: მამდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მგზგავსი: ალვისა: ზრდილისა:

370. ცხენისაგან: არ: გარდავჴე: წავე: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი: მითხრა: შენი: შესწრობილსა: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყუეტლად: ვით: გამართლო: რაგვარამცა: გავაქილდი:

371. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბშერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: დგა: დღე: მიგიჩს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კულაცა: მომიცთომარე:

372. მე: მეწყინა: აღარა: ვთქუი: ფიცხლა: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: რაგვარ: მაწვევ: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მივე: მოკულა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

373. ასსა: უბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შევე: იგი: ყმა: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლო: მოვკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დენით:

374. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავსჭერ: ჩავაქარაბაკე: სასიძოსა: ხელი: მივჰყავ: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახნეს: გლოვა: შექნეს: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წაცამოველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე:

375. ხმა: დამივარდა: შეიქნა: ზახილი: მოსაწევარი: წამოვე: წევნა: დამიწყეს: დავჴოცენ: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგა: შევე: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

376. კაცი: გავგზავნე: ვაცნობე: ყუელგან: ლაშქარსა: ყუელასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გასწყდა: მოსულა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: სცნიან: სცვიდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

377. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღ~თნ: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

378. ხუარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: შემადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკუდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

379. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თუარა: რად: მიშლის: სიკუდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა: მაგრა: თუით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქუენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა:

380. იცით: ჰინდოთა: სამეფო: რაზომი: სრა: საჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკუიდრე: ყუელაი: თქუენ: მოგხდომია: ამოსწყდა: მათი: ყუელასა: მამული: თქუენ: დაგრჩომია: დღესამდის: ტახტი: უჩემო: არავის: არ: მიხდომია:

381. ვერ: გათნევ: თქუენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არ: მართალია: ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთიღა: ქალია: აწვე: იგ: დასვა: ჴელმწიფედ: სხვა: ვინღა: მოგიყუანია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴმალია:

382. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოე: გამარიდე: ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცემ: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხურიდე: სხვად: მეშველსა: გარეგანსა: მამკალ: ვისცა: ვინატრიდე:

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა:

383. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკე: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე:

384. გამოჩნდეს: ორნი: ქუეითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყუა: ერთსა: მონასა: ვსცანმცა: მოღმა: თუ: ვინარე: თავ: გაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინარე:

385. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თნ: სიმგრგულე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა:

386. ახლოს: მივე: კულაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქუი: მართალი: კულა: საბრალოდ: ამიტირდა: კულა: მოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებვიდა: სისხლი: ღაწუთა: ნაწვეთალი: