... (Q-609), XIX ს.

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად:

372. მოეწერა რამაზ მეფე: წიგნს გიწერსა ტარიელსა: გამიკუირდა რა ეწერა: წიგნსა შენგან მონაწერსა: რაგვარა თუ მანდა გეხმე: ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა: ამის მეტსა ნუღა ვნახავ: კულავღა წიგნსა შენ მიერსა:

373. უბრძანე წვევა ლაშქართა: გავგზავნე მარზაპანია: იგი ვარსკულავთა ურიცხვი: მოკრბეს ჰინდოთა სპანია: შორით და ახლოთ ყველანი: მართ ჩემკენ მონასხრპანია: ერთობ ლაშქრითა აივსო: მინდორი კლდე კაპანია:

374. ფიცხლა მოვიდეს არ ექნა: მათ შინა ხანდაზმულობა: აღლუმი ვნახე მეკეთა: ლაშქართა მოკაზმულობა: სიჩაუქე და სიკეთე: კეკლუცად დარაზმულობა: ტაიჭთა მათთა სიკეთე: აბჯართა ხვარაზმულობა:

375. ავმართე დროშა მეფისა: ალმითა წითელ შავითა: დილასა ვბრძანე გამართვა: ლაშქრითა უთვალავითა: თავსა ვსტიროდი ვიტყოდი: ბედითა მეტად ავითა: მზე თუ არ ვნახო არ ვიცი: ვიარო ვითა და ვითა:

376. შინა მიველ დაღრეჯილსა: გულსა სევდა მიიეფდა: თვალთა ვითა საგუბარი: ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა: ბედი ჩემი უბედური: ვთქუი ჯერთაცა ვერ გამეფდა: ჴელმან ვარდი რად იხელთა: რადგან ასრე ვერ მოჰკრეფდა:

377. მონა შემოდგა მივეცი: საქმესა გაკვირვებულსა: ასმათის წიგნი მამართვა: მე მეტად შეჭირვებულსა: ეწერა გიჴმობს შენი მზე: შენ მისთვის მოსურვებუსა: მოდი სჯობს მანდა ტირილსა: საქმესა ბედით ვებულსა :

378. ვითა მართებდა ეგზომი: რამცა ვით გავიხარეო: შეღამდა წაველ ბაღისა: მე კარი შევიარეო: სად ასმათ პირველ მენახა: მუნვე ჩნდა მდგომიარეო: სიცილით მითხრა წამოვლე: მოგელის ლომსა მთვარეო:

379. შემავლო სახლი ნაგები: კეკლუცად ბანის ბანითა: გამოჩნდა მთვარე ნათლითა: გარე შუქ მონავანითა: ფარდაგსა შიგან მჯდომარე: შესამოსლითა მწვანითა: საკრძალავი და ღარიბი: უცხო პირად და ტანითა:

380. შევე წავდეგ ნოხთა პირსა: მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად: გულსა ბნელი განმინათლდა: ზედა ლხინი ადგა სვეტად: მას ბალიში შამოეგდო: მზისა შუქსა სჯობდა მეტად: ჩემგან პირსა იფარვიდა: აიხედის წამსა ჭვრეტად:

381. უბრძანა თუ მოახსენე: ასმათ დაჯდეს ამირბარსა: მან ბალიში დამართებით: დადვა მას მზედ საქებარი: დავჯე მივსცენ გულსა ლხინი: საწუთროსა დამგმობარსა: მიკვირს სულნი რადღა მიდგან: ვიტყვი მისგან ნაუბარსა:

382. მიბრძანა ძუღან გეწყინა: გაშვება უუბარისა: მზემან გაყრითა დაგაჭკნე: ვითა ყვავილი ბარისა: დაგსჯიდა დენა ცრემლისა: ნარგისთათ ნაგუბარისა: მაგრა ჴამს ჩემგან სირცხვილი: და რიდი ამილბარისა:

383. თუმცა მართებს დედაკაცსა: მამაცისა დიდი კრძალვა: მაგრა მეტი უარეა: არა თქმა და ჭირთა მალვა: მე თუ ზე პირ მიცინია: ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა: ძუღან ქალი გამოვგზავნე: ვქენ მართლისა შემოთვალვა:

384. ერთმანერთისა მას აქათ: რაცა ორთავე ვიცითა: აწცა მიცოდი საშენოდ: მითვე პირითა მტკიცითა: ამას შევსჯერდი დიდითა: ზენარითა და ფიცითა: გეცრუო ღ~თნ მიწა მქნას: ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა:

385. წა შეები ხატაელთა: ილაშქრე და ინაპირე: ღ~თნ ქნას და გაგიმარჯოს: მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე: მაგრა რა ვჰქნა კულაცა ნახვა: მამხვდებოდეს შენი ვირე: გული მამეც გაუყრელად: ჩემი შენთვის დაიჭირე:

386. აწ რასაცა მე მაღირსებ: ჴორციელი არვინ ღირსა: მოწყალება იჩქითია: ღ~თისა ამად არა მკვირსა: შენთა შუქთა შემომადგამ: ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა: შენი ვიყო სადამდისცა: დამიყოფდეს მიწა პირსა:

387. ზედან წიგნსა საფიცარსა: შეჰვფიცე და შემომფიცა: მისგან ჩემი სიყვარული: ამით უფრო დაამტკიცა: უშენოსა მოწონება: ვისიცაო გულსა მიცა: ღ~თი მამკლავს ამას იქით: თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა:

388. დავჰყავ ხანი მას წინაშე: სიტყვანიცა ტკბილნი ვჰთქვენით: ვსჭამეთ ამო ხილი რამე: ერთმანერთსა ვეუბენით: მერმე ავდექ წამოსავლად: ტირილით და ცრემლთა დენით: მისთა შუქთა შვენებანი: ნათლად მადგა გულსა ფენით:

389. მეძნელებოდა სიშორე: მისი ბროლ ბალახშ მინისა: მე გამიახლდა სინათლე: მქონდა სიმრავლე ლხინისა: ჩემად ჩნდა იგი სინათლე: ეთერით მზედ ნაჩინისა: აწ მიყვარს მისი გაყრელი: გული მიც კლდისა ტინისა:

390. დილასა შევჯე უბრძანე: ჰკარით ბუკსა და ნობასა: სრულად სპათასა ვერ გითხრობ: არ შესხდომილად მზობასა: ლომან მივმართე ხატავეთს: ვერვინ მიზრახავს მხრდლობასა: უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი: არ გაივლიდენ გზობასა: