... (A-859), 1841 წ.

375. მე მისთვის ვკვდები მიამა, ასმათის ნახვა მე მისად. აღარ მიუშვი ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის სცემისად. ხელი მოვჰკიდე დავისვი, ახლოს ტახტისა ჩემისად. ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალვისა ხე მისად:-

376. მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურას მეუბნებია. მითხრა თუ გკადრებ მართალსა, აწ ჩემგან არა სთნებია. დღეს ერთმანერთი გინახავსთ, და ტურფად მოგწონებია. აწ კულავცა ცნობა ამბვისა, მას ჩემგან უბრძანებია:-

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთა თანა მოწერილი.

377. წიგნი მამართვა ჩავხედენ, პირისა ხმელთა მნათისა. ეწერა ვნახე სიტურფე, წყალ ჯავარისა შენისა. ომ გარდახდილი შვენოდი, შენატევები ცხენისა. არ ავი მიჩანს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა:-

378. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი, ქებად შენად უშენოს. შენთჳს მკუდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა. მზემან ლომსა ვარდ გიშერნი, ბაღი ბაღად უშენოსა. შენმან მზემან თავი ჩემი, არვის მართებს უშენოსა:-

379. თუმცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო. ამას იქით ნუღარ იდენ, გულსა ჭირსა არიდენო. შენნი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა, აგინებენ მარიდენო. რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთჳს არიდენო:-

380. იგი მე მამცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს . რა მნახო გიამოს შენეულითა მშვენოდეს. ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს. ერთი ასეთი ცოცხალსა, სხვა ღამე არ გაგთენოდეს:-

381. აქა მხეც ქმნილი ტარიელ, ტირს ჭირი ეათასების. თქუა მე მაქვს სამხრე რომელი, კვლა წინას მკლავსა მას ების. იგი შეიხსნა აიღო, თვალვით არ დაიფასების. პირსა დაიდვა დაცაბნდა, ქუჱ მკუდართა დაედასების:-

382. ასრე წვა რომე არ გვანდა, მკვდარი სამარის კარისა. ორგნით ჰსჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა. ასმათს სდის ღუარი ცრემლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა. კულავ წყალსა ასხამს უშველის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა:-

383. ავთანდილცა სულთქვნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა. ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა. თქვა ცოცხალვარ საწუთრომან, ჯერცა ჩემი სისხლი ხვრიტნა. მერმე სულად მოაქცია , ცეცხლი წყლითა დაუშრიტნა:-

384. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად. ვარდი სრულად შექნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად. დიდხან მათად აღარ ცალდა, საუბრად და არცა ჭურეტად. დარჩომა და არ სიკუდილი, მას უმძიმდა მეტის მეტად:-

385. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა მიძს ვითა ხელისა. გითხრა ამბავი ჩემი და, ჩემისა დამმარხველისა. ლხინად მიჩნს შეყრა მოყურისა, მის შენგან შეუყრელისა. მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა:-

386. ასმათის ნახვა მიამა, ჩემად მის საესავისა. წიგნი რა ვნახე მამართვა, ესე საბამი მკლავისა. მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა. იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რისმე შავისა:- წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პასუხად მინაწერი .

387. მიუწერა მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი. გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი. ჴელმან შენნი გავიცადენ , სინატიფე სიტურფენი. სულთა ნაცულად სამსახურნი, რამცა ვითა გიმუქფენი:-

388. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე. აწ ჩემთჳსცა ესე ჟამი, მასვე ჟამსა დავადარე. სამხრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე. რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე:-

389. გაღანამცა ვიწინაშე, აჰა რიდე რომე მთხოვე. ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ჰპოვე. დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა მარგე მოვე. სოფელს მყოფსა უშენოსა, კაცსა ვისმცა შევეპოვე:-

390. ქალი ადგა გამეყარა, დავწევ ამოდ დამეძინა. მაგრა შევჰკრთი საყვარელი, ჩემი ვნახე ძილსა შინა. გამეღვიძა აღარა მყვა, სულდგმულობა მამეწყინა. ღამე ასრე გავათენე, მისი ჴმაცა არ მესმინა:-

391. დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა. ავდეგ ვსცან მათი ამბავი, წასლვა ვჰქენ მითვე წამითა. ვნახე ორნივე ერთგან სხდეს, სახითა ოდენ სამითა. რა მიველ მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა:-

392. გვიბრძანეს თუ ღ~თნ, ასრე დაგვაბერნა დაცაგვლია. ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია. ყმა არ მოგვცა ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია. ყმისა არ სმა არა გვაგვა, ამად ზედან წაგვითვლია:-

393. აწ ქალისა ჩვენისათჳს, ქმარი გვინდა სად მოვნახოთ. რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ. სამეფოსა ვაპატრონოთ, საჴელმწიფო შევინახოთ. არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენ თა, რჴმალი ჩვენთჳს არ ვამახოთ:-