... (W-27), XVII ს.

369. ზე წამოჯდა ფერმიჴდილი აყოლებდა თვალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად დარჩომა და არსიკვდილი მას უმძიმდა მეტისმეტად

370. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა უც თუცა ხელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხუელისა ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკუირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

371. ასმათის ნახვა მიამა ჩემდა დად საესავისა წიგნი რა ვნახე მამართვა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

372. რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღვნოდ მისად ერთგან შევჰკრენ გაუგზავნენ მზესა აკლდა ოდნად მისად ასმათ დიდხანს არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად მისგან კიდევ მომეცალა საუბრადმცა სხუადღა რისად

წიგნი ტარიელისა მისსა საყვარელ თანა მიწერილი

373. მიუწერე მზეო შუქი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ჴელმან შენნი განვიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცულად სამსახური რამცა ვითა გიმუქფენი

374. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწცა ჩემთვის ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამჴრე შენი მამივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიმცა რა ვიხარე

375. გაღანამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველე რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

376. ქალი ადგა გამეყარა დავსწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყუარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძა აღარა მყუა სულდგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ჴმაცა არ მესმინა

377. დილასა ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვსცან მათი ამბავი წასლვა ვქმენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მიველ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

378. მიბრძანეს თუ ღ~თნ ასრე დაგუაბერნა დაცაგულია ჟამი გვახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგუივლია ყმა არ მოგვცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არა სმა არა გაგუავა ამად ზედა წაგვიგია

379. აწ ქალისა ჩუენისათუის ქმარი გვინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოვსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ საჴელმწიფო შევანახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩუენთა ჴმალი ჩვენთვის არ ვმახოთ

380. ვთქუი თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩემად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხუამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგუარების

381. დავიწყეთ რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვთქუი ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხუარაზმშა ჴელმწიფე ხუარაზმელია თუ მოგუცემს შვილსა სასიძოდ მისებრივ არრომელია

382. რომე პირველვე დაესკუნა მათ ესე შეეტყვებოდა ერთმანერთსაცა უჭურეტდეს სიტყუაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მი და მო მკრთებოდა

383. დედოფალმან თქუა ხუარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩუენთვის სხუა სჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი

384. გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთვალეს გაჰჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდევ გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სასიძოდ სხვასა ნუღარას მოელი

385. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგუხუდა მღ~თისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩუენ ჴელსა რასა ვჴდიდითა

386. კულავ გაგზავნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად დაავედნეს[ .....] ნუ იყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშურალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწევ ჭირთა მოპოვნებად

387. მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა მე ვჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მამართვა ეწერა ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს დაუყოვნებლად ხანისად