... (H-741), XIX ს.

373. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა: ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა: გული მი და მო მიარდა: ჰკრთებოდა და მემალოდა: მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გამელალვოდა:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველად :

374. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია: პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია: მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია: სიზმრად მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია:

375. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მივხვდები: ესე ჰკადრე მზეო რათგან: ჩემთვის ნათლად ამოხდები: აჰა მკვდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები: რაცაღა სამსახურსა: ვიტყვი თუღა ვერიდები:

376. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა არა სცნობდეს: ჩემად ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გაშიკობდეს: დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს:

377. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა: მისი მზისაცა რიდება: ჰქონდის ნათლისა ვისისა: მისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა: ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა:

378. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა: მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა: ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა: ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ხელის შესაბამითა:

379. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს: ლხინმან ბნელი განმინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს: შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს: მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს:

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა:

380. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი: მივსწერე მეფე ინდოთა: არისმცა ღთულებ ძლიერი: მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი: ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი:

381. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიწბილები: ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით: თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: ზედა არ მოგეპარებით: სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლთა ნუ ეზიარებით:

382. კაცნი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები: დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები: მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები: აწ ხელ მქმნა რომე საახლოდ: მჴეცთაცა მოვეწყინები:

383. პირველ გაჭრისა პირობა: მერმე დასწყნარდეს ცნობანი: ჩემთა სწორთაგან იყვნიან: ჩემს წინა დარბაზობანი: მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი: ზოგჯერ შემცვიან სევდათა: ვთქვი საწუთროს გმობანი:

384. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული: ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული: წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული: კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული:

385. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა: მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა: ლხინმა ბნელი განმინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა: წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა:

386. ბაღჩას ჩაველ არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი: ქალი წინა მამეგება: მხიარული მოცინარი: მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი: მოდი ნახე ვარდი შენი: უფურჭკნელი და დაუმჭკნარი:

387. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა: სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა: შიგან სჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა: მე შემომხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა:

388. დიდხან ვდეგ და არა მითხრა: სიტყვა მისსა მონასურსა: ოდენ ტკბილად შემომხედის: ვითამც რამე შინაურსა: ასმათ უხმო მოიუბნეს: ქალი მოდგა მითხრა ყურსა: აწ წადიო ვერას გითხრობს: მე კვლავ მიმცა ალმან მურსა:

389. ასმათ გამომყვა წამოველ: ფარდაგი გამოვიარე: ვსთქვი საწუთროო ვის წეღან: გული დარმანთა მიარე: მაშინ მოგეცა იმედი: ლხინი რად გამიზიარე: გულმან გაყრისა სიძნელე: კვლავ უფრო დაიტიარე:

390. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი: მითხრა აგრე წასვლისათვის: ნუ გაჩნია გულსა დაღი: სიმძიმილთა ერდო დავხშე: სიხარულის კარი აღი: სირცხვილი აქვს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი: