... (H-302), 1803 წ.

372. აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან, არ შეგმოსთ მაგა კაბათა, არ აგჴდით ტურფად გშვენიან, აწ გქონდეს ასი კლიტენი, ვის შუქნი მოგიფენიან, თჳთ შეიკერე რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან-

373. კულაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა, კულავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა, დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა, ძილ პირამდის სიხარულსა, სიხარული ჰგვანდა ვერა-

374. ავიყარენით მიგვჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა, საწოლს შემოველ შემექმნა, ცნობა მათ ვითა შეთისა, ძალი არ მქონდა ტყუჱქმნილსა, მე იმა ცეცხლთა შრეტისა, მეგონებოდა მალხენდის გონება, მისგან ჭურეტისა-

375. მონა მოვიდა მიანბო, ამბავი მე მართალიო, თქვენსა ამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალიო, მაშინვე ვიცან ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო, მოვიდა ვნახე ასმათი, ჩემს წინა მომავალია-

376. მე მისთუის ვკუდები მიამა, ასმათის ნახვა მე მისად, აღარ მიუშვი ვაკოცე, ქნადღა თაყვანის სცემისად, ჴელი მოვჰკიდე დავისვი, ახლოს ტახტისა ჩემისად, ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა, მორჩი ალვისა ხე მისად-

377. მიანბე მისი ამბავი, სხუად ნურას მეუბნებია, მითხრა თუ გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არა სთნებია, დღეს ერთმანერთი გინახავს, და ტურფად მოგწონებია, აწ კულაცა ცნობა ჰამბვისა, მას ჩემგან უბრძანებია-

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თვისსა ტარიელის თანა მიწერილი

378. წიგნი მამართვა ჩავხედენ, პირისა თემთა მნათისა, ეწერა ვნახე სიტურფე, წყალ ჯავარისა შენისა, ომ გარდახდილი ქშვენოდი, შენატევები ცხენისა, არ ავი მიმჩანს მიზეზი, ჩემისა ცრემლთა დენისა-

379. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი, ქებად შენად უშენოს, შენთჳს მკუდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა, მზემან ლომსა ვარდ გიშერნი, ბაღი ბაღჩად უშენოსა, შენმან მზემან თავი ჩემი, არვის ჰმართებს უშენოსა-

380. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო, ამას იქით ნუღარა სტირ, გულსა ჭირსა არიდენო, შენი მჭურეტნი ჩემთა მჭურეტთა, აგინებენ მარიდენო, რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო-

381. იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან მშუჱნოდეს, რა მნახო გიამოს, შენეულითა მშვენოდეს, ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს, ერთი ასეთი ცოცხალსა, სხუა ღამე არ გაგთენოდეს-

382. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ, ტირს ჭირი ეათასების, ვჰსთქუა მე მაქვს სამჴრე რომელი, კვლა წინას მკლავსა მას ების, იგი შეიხსნა მოიღო, თუალით არ დაიფასების, პირსა დაიდვა დაცაბნდა, ქუჱ მკვდართა დაედასების-

383. ასე ჰსწუა რომე არ ჰგვანდა, მკვდარი სამარის კარისა, ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა, ასმათს ჰსდის ღვარი ცრემლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა, კულავ წყალსა ასხამს უშველის, ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა-

384. ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭურიტნა, ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ჴვრიტნა, მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა, ჰსთქუა ცოცხალვარ საწუთრომან, ჯერცა ჩემი სისხლი ხურიტნა-

385. ზე წამოჯდა ფერ მიჴდილი, აყოლებდა თუალთა რეტად, ვარდი სრულად შექნილიყო, ზაფრანად და ვითა სპეტად, დიდხან მათად აღარ ჰსცალდა, საუბრად და არცა ჭურეტად, დაჰრჩომა და არ სიკვდილი, მას უმძიმდა მეტის მეტად-

386. ავთანდილს უთხრა ისმენდი, ცნობა მიძს თუცა ჴელისა, გითხრა ამბავი ჩემი და, ჩემისა დამმარხუჱლისა, ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა, მის შენგან შეუყრელისა, მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა-

387. ასმათის ნახვა მიამა, ჩემად მის საესავისა, წიგნი რა ვნახე მამართვა, ესე საბამი მკლავისა, მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა, იგი უცხოა ღარიბი, მტკიცისა რისმე შავისა-

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მინაწერი პასუხად

388. მიუწერე მზეო შუქი, შენი შენგან მონაფენი, გულსა მეცა გამიცუდდეს, სიჩაუქე სიალფენი, ხელმან შენნი გავიცადენ, სინატიფე სიტურფენი, სულთა ნაცულად სამსახურნი, რამცა ვითა გიმუქფენი-

389. მაშინ ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე, აწცა ჩემთვისცა ესე ჟამი, მასუჱ ჟამსა დავადარე, სამჴრე შენი მამივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე, რომე მართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე-