.... (H-1759), XIX ს.

371. აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არვინ ღირსა მოწყალება იჩქითია, ღ~თისა ამად არა მკვირსა შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა ჭვირსა შენი ვიყო სადამდისცა, დამიყოფდეს მიწა პირსა

372. ზედან წიგნსა საფიცარსა, შევფიცე და შემომფიცა მისგან ჩემი სიყუარული, ამით უფრო დაამტკიცა უშენოსა მოწონება, ვისიცაო გულსა მიცა ღ~თი მამკლავს ამას იქით, თავსა ვეტყვი ამას ვსწვრთიცა

373. დავჰყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით ვსჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით მერე ავდექ წამოსავლად, ტირილით და ცრემლთა დენით მისთა შუქთა შვენებანი, ნათლად მადგა გულსა ფენით

374. მეტმან სევდამან მიმწურა, გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა შემოდგა, შევჯე ლაღი და ჯანი სად წიგნი მამართვა ეწერა, ვინ სჩან ალვისა ტანისად ადრე მოდიო გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად

375. შევჯე წაველ ბახჩას მიველ, ვითა სცნობდენ ლხინთა ზომით ბახჩა შევლე კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით ვნახე ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით დამიმძიმდა არა ვჰკითხე, ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით

376. იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა ვითა წინას შემომცინის, აღრად ეგრე გამიღიმდა ყოლე სიტყვა არ მამიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოწვიმდა ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა

377. ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა წინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა შეველ ვნახე იგი მთვარე, ჭირმან ყუელამ უკუმრიდნა გულსა შუქნი შამომადგნა, მაგრა გული არ დამიდნა

378. იყო არ ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი ებურა მოშლით პირ ოქრო, რიდე მე მივეც რომელი მითვე მწვანითა უებრო, მიწოლით ტახტსა მჯდომელი ცრემლისა ღვარსა მოეცვა, პირი ელვათა მკრთომელი

379. ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირ გამეხებული არცა მზე გვანდა არც მთვარე, ხე ალვა ედემს ხებული ასმათმან დამსვა შორს გვარად, გულსა მე ლახვარ ხებული მერმე წამოჯდა წარბ შერჭმით, გამწყრალი გარისხებული

380. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ ,მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და მუხთალი, შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცვალსა პასუხსა, მოგცემსო ზენამ იცისა ვკადრე რა გკადრო პასუხი, მის ჩემგან მე უიცისა

381. ვთქვი პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შეგცოდე რა მიქნია, უცნობოსა ფერ ნამკრთალსა კვლაცა მითხრა რას გეუბნა, მტყუანსა და შენ მუხთალსა დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა

382. შენ არ იცი ხვარაზმშასი, საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება ღ~თნ ქნას და დაგირჩინო, ცუდად შენი ხელოვნება

383. გახსოვს ოდეს ჰაი ჰაი ზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქარნი, წამალსაყე მოგიტანდეს მამაცისა სიცრუესა, ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს რადგან დამთმე მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს

384. ამას ვბრძანებ ვინცა გინდა, ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნების, აწ მამცთარხარ მოსაცეთსა აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა

385. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს, ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა, ჴორცთა შენთა სული გაჰყო სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა სულთქვნა აჰყო

386. ვთქვა რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის მეტად კვლავ მიეცა თვალთა ძალი, მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად აწ დავჰკარგე რად არ გიკვირ, რად ცოცხალვარ რად ვარ რეტად ვაი სოფელო უხანოო, რად ზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად

387. შევხედენ ვნახე სასთუმალ, მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღ~თის,ა და მერმე მე მათი მქებარე ვჰკადრე თუ მზეო დაგიწვავს, ჩემიცა დაწვა მზე ბარე რადგან არ მამკალ პასუხი, ერთია გკადრო მე ბარე

388. რომე გკადრებ ესე სიტყვა, აწ თუ ცუდად ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქნი, ყველა ჩემთვის ნუ შუქნია თუ მაღირსებ გაკითხვასა, ავი არა არ მიქნია მან მიბრძანა რაცა იცი, თქვიო თავი დამიქნია

389. კვლაცა ვკადრე მე თუ მზეო, თქვენთვის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი, ზეცით ჩემთვის გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს ტანი მეხოს მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს

390. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექნეს დიდი ვაზირობა მათ წინათვე დაეპირა, იმა ყმისა შენი ქმრობა დამეშალა ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა თავსა უთხარ მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ მაგრობა