... (Q-1335), XVIII ს.

375. ღილ ჩახსნილი საამბობლად დაჯდა მხარნი აღმოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით დიდ ხანს შუქნი არა დარნა ვერ გახუნა სასაუბროდ მან ბაგენი გაამყარნა მერმე სულთქმა დაიზახნა ცხელნი ცრემლნი გარმოყარნა

376. მოთქვამს აჰა საყვარელო ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა არა ვიცი ხეო ედემს დანერგულო ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა გულო ასჯერ დადაგულო

ტარიელისაგან თვისისა ამბავის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველი შეყრაზედ

377. ისმენდი მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა საუბართა და საქმეთა ვითა ძლიუ ვათქმევ ენათა იგი ვინ ხელმქმნა მოველი მისგან აროდეს ლხენასა ვისგან შეუცაუ სევდათა სისხლისა ღუართა დენათა

378. ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოველი კაცი ხართ მცნობელი ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა თვით იყო მპყრობელი უხვი მდიდარი უკადრი მეფეთა ზედა მფლობელი ტანად ლომი და პირად მზე ომად მძლე რაზმთა მწყობელი

379. მამა ჩემი სჯდა მეშვიდე მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდა წყენასა ვერ ცხადი ვერცა მპარავი ნადირობდის და იშვებდის საწუთრო გაუმწარავი

380. ხალუა მოსძულდა შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები სთქვა წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხსმან მორჭმით ვზი მაქვს ზეიმი და ზარები ბრძანა წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები

381. ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა აწ მემ მწადს თქვენსა წინაშე მეცა ვცნო ძალი გულისა სახელი დარჩეს ჩემისა ერთ გულად სამსახურისა

382. ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან შესთვალა ღ~თსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან რადგან ეგე ქმენ მეფემან ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან აწ მოდი ასე პატივ გცე ვითა ძმამან და მშობელმან

383. მოვიდა კაცი მეფისა იგი დღე ღამე იაროს სარიდანს ჰკადრა მეფემან და ვედრე წამოიაროს თუ ვინმე ჰყვანდეს მოსარჩლე ვარგულად გაეზიაროს სხვად კიდე ნუ დაიყოვნის ფიცხლად უდგომლოდ იაროს

384. ერთი სამეფო საკარგუად უბოძა ამილბარობა თუით ამირბარსა ჰინდოეთს აქვს ამირ სპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს ჴელისა მიუმცდარობა სხუად პატრონია მართ ოდენ არა აქვს კეისარობა

385. თვით მეფემან მამა ჩემი დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრი ამირბარი ნაძლევი ვარ ვისცა ჰყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის აძლევდიან მტერნი ზავსა მას ვჰგავ ასრე ვითა მე სხუა კაცი არა მგავსა

386. მეფემან უძღუნა მრავალი ოქრო და საჭურჭლენია კვლა სხუაგნით ნიბათ ნობათი თეთრი ქორი და ცხენია რად მწყალობ ლომო ფარსადან რაცა მაქვ ყველა შენია შენ გმორჩილობენ მნათობნი მათ ვარდი კრიფონ შენ ია

387. ვინადიროთ მხიარულთა მშვილდ ისრითა მოვსრათ ველი ტახტი დადგით მაღრიბული ჩემგან მოსვლად ნურას მელი ჩარყაფების ორხაოთა გააკთეთ ზოგან ჴელი ედემისა მსგავსად ჰკაზმეთ გაახარეთ ჩვენი მზრდელი

388. მუნ მეფესა მოეკაზმეს სახლი ამო სიტურფითა თვალ გოარი მოაფრქვივეს მუშკსა ჰფენენ სუმბულითა ასრე ტურფად მოუკაზმეს ჴელმწიფესა მართებს ვითა მისი ფერი სურნელება ჴამს აღიძრას სამოთხითა

389. თუ რა სადა საჴელმწიფო შესაქცევი პოეს სათა შესხდეს თანა წაიტანეს ზოგნი ძებნად არნეს სხვათა მას დღე სროლა მათი იყო შეყრილობა ჯარი სპათა მისნი მჭურეტნი გაეკვირნეს მისთა ეგზომ ქცევა ზმათა

390. დღესა ერთსა ავაზითა შეექცეს და ამოსწყვიდეს მეორესა {დღესა} შავარდნითა და ქორითა ინადირეს მესამესა დღესა შესხდეს ავაზებსა მოასხმიდეს ვინცა ნახეს ქება ჰკადრეს არ აიგდეს არ იკილთეს

391. კვირას ერთსა ინადირეს რაცა პოვეს ჯარი ჴოცდეს სტუმარი და ჴელმწიფენი ისვრიან და ამოდ ჰმჴოცდეს ლაღობითა ნადირობდეს მჴეცთა ჴოცდეს ორმოცობდეს ნაძლევითა ავსის სპასა იმათ შიგან ამოჴოცდეს

392. რა გათავდა ნადირობა წამოვიდეს მხიარული ჩამოხდეს და ჭამად დასხდეს მეფეს მიაჩს ტახტი სრული კაცის თვალმან რამცა ნახა სხუა მისებრი მოკაზმული აჰა ძმაო მაშინდიდგან მე მაქვს ჩემი გული წყლული

393. გარდიხადა ნადიმობა ვით გასმია ჴელმწიფესა ილხენდეს და თამაშობდეს შესაფერად ქცევა ზნისა ლალი მრთელი იაგუნდი ფანტვა იყო გუირგუინისა მე სად ღირსვარ მისთა თქმათა მძებნელი ვარ იმა გზისა