... (Q-376), XIX ს.

ტარიელისაგან ხატაელთა თანა კაცის გაგზავნა და წიგნის მიწერა (10)

373. გავგზავნე კაცი ხატავეთს, და წიგნი ჩემაგიერი. მივჰსწერე მეფე ჲინდოთა, არს ღ~თისა მიერ ძლიერი. მათი ერთგული გაძღების, ყოველი კაცი მშიერი. ვინცა ურჩ ექმნას იქმნების, თავისა არ მადლიერი:-

374. ჩვენნო ძმანო და პატრონნო, თქუჱნგან არ გაჳმწარებით. ესე რა ჰნახოთ ჰბრძანება, აქამცა მოიარებით. თქუჱნ თუ არ მოხუალთ ჩუჱნ მოვალთ, ცხადად არ მოგეპარებით. ჰსჯობს რომე გუნახოთ ორგულთა, ნუ თანა ეზიარებით:-

375. კაცი გავგზავნე მე გულსა, მომეცა უფრო ლხინები. დარბაზს ვიშუჱბდი დამევსო, ცეცხლი წუად მოუთმინები. მაშინ სოფელმან საწუთო, მიუხჳს რაცა ვინები. აწ ჴელმქმნა რომე სახლებლად, მჴეცთაცა მოვეწყინები:-

376. პირუჱლ გაჭრის დაპირება, მერმე დაჰსწყნარდეს ცნობანი. ჩემთა ჰსწორთაგან იყუნიან, ჩემს წინა ნადიმობანი. მაგრამ დამშლიდეს ლხინთაგან, სურჳლთა დიადობანი. ზოგჯერ შემცჳან სევდათა, ვჰსთქჳ საწუთროსა გმობანი:-

377. დღესა ერთსა საწოლს მიველ, მეფის სრითა წამოსრული. ვჰსჯე და მასუჱ ვიგონები, არ მომეცა თუალთა ჰრული. წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული. კარსა მცუელმან მონას უხმო, უთხრა რამე დაფარული:-

378. მონააო ასმათისა, საწოლს ვუთხარ შემოყუანა. მოეწერა გიბრძანებსო, ვისი მესუა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხუა ჯაჭუთა მანა. წაველ მონა წაჳტანე, რამც მესმინა მე მისთანა:-

379. ბაღჩას შევვლე არა დამხუდა, კაცი ჩემი მოუბარი. ქალი წინა მამეგება, მხიარული მოცინარი. მითხრა ვაშად ამოგართჳ, არ გასჳა გულსა ნარი. მოდი ნახე ვარდი შენი, უფურჭკუნელი და დაუმჭკნარი:-

380. აზიდნა ქალმან ფარდაგი, მძიმე თავისა ძალითა. სადა ჰსდგა კუბო შემკული, ბალახშითა და ლალითა. შიგან ჰსჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელუა მკრთალითა. მე შემომხედის ლამაზად, მის მელნის ტბისა თუალითა:-

381. დიდხანს ვდეგ და არა მითხრა, სიტყუა მისსა მონასურსა. ოდენ ტკბილად შემომხედის, ვითამცა რა შინაურსა. ასმათს უხმო მოიუბნეს, ქალი მოდგა მითხრა ყურსა. აწ წადიო ვერას გითხრობს, მე კულავ მიმცა ალმან მურსა:-

382. ასმათ გამომყუა წამოველ, ფარდაგი გამოჳარე. ვჰსთქჳ საწუთროვო გულს ლხინი, წეღან დარამად მიარე. მაშინ გლახ მომეც იმედი, ლხინი რად გამიზიარე. გულმან გაყრისა სიძნელე, კულავ უფრო დამიტიარე:-

383. ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩაჳარეთ შიგან ბაღი. მითხრა ეგრე წასულისათჳს, ნუ გაჩნია გულსა დაღი. სიმძიმილის ერდო დახშე, სიხარულის კარი აღი. სირცხჳლი აქუს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი:-

384. მე ვუთხარ დაო შენგან ვეჭუ, ამა გულისა წამალსა. ზენაარ სულთა ნუ გამყრი, ჰამბითა მჰშრეტდი ამალსა. ჩემთანა წიგნსა ნუ გაჰსწყუეტ, შენ ზედა ზედა მავალსა. თუ რას ჰსცნობ ჩემთჳს არა ვეჭუ, მე შენგან არ დანამალსა:-

385. შევჯე წამოველ მჰდიოდა, ნაკადი ცრემლთა მილისა. საწოლს შევედი ხელქმნილსა, ღონე არ მქონდა ძილისა. ბროლი და ლალი შეჳქმენ, მე ულურჯესი ლილისა. ღამე მერჩია მეწადა, არ გათენება დილისა:-

386. ხატავეთს მყოფნი მოჳდეს, მათგან მოსულისა დრონია. სიტყუანი შემოეთუალნეს, ლაღნი და უკადრონია. არცა რამ ჩვჱნ ვართ ჯაბანნი, არ ციხე უმაგრონია. ვინ არის თქუჱნი ჴელმწიფე, ჩუჱნზედა რა პატრონია:-

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელ[ი]ს წინაშე პასუხად მოწერილი (11)

387. მოეწერა რამაზ მეფე, წიგნს გიწერსა ტარიერსა. გამიკჳრდა რა ეწერა, წიგნსა შენგან მონაწერსა. რაგუარა თუ მანდა გეხმე, ვინ ჰპატრონობ ბევრსა ერსა. ამისმეტსა ნუღარ ვნახავ, კულავღა წიგნსა შენ მიერსა:-

388. ვუბრძანე წუჱუა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია. იგი ვარსკულავთა ურიცხჳ, მოკრბეს ჲინდოთა სპანია. შორით და ახლოს ყუჱლანი, მართ ჩემკენ მონასხრპანია. ერთობ ლაშქრითა აივსო, მინდორი კლდე კაპანია:-

389. ფიცხლად მოჳდეს არ ექმნათ, მათ შინა ხანდაზმულობა. აღლუმი ვნახე მეკეთა, ლაშქართა მოკაზმულობა. სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა. ტაიჭთა მათთა სიტურფე, აბჯართახვარაზმულობა:-

390. ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ შავითა. დილასა ვჰბრძანე გამართუა, ლაშქრითა უთუალავითა. თავსა ვჰსტიროდი ვიტყოდი, ბედითა მეტად ავითა. მზე თუ არ ვნახო არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა:-