... (S-2781), XIX ს.

353. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე მეფე მამყუა სახლთა ძირსა შინა შეველ უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვსთქუი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა

354. ზაფრანის ფერად შესცუალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლს მეკარე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვსთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

355. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

356. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უმზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა

357. დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მივე მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

358. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხუამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანავე გახსნა ხელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა

359. ჴელგახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დავუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

360. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ხელმწიფე სრულად ინდონი მმონებებ აზრად შეიქმენ საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

361. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყე ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა

362. კაცი მოვიდა მეფისა ჰსწადსო ამბისა სმინება მოყუანა ვუთხარ ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება

363. დარბაზს მივე მეფე ჰბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბა შაბა

364. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულდაღებულნი მეფემან გასცა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩენენ მას დღესა მათნი ხლებულნი

365. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ხალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავსჯე მთქვიან ხალვად შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

366. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო ინახვისა ამირბარი ზეწარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს შეიყვანე ჩემგან არის ნახმობარი

367. ავსდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი ვუთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შევე მონა დადგა კარის მცველად გული მივეც თმობაქმნათა აუგისა საკრძალველად

368. კარსა შევსდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანი მცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულა რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყუანება ექმნა ვისმცა ვსთქუი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

369. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა მაგრამ არ ვღირსვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღმრთისა წყალობა

370. ადგა მითხრა თქვენსა მკრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია სხუად ნურად ეჭუ პატრონისა თვით ბრანება მიხმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია ამან წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელსა თ~ა მიწერილი პირველი

371. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა