... (S-4988), XVII-XVIII სს.

356. მას჻ დღესა჻ ლომი჻ ტარიელ჻ შვებითა჻ აივსებოდა: ჴელითა჻ ჴელსა჻ მიზიდვენ჻ ერთმანერთს჻ ეუბნებოდა: მათთა჻ შემხედთა჻ მათთანა჻ ლალიცა჻ უმოყურებოდა: ჰგავს჻ თუ჻ მაშრიყი჻ შუქსა჻ ფენს჻ მზე჻ მათთვის჻ გაივსებოდა:

357. ყმასა჻ უთხრა჻ ვინცა჻ კაცმან჻ იძმოს჻ ანუ჻ თუ჻ დაცა჻ იდოს: ჴამს჻ თუ჻ მისთვის჻ სიკვდილსა჻ და჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ დარიდოს: ღმერთმან჻ ერთი჻ რად჻ აცხოვნოს჻ თუ჻ მეორე჻ არ჻ წაწყმიდოს: შენ჻ ისმენდი჻ მე჻ გიამბობ჻ რაღა჻ გინდა჻ წამეკიდოს:

358. ასმათს჻ უთხრა჻ მოდი჻ მოჯე჻ თანა჻ წყალი჻ მოიტანე: დაბნედილსა჻ მაპკურებდი჻ გული჻ მითა჻ გარდამბანე: მკუდარი჻ მნახო჻ დამიტირო჻ სულთქმა჻ გაათანისთანე: მე჻ სამარე჻ გამითხარე჻ აქავ჻ მიწა჻ მიაკუანე:

359. ღილ჻ ჩაჴსნილი჻ საამბობლად჻ დაჯდა჻ მჴარნი჻ ამოყარნა: ვითა჻ მზე჻ ჯდა჻ მოღრუბლებით჻ დიდხან჻ შუქნი჻ არ჻ ადარნა: ვერ჻ გაახუნა჻ სასაუბროდ჻ მან჻ ბაგენი჻ გაამყარნა: მერმე჻ სულთქუნა჻ დაიძახა჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ გარდმოყარნა:

360. მოთქვამს჻ ჰაი჻ ჰაი჻ საყუარელო჻ ჩემო჻ ჩემთუის჻ დაკარგულო: იმედო჻ და჻ სოცოცხლეო჻ გონებაო჻ სულო჻ გულო: ვინ჻ მოგკუეთა჻ არა჻ ვიცი჻ ხეო჻ ედემს჻ დანერგულო: ცეცხლმან჻ ცხელმან჻ ვით჻ ვერ჻ შეგწვა჻ გულო჻ ასჯერ჻ დადაგულო:

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უბრძანა:

361. ისმენდი჻ მიეც჻ გონება჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ სმენასა: ნაუბარსა჻ და჻ სიტყუასა჻ ვისთა჻ ძლივ჻ ვათქმევ჻ ენასა: იგი჻ ვინ჻ ხელ჻ მქმნის჻ მოველი჻ მისგან჻ აროდეს჻ ლხენასა: ვისგან჻ შეუცავ჻ სევდასა჻ სისხლისა჻ ცრემლთა჻ დენასა:

362. ინდოეთს჻ შვიდთა჻ მეფეთა჻ ყოვლი჻ კაცი჻ ხართ჻ მცნობელი: ექვსი჻ სამეფო჻ ფარსადანს჻ ჰქონდა჻ თვით჻ იყო჻ მპყრობელი: უხვი჻ მდიდარი჻ უკადრი჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი: ტანად჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ ომად჻ მძლე჻ რაზმთა჻ მწყობელი:

363. მამა჻ ჩემი჻ ჯდა჻ მეშვიდე჻ მეფე჻ მებრძოლთა჻ მზარავი: სარიდან჻ ერქვა჻ სახელად჻ მტერთა჻ სრვად჻ დაუფარავი: ვერვინ჻ ჰკადრებდის჻ წყენასა჻ ვერ჻ ცხადი჻ ვერცა჻ მპარავი: ნადირობდის჻ და჻ იშვებდის჻ საწუთრო჻ გაუმწარავი:

364. ხალვა჻ მოსძულდა჻ შეექმნა჻ გულს჻ კაეშანთა჻ ჯარები: თქვა჻ წამიღია჻ მტერთაგან჻ ძლევით჻ ნაპირთა჻ არები: ყოვლგნით჻ გამისხმან჻ მორჭუმით჻ ვზი჻ მაქუს჻ ზეიმი჻ და჻ ზარები: ბრძანა჻ წავალ჻ და჻ მეფესა჻ ფარსადანს჻ შევეწყნარები:

365. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკვნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა: შესთვალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ინდოეთისა჻ სრულისა: აწ჻ მე჻ მწადს჻ თქუენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვსცნა჻ ძალი჻ გულისა: სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ ნამსახურისა:

366. ფარსადან჻ შექნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან: ღმერთსა჻ დიდება჻ შესთვალა჻ შევსწირე჻ ჴმელთა჻ მფლობელმან: რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ინდოეთს჻ მჯდომელმან: აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ მშობელმან:

367. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამირ჻ ბარობა: თვით჻ ამირბარსა჻ ინდოეთს჻ აქუს჻ ამირ჻ სპასალარობა: მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ხელისა჻ მიუმცდარობა: სხვად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა:

368. თვით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა: თქუა჻ ჩემებრი჻ ამირბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა: ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა: მას჻ არა჻ ვჰგავარ჻ ასრევითა჻ მე჻ სხვა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა:

369. ძე჻ არა჻ ესვა჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა: ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხუნეს჻ სპანი჻ ზარსა: ვაი჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა: მეფემ჻ ბრძანა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თუით჻ ჩემივე჻ გვარი჻ არსა:

370. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მამიყუანეს჻ შვილად჻ მათად: საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქვეყანათად: ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ჴელმწიფეთა჻ ქცევა჻ ქნათად: მოვიწიფე჻ დავემგზავსე჻ მზესა჻ თვალად჻ ლომსა჻ ნაკუთად:

371. ასმათ჻ მითხრობდი჻ რაცა჻ სცნა჻ ჩემგან჻ ამბობა჻ ცილისა: ხუთისა჻ წლისა჻ შევიქენ჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ შლილისა: ჭირად჻ არ჻ მიჩნდის჻ ლომისა჻ მოკლვა჻ მართ჻ ვითა჻ სილისა: არა჻ გაოდის჻ ფარსადანს჻ მისი჻ არა჻ ყოლა჻ შვილისა:

372. ნადიმსა჻ შიგან჻ მოყმენი჻ სიცილით჻ მოგეგებნიან: მოასპარეზე჻ მესროლთა჻ ღონე჻ ჩემგანვე჻ ძებნიან: მებრძოლთა჻ შიგან჻ მებრძოლნი჻ ვერავინ჻ ვერ჻ შემებნიან: თვით჻ შუბოსანი჻ ჩემებრი჻ არავინ჻ არ჻ ეგებნიან:

373. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა: მოციქული჻ მოციქულსა჻ ინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა: მზე჻ და჻ მთვარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა: ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა:

374. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერ჻ მიჴდილისა: მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შვენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა: იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მგზავსია჻ ედემს჻ ზრდილისა: აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა: