... (H-925), XVIII ს.

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი

354. თვალთა დავიდევ[ ..............................................................] პასუხად ვწერდი [................................................................] [................................................................................................] [................................................................................................]

355. [......................................................................................] მისი მზისაგან რიდება ქონდის ნახვისა ვისისა მისგან მომეცა მოლხენა არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა გვანდის სინათლე დღისისა

356. ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ სხვა ჴელის შესაბამითა

357. ქალი აღსდგა წამოვიდა მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი გავეც ზამი გაადიდე

358. ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა სადა დგა კუბო შემკული ბალახშითა და ლალითა შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა მკრთალითა მე შემამხედნის ლამაზად მის მელნის ტბითა თვალითა

359. დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა ოდეს ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა ასმათ უთხრა მოიუბნეს ქალი მოდგა მითხრა ყურსა აწ წადიო ვერას გითხრობს მე კულავ მიმცა ალმან მურსა

360. ასმათ გამომყუა წამოველ ფარდაგი გამოვიარე ვთქვი საწუთროო ვის წეღან გული დარმანთა მიარე მაშინ მოგეცა იმედი ლხინი რად გამიზიარე გულმან გაყრისა სიძნელე კვლავ უფრო დამიტიარე

361. ასმათ ლხინსა მიქადებდა ჩავიარე შიგან ბაღი მითხრა ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი სიმძიმილთა ერდო დახში სიხარულით კარი აღი სირცხვილი აქვს საუბრისა მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი

362. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა ზენაარ სულთა ნუ გამყრი ამბითა შრეტდი ამ ალსა ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ ზედა ზედა მავალსა თუ რას სცნობ ჩემთვის არა ვეჭვ მე შენგან არ დანამალსა

363. შინა წამოველ მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა საწოლს შემოვე ხელქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა ბროლი და ლალი შევიქენ მე ულურჯესი ლილისა ღამე მერჩია მეწადა არ გათენება დილისა

364. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს მათგან მოსლვისა დრონია სიტყვანი შემოეთუალნეს ლაღნი და უკადრონია არც არა ჩვენ ვართ ჯაბანნი არც ციხე უმაგრონია ვინ არის თქვენი ჴელმწიფე ჩუენზედა რა პატრონია

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელს

365. მოეწერა რამაზ მეფე წიგნს გიწერსა ტარიელსა გამიკვირდა რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა რაგვარა თუ მანდა გეჴმე ვინ პატრონობ ბევრსა ერსა ამისმეტსა ნუმცა ვნახავ კულაღა წიგნსა შენ მიერსა

366. უბრძანე წვევა ლაშქართა გავგზავნე მარზაპანია იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი კლდე კაპანია

367. ფიცხლა მოვიდეს არ ექნათ მათ შინა ხანდაზმულობა აღლუმი ვნახე მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა სიჩაუქე და სიკეთე კეკლუცად დარაზმულობა ტაიჭთა მათთა სიკეთე აბჯართა ხვარაზმულობა

368. ავმართე დროშა მეფისა ალმითა წითელშავითა დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა თავსა ვტიროდი ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა მზე თუ არ ვნახო არ ვიცი ვიარო ვითა და ვითა

369. შინა მიველ დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა თვალთათ ვითა საგუბარი ცრემლი ცხელი გარდმომჩქებდა ბედი ჩემი უბედური ვთქვი თუ ჯერცა ვერ გამეფდა ჴელმან ვარდი რად იჴელთა რადგან ასრე ვერ მოკრეფდა

370. მონა შემოდგა მივეცი საქმესა გაკვირვებულსა ასმათის წიგნი მამართვა მე მეტად შეჭირვებულსა ეწერა გიხმობს შენი მზე შენ მისთვის მოსურვებულსა მოდი სჯობს მანდა ტირილსა საქმესა ბედით ვნებულსა

371. ვითა მმართებდა ეგზომი რამცა ვით გავიხარეო შეღამდა წაველ ბაღისა მე კარი შევიარეო სად ასმათ პირველ მენახა მუნვე ჩნდა მდგომიარეო სიცილით მითხრა წამოვლე მოგელის ლომსა მთვარეო