... (S-1727), 1837 წ.

354. მონააო ასმათისი: რა იცისო ვარქვი ვჰკითხე჻ შემოვიდა სააშიკო: წიგნი მომცა წავიკითხე჻ გამიკვირდა სხვად ვითამცა: ვჰქმენ გულისა მწველთა სითხე჻ მისგან ეჭვი არა მქონდა: სევდად მაწვა გულსა მით ხე჻

355. მე გამიკვირდა სით უყვარ: ანუ ვით მკადრებს თხრობასა჻ მიუყოლობა არ ვარგა: დამწამებს უზრახობასა჻ ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს: მერმე დამიწყებს გმობასა჻ დავსწერე რაცა პასუხად: მართებდა აშიკობასა჻

356. დღენი გამოხდეს მე გული: უფროცა დამწვეს მე ალთა჻ ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა: მინდორს თამაშად მავალთა჻ დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა: დამიწყეს მოსვლა მრავალთა჻ მაშინ დავიწყე გარდახდა: სოფლისა ლხინთა და ვალთა჻

357. მათ ვერა მარგეს მე გულსა: ბინდი დამეცა ბნელისა჻ სხვამან ვერავინ შემატყო: ბინდი ცეცხლისა ცხელისა჻ სისხლი დამწამეს მეფემან: ბრძანა გახსნევა ჴელისა჻ გავიხსენ ფარვად პატიჟთა: არვისგან საეჭველისა჻

358. ჴელ გახსნილი სევდიანი: საწოლს ვიყავ თავის წინა჻ ჩემი მონა შემოვიდა: შევხედე თუ თქვას რა მინა჻ მონააო ასმათისა: შემოყვანა უთხარ შინა჻ გულსა შინა დაუძრახე: რა მპოვაო აქა ვინა჻

359. მონამან წიგნი მომართვა: მე წავიკითხე ნებასა჻ წიგნსა შევატევ ლამობდა: მოსვლისა მოსწრაფებასა჻ პასუხად ვსწერდი ჟამია: მართალ ხარ გაკვირვებასა჻ მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ: მოსლვისა დაზარებასა჻

360. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი: ეგე ვით დაგაღონებენ჻ ამილბარი ვარ ჴელმწიფე: სრულად ინდონი მმონებენ჻ აზრად შეიქმენ საქმესა: ათასჯერ შეაწონებენ჻ თუ შეიგებენ მე მათთა: არეთა არ მარონებენ჻

361. კაცი მოვიდა მეფისა: სწადსო ამბვისა სმინება჻ მოყვანა უთხარ ებრძანა: ქნაცა სისხლისა დინება჻ მე ვკადრე ჴელი გავიხსენ: დამიწყო მოჯობინება჻ წინაშე მოვალ ამისთჳს: კვლავ უფრო მართებს ლხინება჻

362. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: ამის მეტსა ნუ იქ აბა჻ ცხენსა შემსვა უკაპარჭო: წელთა არა არ შემაბა჻ შეჯდა ქორნი მოუტევნა: დურაჯები დაენაბა჻ მშვილდოსნები გასაგანნა: იტყოდიან შაბაშ შაბა჻

363. შინა დავსხედით ნადიმად: მას დღესა მინდორს რებულნი჻ მომღერალნი და მუტრიბნი: არ იყვნეს სულ დაღებულნი჻ მეფემან გასცნა მრავალნი: თვალნი ღარიბად ქებულნი჻ აუვსებელნი არ დარჩეს: მას დღესა მათნი ხლებულნი჻

364. ვეცდებოდი არა მცალდა: სევდისაგან თავის კრძალვად჻ ვიგონებდი ცეცხლი უფრო: მედებოდა გულსა ალვად჻ ჩემნი სწორნი წავიტანენ: ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად჻ შევქენ სმა და ნადიმობა: პატიჟთა და ჭირთა მალვა჻

365. მოლარემან შინაურმან: ყურსა მითხრა ნაუბარი჻ ქალი ვინმე გიკითხავსო: ინახვისცა ამილბარი჻ ზეწარითა მოუხურავს: პირი ბრძენთა საქებარი჻ უთხარ საწოლს შეიყვანე: ჩემგან არის ნაჴმობარი჻

366. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით: აემზადნეს ასაყრელად჻ შარდი უთხარ ნუ ასდგებით: მოვალ ხანსა დაუზმელად჻ გამოველ და საწოლს შეველ: მონა დადგა კარსა მცველად჻ გული მივეც თმობა ქნათა: აუგისა საკრძალველად჻

367. კარსა შევდეგ ქალი წინა: მომეგება თაყვანი მცა჻ ჩემი მოსლვა თქვენს წინაშე: კურთხეულა რამან ღირმსცა჻ გამიკვირდა მიჯნურისა: თაყვანება ექნა ვისმცა჻ ვთქვი არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა წყნარად ზისმცა჻

368. მითხრა დღე ეგე სირცხვილად: მედების გულსა ალობა჻ გგონია ჩემგან წინაშე: მაგისთჳს მომავალობა჻ მაგრა აწ მიდებს იმედსა: შენგან ცდისაღა მალობა჻ ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი: მაკლია ღ~თისა წყალობა჻

369. ადგა მითხრა თქვენს კრძალვასა: ჩემგან ცნობა უბნევია჻ ნუ მეჭვ რაცა პატრონისა: ბრძანებასა უთქმევია჻ ეზომ დიდი შემართება: გულსა მისსა უთნევია჻ ამა წიგნმან გამამართლოს: ჩემთჳს ვისცა უთქმევია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი჻

370. წიგნი ვნავხე მისი იყო: ვისი მდაგავს ალი გულსა჻ მოეწერა მზისა შუქსა: ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა჻ მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები: მაგრა ბნედა ცუდი მძულსა჻ აწ ასმათი მოგახსენებს: ყველაკასა ჩემგან თქმულსა჻

371. ბედითი ბნედა სიკვდილი: რა მიჯნურობა გგონია჻ სჯობს საყვარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია჻ ხატაეთს მყოფნი ყველანი: ჩვენნი მოხარაჯენია჻ აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია჻

372. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია჻ მაგრა აქამდის საუბრად: კვლავ ჟამი არ მამხდომია჻ ძუღან ჴელ ქმნილსა გიჭვრეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია჻ მანდა ყველაი მასმია: რაცა შენ გარდაგხდომია჻