... (A-656), XIX ს.

354. გამოვედით მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნვე მეფე მომყვა სახლთა ძირსა შინა მივე უარ გავხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა

355. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ან იმან ან ამან

356. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ვკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად გულისა ვითამცა ვქმენ მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

357. მე გამიკვირდა სით ვუყვარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვედს მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

358. დღენი გამოხდეს მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მივე მკურნალთა დაიწყეს მოსვლა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

359. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვეარავინ შემატყვა დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან მითხრა გახსნევა ხელისა გავიხსენ ფარვად თავისა არვისგან საეჭველისა

360. ხელგახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყვანა მითხრა შინა გულსა შინა დავუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

361. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყვე ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვსწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებისა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

362. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ხელმწიფე სრულად ინდონი მმონებებ აზრად შეიქმან საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

363. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა ქმნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ხელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება

364. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქმ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

365. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყვნეს სულდაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

366. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

367. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისა ამირბარი ზეწარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი

368. აღვდეგ მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად გამოვე და საწოლს შევე მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქმნათა აუგისა საკრძალველად

369. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანისმცა მითხრა მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულ არს ვინცა ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

370. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდის არღა მალობა ამას თუ ღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღმრთისა წყალობა

371. ადგა მითხრა თქვენს კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდსა შემართებად გულსა მისსა უთნევია ამან წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უქნევია

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

372. წიგნი ვნახე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქთა ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა