..., 1860 წ.

374. კაცმან ვით პოვოს ღ~თისაგან. რაცარა დანაბადია მით გული ჩემი სახმილმან. აწ ასრე დანაბადია კვლავ გზასა მიკრავს მიჭირავს. მითქს ბადე დანაბადია და ვაი ლხინთ ნაცვლად სოფლისა. ჩალა მაქვს დანაბადია.

375. მაგრა ღ~თნ მოწყალემან. მით ცნობითა ერთი გზითა ორი მისი მოწყალება. დღესაც მამცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა. ჩემით რათმე მიზეზითა და კვლავ ნუ თუმცა სრულ არ დამწვამს. ცეცხლმან ცხელმან ანაგზითა.

376. მას დღესა ლომი ტარიელ. შვებითა აივსებოდა ჴელითა ჴელთა ეკიდნენ. ერთმანეთს ეუბნებოდა მათთა შემხედთა მათ თანა. ლალიცა ემოყვრებოდა და გავს თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს. მზე მათთვის გაივსებოდა.

377. ყმას უთხრა ვინცა კაცმან. აძმოს ანუ თუ ადოს ჴამს თუ მისთვის სიკვდილს. და ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი ვით აცხოვნოს. თუ მეორე არ წაწყმიდოს და შენ ისმენდი მე გიამბობ. რაცა გინდა წამეკიდოს.

378. ასმათს უთხრა მოდი მოჯე. თანა წყალი მომიტანე დაბნედილსა დამაპკურე. გული მითა გარდმამბანე მკვდარი მნახო დამიტირე. სულთქმა გაათანისთანე და მესამარე გამითხარე. აქა მიწა მიაკვანე.

379. დილ ჩასხნილ საამბობლად. დაჯდა მჴარნი ამოყარნა ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით. დიდ ხან შუქნი არ ადარნა ვერ გაახვნა სასაუბრად. მან ბაგენი გაამყარნაა და მერმე სულთქმნა დაიძახა. ცხელი ცრემლი გარდმოყარნა.

380. მოთქვამს ჰაი ჰაი საყვარელო. ჩემო ჩემთვის დაკარგულო იმედო და სოცოცხლეო. გონებაო სულო გულო ვინ მოგკვეთა ეს არ ვიცი. ხეო ედემს დანერგულო და ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ შეგწვა. გულო ასჯერ დადაგულო.

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველ:

381. ისმენდი მიეც გონება. ჩემთა ამბავთა სმენასა ნაუბარსა და სიტყვასა. ვითა ძლივ ვათქმევ ენასა იგი ვინ ჴელ ქმნა მოველი. მისგან აროდეს ლხენასა და ვისგან შეუცავ სევდასა. სისხლისა ცრემლთა დენასა.

382. ინდოეთს შვიდთა მეფეთა. ყოვლნი კაცნი ხართ მცნობელნი ექვსი სამეფო ფარსადანს. ჰქონდა თჳთ იყო მპყრობელი უხვი მდაბალი მორჭმული. მეფეთა ზედა მფლობელი და ტანად ლომი და პირად მზე. ომად მძლე რაზმთა მწყობელი.

383. მამა ჩემი ჭდა მეშვიდე. მეფე მებრძოლთა მზარავი სარიდან ერქვა სახელად. მტერთა სრვად დაუფარავი ვერვინ ჰკადრებდის წყენასა. ვერ ცხადი ვერცა მპარავი და ნადირობდის დაიშვებდის. საწუთრო გაუმწარავი.

384. ხილვა მოსძულდა შეექნა. გულს კეეშანთა ჯარები თქვა წამიღია მტერთათვის. ძლევით ნაპირთა არები ყოვლგნით გამისხმან მორჭმით ვზი. მაქვს ზეიმი და ზარები და ბრძანა წავალ და მეფესა. ფარსადანს შევეწყნარები.

385. ფარსადანს წინა დაასკვნა. გაგზავნა მოციქულისა შესთვალა შენ გაქსს მეფობა. ინდოეთისა სრულისა აწ მე მწადს თქვენსა წინაშე. მეცა ვცნა ძალი გულისა და სახელი დარჩეს ჩემისა. ერთგულად ნამსახურისა.

386. ფარსადან შექნა ხარება. ამა ამბისა მცნობელმან ღ~თსა მადლობა შესწირა. ჴემწიფემ ჴმელთა მფლობელმან რადგან ეგე ქენ მეფემან. ჩემებრ ინდოეთს მჯდომელმან და აწ მოდი ასე პატივი გცე. ვითა მამამან მშობელმან.

387. ერთი სამეფო საკარგყმო. უბოძა ამილბარობა თვით ამირბარსა ინდოეთს. აქვს ამირ სპასალარობა მეფე რა დაჯდეს არა სჭირს. ჴელისა მიუმწვდარობა და სხვა პატრონია მართ ოდენ. არა აქვს კეისარობა.

388. თვით მეფემან მამა ჩემი. დაიჭირა სწორად თავსა თქვა ჩემებრივ ამირბარი. ნაძლევი ვარ ვისაც ყავსა ლაშქრობდის და ნადირობდის. აძლევდიან მტერნი ზავსა და მას არა ვგავარ ასრე ვითა. მე სხვა კაცი არა მგავსა.

389. ძე არა ესვა მეფესა. დედოფალსა მზისა დარსა ჭმუნვა ჰქონდა ჟამი იყო. მით აეხვნეს სპანი ზარსა ვაი კრულია დღემც იგი. მე მივეცი ამილბარსა და მეფემან ბრძანა შვილად გავზრდი. თვით ჩემივე გვარ არსა.

390. მეფემან და დედოფალმან. მიმყვანეს შვილად მათად საპატრონად მზრდიდენ სრულად. ლაშქართა და ქვეყნათად ბრძენთა მიმცეს სასწავლელად. ჴელმწიფეთა ქცევა ქნათად და მოვიწიფე დავემგსავსე. მზესა თვალად ლომსა ნაკვეთად.

391. ასმათ მითხრობე რაცა სცნა. ჩემგან ამბობა ცილისა ხუთისა წლისა შევიქენ. მსგავსი ვარდისა შლილისა ჭირად არ მიჩანს ლომისა. მოკვლა მართ ვითა სილისა და არა გაუდის ფარსადანს. მისი არა ყოლა შვილისა.

392. ნადიმსა შიგან მოყმენი. სიცილიდ მეუბნებიან მოასპარეზე მესროლთა. ღონე ჩემგანვე სძებნიან მებრძოლთა შიგან მებრძოლნი. ვერვინ ვერ შემებმიან და თვით შუბოსანი ჩემებრივ. არავინ არ ეგებიან.