..., 1860 წ.

354. ავთანდილ გასცა პასუხი. სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ. ვის თავი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს. არს ჩემი დარბაზებია და მიჯნურობითა დამწვარ ვარ. ცეცხლი უშრეტი მგზებია.

355. მე პატრონისა ჩემისა. ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხვედვენ. მონები მკლავ მაგრებითა თუმცა არ მიცნობ გინახავ. თავი ვით გიაზრებია და გახსოვსცა ოდეს დახოცე. მონები არ საპყრებია.

356. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი. ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა. ჩენ ხაფათ წაგვეკიდენით გიხმეთ არ მოხველ ლაშქარნი. უკანა გამოგკიდენით და შენ ველი წითლათ შეღებე. სრულა სისხლისა კიდენით.

357. ყველაკასა მათრახითა. თავი უხლმლოთ გარდაკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე. კვალი შენი ვერ მოვკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვეკარგე. მონებიცა დავაფეთეთ და ამან უფრო დაგვაშმაგა. თავი სრულად გავაშეთეთ.

358. ჭმუნვა შეექნა თქვენც იცით. ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგნით. მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენი მნახავი. ვერცა ყმა ვერცა ბერია და აწ გამამგზავნა რომელსა. ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია.

359. მიბრძანა მიცან ამბავი. მის ყმისა წახდომილისა მაშინ ვარ ქმნელი საქმისა. მის შენგან მონდომილისა სამ წლამდინ მითხრა დადენა. უმისოდ ცრემლთა მილისა და არ გიკვირს გავძლე ვერ ჭვრეტა. მისისა მეღიმილისა.

360. აქანამდინ მნახავიცა. კაცი შენი არ მენახა ძმანი ვნახე რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო. თავსა კარგა დაგეჩახა და მათ მასწავლეს რომე ერთგან. გაკოდილმან კვნესა ნახა.

361. ტარიელსაც გაეხსენა. ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე. თუმცა არის ადრინდელი ერთგან გნახე ნადირობას. შენდა შენი მე გამზრდელი და მით ვსტიროდი მამაგონდა მე გლახ ჩემი წამწყმედელი.

362. რას მაქნევდით რა გინდოდათ. ერთმანეთსა ვითა ვგვანდით თქვენ მორჭმული სთამაშობდით. ჩვენ მტირალნი ღაწუსა ვბანდით რა მონანი შესაპყრობლათ. მომწიენით გაგულოვნდით და აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად. თანა მკვდართა წაიტანდით.

363. მოვიხედენ მომეწია. რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალდა. ამად ჴელი არ შევახე თვალთა წინად გამოვექეც. მეტი არა შეუძახე და ჩემი ცხენი უჩინოს ჰგავს. და სხვასაცა არ ვასახე.

364. კაცმან ვერ ასწრა თვალისა. დანახვა დაწამწამება მას გავექცევი ვისგანცა. ჩემი არ ვცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო. მე არას არ შეწამება და ავად შვენოდა მორევნა. და ჩემზედ დათამამება.

365. აწ ვაშად მოხველ მიამა. ნახვა პირისა შენისა ტანად საროდ და პირად მზე. მსგავსი მამაცად გმირისა ვიცი გარჯილხარ არა ხარ. გარდაუხდელი ჭირისა და ძნელია პოვნა კაცისა. ღვთით ზეცით განაწირისა.

366. ავთანდილ უთხრა ვით მაქებს საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ. ღირსი შუბისა შენისა სახე ხარ მზისა ერთისა. ზეცით მნათისა ზენისა და რადგან ვერ შეგვცლის პატიჟი. ეგზომთა ცრემლთა დენისა.

367. მოსრულხარ შენად შეყრამდის. ვიყავ იმისი მძებნელი რა გნახე შენმან სიხმილმან. ბნელსა მიმატათ მებნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ. მაგა ლახვართა მცნებელი და ბოლოდ იცოდე სიკვდილი. მამხვდეს აწ შენთვის მე ძნელი.

368. ამა დღემან დამავიწყა. გული ჩემი ვინ დაბნიდა დამიგდია სამსახური. იგი იქნას რაცა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს. ათასჯერცა მინა მინდა და შენ გიახლო სიკვდილამდი.. ამის მეტი არა მინდა.

369. ტარიელ უთხრა მე შენი. აწ გული მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცვლად ამისად. შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნურსა. მიჯნური შეებრალების და შენ საყვარელსა გაგყარო ესე რით გენაცვალების.

370. წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად. პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნი ვარ. შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრამ ჩემსას რას გიამბობ. გამოვჭრილვარ ასრე თურად და თუ მე ვიტყვი დამწუამს ალი. ცეცხლი შემიქს ალად მურად.

371. ასმათ უთხრა ცრემლით ლომო. მაგა. ცეცხლსა რა ეგების მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა. რადგან ჩემგან არ ეგების ვხედავ ესე ხელი ვინმე. მოყმე შენთვის წაეგების და სცნას მიზეზი შენთა წყლულთა. ქნას რა ღონე აეგების.

372. მე ეხვეწებოდა ლამოდა. მისგან რასამე ლხენასა ნუ ჰყოს ღ~თნ გაძლება. მემცა ვით მივსცე ენასა თუ რასმე ვსცნობო ვეიჭობ. ამისგან თქვენსა ლხენასა და არს უკეთესი რამცაღა. სწადს განგებასა ზენასა.

373. ამას დაყმუნდა ტარიელ. დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქეთ. შენ ხარ ჩემთანა ჴლებული რად არ იცი უწამლო არს. ლები ესე დალებული და აწ ესე ყმა მკლავს მტირალი. ცრემლითა დასოლებული.