ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

350. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; მერმე ცნობა მომივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი; ვთქვია, თუ: “ჰაი-ჰაი, რას შიგან ვარ მე სიცოცხლე-გარდამჴდარი!”. და თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი.

351. “ვთქვია, თუ: “ღმერთო, ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!” და მანვე ქნა და მორევჯობდი, გული წყლული გავიკურნე.

352. “ზე წამოვჯე. მეფისასა კაცი დია მომდიოდა. ახარებდეს: “წამოჯდაო”, დედოფალი გამორბოდა; მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა, და იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

353. “იქით და აქათ მომისხდეს, მახურიტეს სახურეტელია; მე მოვაჴსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; ცხენსა შეჯდომა მწადიან, ვნახო წყალნი და ველია”. და ცხენი მომგვარეს, შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია.

354. წამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა. შინა მიველ, უარ გავჴე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; და ვთქვია, თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირს-ა!”

355. “ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, გული უფრორე დამიჭრა ათიათასმან დანამან; საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; და ვთქვია, თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ, ან იმან, ან ამან!”

356. “მონააო ასმათისი” “რა იცისო, ვარქვი, ვჰკითხე”. შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქენ გულისა მწველთა სითხე? და მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე”.

357. “მე გამიკვირდა, “სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, ჩემგან იმედსა გარდასწყუედს, მერმე დამიწყებს გმობასა”. და დავსწერე, რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა.

358. “დღენი გამოჴდეს, მე გული უფრორე დამწვეს კვლა ალთა, ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა, დარბაზს ვერ მიველ; მკურნალთა დაიწყეს მოსვლა მრავალთა, და მაშინ დავიწყე გარდაჴდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

359. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; სისხლი დამწამა; მეფემან ბრძანა გაჴსნევა ჴელისა, და გავიჴსენ ფარვად თავისა, არვისგან საეჭველისა.

360. ჴელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; ჩემი მონა შემოვიდა, შევხედე, თუ თქვას, რა მინა. “მონააო ასმათისა”. შემოყვანა ვუთხარ შინა. და გულსა შინა დაუზრახე: “რა მპოვაო, ანუ ვინა?!”

361. მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; წიგნსა შევატყვევ,ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა; პასუხად გავეც: ჟამია, მართალ ხარ გაკუირვებისა; და მოვალ, თუ მიჴმობ, მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა.

362. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? ამილბარი ვარ, ჴელმწიფე, სრულად ინდონი მმონებებ; აზრად შეიქმან, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ, და თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.

363. “კაცი მოვიდა მეფისა: “სწადსო, ამბისა სმინება”. მოყვანა ვუთხარ; ებრძანა: “ქნაცა სისხლისა დინება?” მე ვჰკადრე: “ჴელი გავიჴსენ, დამიწყო მოჯობინება, და წინაშე მოვალ, ამისთვის კვლა უფრო მმართებს ლხინება”.

364. “დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: “ამის მეტსა ნუ იქ, აბა!” ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელთა არა არ შემაბა; შეჯდა, ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. და მშვილდოსანნი გაასაგნა, ყიოდიან: “შაბაშ, შაბა!”

365. “შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი; მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ-დაღებულნი; მეფემან გასცნა მრავალნი თვალნი, ღარიბად ქებულნი. და აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი.

366. “ვეცდებოდი, არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად; ვიგონებდი, ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად; ჩემნი სწორნი წავიტანენ, ჩემსა დავჯე, მთქვიაან ალვად, და შევქენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად.

367. “მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე გიკითხავსო: “ინახვისმცა ამილბარი?” ზეწარითა მოუბურავს პირი, ბრძენთა საქებარი;’’ და ვუთხარ: “საწოლს წაიყვანე, ჩემგან არის ნაჴმობარი”.

368. “ავდეგ, მსხდომნი ნადიმობად აემზადნეს ასაყრელად; შადი ვუთხარ: “ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად”; გამოველ და საწოლს შეველ, მონა მიდგა კარსა მცველად. და გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად.

369. “კარსა შევდეგ, ქალი წინა მომეგება, თაყვანი მცა; მითხრა: “მოსვლა თქვენს წინაშე კურთხეულა ვინცა ღირსმცა!” გამიკვირდა, მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა? და ვთქვია: “არ იცის აშიკობა; თუმც იცოდა, წყნარად ზისმცა!