... (H-740), XVIII ს.

348. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინავე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: უთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულმაგრობა:

349. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რადგან: იგი: ვერ: მიმხუდარა: არ: იტყუის: თუ: ჰინდოეთი: უპატრონოდ: არ: გამჴდარა: ტარიელ: არს: მემამულე: სხვასა: მართებს: არვის: არა: ვის: მოიყუანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მამცდარა:

350. ვთქუი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხვარა: მოვაგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალ: გვარო: მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: მევე: სადმე: არ: წამგვარო:

351. სულთა: ვჴდიდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წვიმა: დარანელდა: რომე: პირველ: ვარდი: აზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მეაზრა:

352. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უარის: ქნასა: ღ~თისასა: ამისთვის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭმით: ინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: დავსხდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძე: რძლობასა:

353. მე: ღ~თისაებრად: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ანუ: მზე: იყო: ქუეყანად: ან: მთვარე: პირ: გავსებული: ახლოს: დამისვა: დამიტკბა: აქამდის: არ: ღირსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: ვსებული:

354. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: სჯობდეს: მოიგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვაი: თუ: მეფე: გაგვიმწარდეს: შენ: და: ისი: წაიკიდნეთ: ინდოეთი: გარდაჰქარდეს:

355. კულა: თუ: სიძე: შემოუშვათ: მე: შემირთოს: იყოს: ასდენ: ერთმან: ერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩვენ: პატიჟნი: გაგვიასდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპანი: გაგვიხასდენ:

356. მე: ვჰკადრე: ღ~თნ: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდენ: ინდოეთს: შევიგნე: მათი: გმირობა: უჩვენო: ჩემი: ძალ: გული: და: ჩემი: მეომარობა: ასრე: დავჴოცნე: შეეძლოს: აღარა: არ: საჴმარობა:

357. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: სიტყუა: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ჴმელსა: ნედლად:

358. ასრე: ქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მოპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმამცა: ვით: იტუირთაო:

359. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკუიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დრამასა: არ: დამეჴსნები: გაგიჴდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა:

360. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყუარული: ნურცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა: ქნას: მეფემან: ყელ: მოტეხით: შემოხვეწა: შემოკდომა: ჴელთა: მოგცემს: თავსა: ჩემსა: შეგუფერობდეს: ერდგან: სხდომა:

361. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაქადე: დასაჴოცლად: ჴლმისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქუევე: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხვევა:

362. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითამც: ხელი: ასმათ: წინა: წამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვიათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

363. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭურეტდი: ვარსკულავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახუარი: შავთა: ნარგისთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

364. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსულა: გვახარა: მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახარა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყუა: ივაგლახ: არა: მიბრძანა: ახლოს: მიმისვა: მოდიო: თავი: დახარა:

365. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყუელგნით: საჭურჭლე: სრულია უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

366. მე: გავგზავნენ: ყოვლგან: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხუმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყუნეს: ხანსა: არ: დამზმელნი: შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხუარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი:

367. მეფემან: ბრძანა: მოჰკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაჰყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სხვანია: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისა: კმანია: