... (H-66), 1832 წ.

355. მითხრა დღე ეგე სირცხვილად: მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე: მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა: შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი: მაკლია ღ~თისა წყალობა

356. ადგა მითხრა თქვენს კრძალვასა: ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა: ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება: გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გამამართლოს: ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი჻

357. წიგნი ვნავხე მისი იყო: ვისი მდაგავს ალი გულსა მოეწერა მზისა შუქსა: ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოკვდები: მაგრა ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს: ყველაკასა ჩემგან თქმულსა

358. ბედითი ბნედა სიკვდილი: რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია ხატავეთს მყოფნი ყველანი: ჩვენნი მოხარაჯენია აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია

359. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად: კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ჴელ ქმნილსა გიჭვრეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია: რაცა შენ გარდაგხდომია

360. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე აწ შეები ხატაველთა: თავი კარგათ გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარა: სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე

361. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა გული მი და მო მიარდა: კრთებოდა და ემალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გაილალვოდა

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირველი მიწერილი჻

362. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია მე ღ~თნ ისი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია

363. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მივხვდები ესე ჰკადრე რადგან მზეო: ჩემთვის ნათლად ამოჰხდები აჰა მკვდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები რაცაღა სამსახური: ვიტყვი თუღა ვერიდები

364. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა არა სცნობდეს ჩემთვის ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გარშიყობდეს დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს

365. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა მისი მზისაცა რიდება: ქონდის ნათლისა ვისისა მისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა

366. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ჴელის შესაბამითა

367. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს ლხინმან ბნელი განმინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა჻

368. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი შევსთვალე მეფე ინდოთა: არისმცა ღ~თსგან ძლიერი მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი

369. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიწბილები ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: არ ზედა არ მოგეპარებით სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლით ნუ ეზიარებით

370. კაცნი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები აწ ჴელ მქმნა რომე საახლოდ: მხეცთაცა მოვეწყინები

371. პირველ გაჭრისა პირება: მერმე დასწყნარდეს ცნობანი ჩემთა სწორთაგან იყვნიან: ჩემს წინა დარბაზობანი მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი ზოგჯერ შემცვიან სევდათა: ვთქვი საწუთროსა გმობანი