... (Q-609), XIX ს.

353. ასმათს უთხარ მე პასუხსა: ამის მეტსა ვერ მიხუდები: ესე ჰკადრე მზეო რადგან: ჩემთვის ნათლად ამოხდები: აჰა მკუდარი გამაცოცხლე: ამას იქით აღარ ვბნდები: რაცაღა სამსახურსა: ვიტყვი თუღა ვერიდები:

354. ასმათ მითხრა მე მიბრძანა: ესე ვქნათო ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს ჩემგან მისსა: საუბარსა ვერა სცნობდეს: ჩემდა ნახვად მოვიდოდეს: შენ ვითამცა გაშიყობდეს: დაცამვედრა ამილბარსა: უთხარ ასრე ნამუსობდეს:

355. მეკეთა ესე თათბირი: სიბრძნე გულისა მისისა: მისი მზისაცა რიდება: ჰქონდის ნათლისა ვისისა: მისგან მომეცა მოსმენა: არ საუბრისა მქისისა: ვისთა შუქთაგან უკუნსა: გვანდის სინათლე დღისისა:

356. ასმათს მოვართვი რჩეული: თვალი ოქროსა ჯამითა: მან მითხრა არა არ მინდა: ვარ გამაძღარი ამითა: ერთი აიღო ბეჭედი: მართ აწონილი დრამითა: ესე კმა ნიშნად სავსე ვარ: სხვად ჴელის შესაბამითა:

357. ქალი ადგა წამოვიდა: მე ლახვართა გულსა მრიდეს: ლხინმან ბნელი გამინათლა: დაშრტეს ცეცხლნი რომე მწვიდეს: შეველ დავჯე ნადიმადვე: ჩემნი სწორნი სადა სმიდეს: მხიარულმან საბოძვარი: გავეც ზამი გაადიდეს:

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მიწერილი და კაცის გაგზავნა:

358. გავგზავნე კაცი ხატაეთს: და წიგნი ჩემაგიერი: მივსწერე მეფე ინდოთა: არისმცა ღთულებ ძლიერი: მათი ერთგული გაძღების: ყოველი სული მშიერი: ვინცა ურჩ ექმნას იქმნების: თავისა არ მადრიერი:

359. ჩვენო ძმაო და პატრონო: თქვენგან არ გავიმწარებით: ესე რა ნახოთ ბრძანება: აქამცა მოიარებით: თქვენ თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ: ზ~ა არ მოგეპარებით: სჯობს რომე გვნახნე თავისა: სისხლთ ნუ ეზიარებით:

360. კაცი გავგზავნენ მე გულსა: მამეცა უფრო ლხინები: დარბაზს ვიშვებდი დამევსო: ცეცხლი წვად მოუთმინები: მაშინ სოფელმან საწუთრო: მიუხვის რაცა ვინები: აწ ხელ მქმნა რომე საახლოდ: მჴეცთაცა მოვეწყინები:

361. პირველ გაჭრისა პირება: მერმე დასწყნარდეს ცნობანი: ჩემთა სწორთაგან იყუნიან: ჩემს წინა დარბაზობანი: მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან: სურვილთა დიადობანი: ზოგჯერ შემცვიან სევდათა: ვთქვი საწუთროს გმობანი:

362. დღესა ერთსა საწოლს მოველ: მეფის სრითა წამოსრული: ვჯე და მასვე ვიგონებდი: არ მიეცა თვალთა რული: წიგნი მქონდა საიმედო: ამად ვიყავ მხიარული: კარსა მცველმან მონა უხმო: უთხრა რამე დაფარული:

363. მონააო ასმათისი: საწოლს უთხარ შემოყვანა: მოეწერა გიბრძანებსო: ვისი მესვა გულსა დანა: ლხინმა ბნელი გამინათლა: ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა: წაველ მონა წავიტანე: რამცა უთხარ ამისთანა:

364. ბაღჩა შევვლე არა დამხვდა: კაცი ჩემი მოუბარი: ქალი წინა მამეგება: მხიარული მოცინარი: მითხრა ვაშად ამოგიღე: არ გასვია გულსა ნარი: მოდი ნახე ვარდი შენი: უფურჭკნელი და დაუმჭკნარი:

365. ამიგდო ქალმან ფარდაგი: მძიმე თავისა ძალითა: სადა დგას კუბო შემკული: ბალახშითა და ლალითა: შიგან ჯდა იგი პირითა: მზისაებრ ელვა მკრთალითა: მე შემომხედნის ლამაზად: მის მელნის ტბისა თვალითა:

366. დიდხან ვდეგ და არა მითხრა: სიტყვა მისსა მონასურსა: ოდენ ტკბილად შემომხედის: ვითამც რამე შინაურსა: ასმათ უჴმო მოიუბნეს: ქალი მოდგა მითხრა ყურსა: აწ წადიო ვერას გითხრობს: მე კულავ მიმცა ალმან მურსა:

367. ასმათ გამომყვა წამოველ: ფარდაგი გამოვიარე: ვთქუი საწუთროო ვის წეღან: გული დარმანთა მიარე: მაშინ მოგეცა იმედი: ლხინი რად გამიზიარე: გულმან გაყრისა სიძნელე: კულავ უფრო დაიტიარე:

368. ასმათ ლხინსა მიქადებდა: ჩავიარე შიგან ბაღი: მითხრა ეგრე წასვლისათვის: ნუ გაჩნია გულსა დაღი: სიმძიმილთა ერდო დაჴაშ: სიხარულის კარი აღი: სირცხვილი აქუს საუბრისა: მერმე თავსა კრძალავს ლაღი:

369. მე უთხარ დაო შენგან ვეჭვ: ამა გულისა წამალსა: ზენაარ სულთა ნუ გამყრი: ამბვითა მშრეტდი ამ ალსა: ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ: შენ ზედა ზედა მავალსა: თუ რას სცნობ ჩემთვის არ ვეჭვ: მე შენგან არ დანამალსა:

370. შევჯე წამოველ მდიოდა: ნაკადი ცრემლთა მილისა: საწოლს შემოვე ჴელ ქმნილსა: ღონე არ მქონდა ძილისა: ბროლი და ლალი შევიქენ: მე ულურჯესი ლილისა: ღამე მერჩია მეწადა: არ გათენება დილისა:

371. ხატაეთს მყოფნი მოვიდეს: მათგან მოსულისა დრონია: სიტყვანი შემოეთვალნეს: ლაღნი და უკადრონია: არცა რამ ჩვენ ვართ ჯაბანნი: არ ციხე უმაგრონია: ვინ არის თქვენი ჴელმწიფე: ჩვენზედა რა პატრონია: