... (A-859), 1841 წ.

355. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან, შეუნდობს შეცოდებულსა. უყავით თქუჱცა წყალობა, მას ღონე გაცუდებულსა. რამაზს უბრძანებს იცოდი, გაგზავნი შეწყალებულსა. მაგრა ნუ გნახავთ კულავცაღა, ჩვენს წინა გაწბილებულსა:-

356. ხარჯი დასდვეს შეკვეთეს, დრაჰკანი ასჯერ ასია. კულავ ხატაური ათასი, სხვა სტავრა სხვა ატლასია. მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია. შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია:-

357. ხატაველმან დაუმადლა, დადრკა მდაბლად ეთაყვანა. მოახსენა ორგულობა, თქვენი ღთ~ნ შემანანა. თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა. წავიდა და ყველაკაი, მისი თანა წაიტანა:-

358. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს არ დანაღამია. ებრძანა გავყრილი ვარ, მას აქეთ თვეო სამია. მინდორს მოკლული ისრითა, ნადირი არ მიჭამია. არ დამაშვრალხარ წამოდი, თუმცა დაშრომის ჟამია:-

359. შევეკაზმე დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა. შავარდნითა სავსე იყო, სრულად არე დარბაზისა. მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა. გაეხარნეს მოსვლა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა:-

360. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია. ომით მოსრული ტარიელ, საჭვრეტად სასურველია. მან განანათლოს მჭვრეტელთა, გული რაზომცა ბნელია. რაცა დაგვედრო საქნელად, ქმენ არა საზოზღნელია:-

361. აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული. რადგან ქალია სამეფო, ჩვენ განვე სახელ დებული. ვინცაღა ნახავს აწ ნახოს, აჰა დღე ედემს ხლებული. გვერდსა დაისვი ორნივე, სრას დამხვდით მოვალ შვებული:-

362. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა. იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა. ადრე დავბრუნდით ვიარეთ, არ ეჯი გზისა შორისა. აღარ იბურთეს დაშლა ქნეს, თამაშობისა ორისა:-

363. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა, ქალაქი შუკა და ბანი. ომ გარდახდილსა მშვენოდეს, მე ენიანნი კაბანი. ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი, ვარდი ცრემლითა ნაბანი. ვინცა მიჭურეტდის ,ბნდებოდის, მართალად არის კატაბანი:-

364. რიდენი რომე მეშოვნეს, ქალაქსა ხატაველთასა. იგი მეხვივნეს მშუჱნოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა. მეფე გარდახდა დარბაზთა, შევედით ჩემთა მზრდელთასა. შევხედენ დავჰკრთი ელვასა, ღაწვთა მზეებრ ნათელთასა:-

365. მას მზესა ტანსა ემოსნეს, ნარინჯის ფერნი ჯუბანი. ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას დასად უბან უბანი. სრულად ნათლითა აევსო, სახლი შუკა და უბანი. მუნ ვარდსა შუა შვენოდეს, ძოწ მარგალიტნი ტყუბანი:-

366. ნაომარსა დაკოდილსა, ხელი ყელსა ჩამომება. დედოფალი საჯდომთაგან, ადგა წინა მომეგება. ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწჳ ვარდი დამილება. მითხრა ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება:-

367. ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ სადა მიამებოდა. პირის პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთჳსცა კუდებოდა. მალვით უჭვრეტდი მიჭურეტდა, სხვად არად მეგონებოდა. თუალნი მოვსწყვიტდი სიცოცხლე, ამითა მეარმებოდა:-

368. შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა. სხუა გახარება ასეთი, არს უნახავი თვალისა. ჯამი და ჭიქა ყოველი, ფეროზისა და ლალისა. არვისი ბრძანა მეფემან, არცა გაშვება მთურალისა:-

369. მე მუნა მყოფი მივეცი, შვებასა მეტის მეტასა. რა შემამხედნის შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა. კაცთა კრძალვასა ვაწვევდი, გულსა შმაგსა და რეტასა. რა უამეა პირის პირ, საყვარელისა ჭურეტასა:-

370. დააგდეს მღერა მუტრიბთა, სულეთო თავი ხარიან. მიბრძანეს შვილო ტარიელ, ვით გითხრათ ვით გვიხარიან. ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი, მით ჩვენნი ვაგლახ არიან. მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან:-

371. აწ თუმცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან. არ შეგმოსთ მაგა კაბათა, არ აგხდით ტურფად გშვენიან. აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქი მოგიფენიან. თჳთ შეიკერე რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან.

372. კულავცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა. კულავ გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითტა და ჩანგთა ჟღერა. დედოფალნი წამოვიდნეს, შეეყარა მწუხრსა დღე რა. ძილ პირამდის სიხარულსა, სიხარული ჰგვანდა ვერა:-

373. ავიყარენით მიგვჭირდა, სმა დოსტაქნისა მეტისა. საწოლს შამოველ შემექმნა, ცნობა მათ ვითა შეთისა. ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე იმა ცეცხლთა შრეტისა. მეგონებოდა მალხენდის, გონება მისგან ჭურეტისა:-

374. მონა მოვიდა მიამბო, ამბავი მე მართალიო. თქვენსა ამბავსა იკითხავს, აჯიღოსანი ქალიო. მაშინვე ვიცან ავიჭერ, ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო. მოვიდა ვნახე ასმათი, ჩემს წინა მომავალია:-