... (W-27), XVII ს.

350. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით თუღა მტერი შემოგება

351. ახლოს დამისვა ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირისპირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კუდებოდა მალვით მიჭვრეტდა უჭვრეტდი სხვად არად მეგონებოდა თუალნი მოვსწყუიტნი სიცოცხლე ამითა მეარებოდა

352. შეიქმნა სმა და პურობა მსგზავსი მათისა ძალისა სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა ჯამი და ჭიქა ყუელაი ფეროზისა და ლალისა არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშუება მთრვალისა

353. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტისმეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირისპირ საყუარელისა ჭურეტასა

354. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გვაქვსო მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან მართალან შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკუეხარიან

355. აწ თუცა გმართებს შემოსვა ვის მორჭმით მოგივლენიან არ შეგმოსთ სხუასა კაბათა არ აგჴდით ტურფად გშვენიან აწ გქონდეს ასი საჭურჭლე ვის შუქნი მოგიფენიან თვით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

356. მამართუნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი თაყუანისვეც და დავლოცენ დოვლანი მათთა სუეთანი ადგეს ორნივე მაკოცეს თვით იგი მზენი მზეთანი რა გასცეს ზომი ვით გითხრა ლაშქართა სისავსეთანი

357. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სმა და მღერა კულავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟღერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილპირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა

358. ავიყარენით მიგუჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექმნა ცნობა მათ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყუექმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

359. მონა მოვიდა მიანბო ამბავი მე მართალიო შენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულგამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია

360. მე ვისთვის ვკუდები მიამა ასმათის ნახვა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყუანისსცემისად ჴელი მოვჰკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად

361. მიმნბე მისი ამბავი სხუად ნურად მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კულაცა ცნობა ამბისა მას ჩემთვის უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა მისსა საყუარელთანა მიწერილი

362. წიგნი მომართვა ჩავხედენ პირისა თემთა მთენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომგარდაჴდილი შვენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

363. ღ~თნ თუმცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოსა შენთვის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდგიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

364. თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ იდენო ამას იქით ნუღარ იდენ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ არ იდენო რომე ძოღან მოგეხვივნეს იგი ჩემთვის არიდენო

365. იგი მე მომცენ რიდენი რომელნი წეღან გშვენოდეს რა შენცა მნახო გიამოს შენეულითა მშვენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს

366. აქა მჴეცქმნილი ტარიელ ტირს ჭირი იათასების თქუა მე მაქუს სამჴრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თუალით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქუე მკუდართა დაედასები

367. ასრე წვა რომე არ გვანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღვარი ცრემლისა ღაწუთაგან ნახოკარისა კულავ წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა

368. ავთანდილცა სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭურიტნა ასმათ ვანი გაამრავლნა ცრემლმან მისმან ქვანი ხურიტნა მერმე სულად მოაქცია ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქუა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლი ხურიტნა