... (H-741), XIX ს.

354. მე გამიკვირდა სით უყვარ: ანუ ვით მკადრებს თხრობასა: მიუყოლობა არ ვარგა: დამწამებს უზრახობასა: ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს: მერმე დამიწყებს გმობასა: დავსწერე რაცა პასუხად: მართებდა აშიკობასა:

355. დღენი გამოხდეს მე გული: უფრორე დამწვეს მე ალთა: ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა: მინდორს თამაშად მავალთა: დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა: დამიწყეს მოსვლა მრავალთა: მაშინ დავიწყე გარდახდა: სოფლისა ლხინთა და ვალთა:

356. მათ ვერა მარგეს მე გულსა: ბინდი დამეცა ბნელისა: სხვამან ვერავინ შემატყო: ბინდი ცეცხლისა ცხელისა: სისხლი დამწამეს მეფემან: ბრძანა გახსნევა ხელისა: გავიხსენ ფარვად პატიჟთა: არვისგან საეჭველისა:

357. ხელ გახსნილი სევდიანი: საწოლს ვიყავ თავის წინა: ჩემი მონა შემოვიდა: შევხედენ თუ თქვას რა მინა: მონააო ასმათისა: შემოყვანა უთხარ შინა: გულსა შინა დაუძრახე: რა მპოვაო აქა ვინა:

358. მონამან წიგნი მომართვა: მე წავიკითხე ნებასა: წიგნსა შევატყევ ლამობდა: მოსვლისა მოსწრაფებასა: პასუხად ვსწერდი ჟამია: მართალ ხარ გაკვირვებასა: მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ: მოსლვისა დაზარებასა:

359. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი: ეგე ვით დაგაღონებენ: ამილბარი ვარ ჴელმწიფე: სრულად ინდონი მმონებენ: აზრად შეიქმენ საქმესა: ათასჯერ შეაწონებენ: თუ შეიგებენ მე მათთა: არეთა არ მარონებენ:

360. კაცი მოვიდა მეფისა: სწადსო ამბვისა სმინება: მოყვანა უთხარ ებრძანა: ქნაცა სისხლისა დინება: მე ვკადრე ხელი გავიხსენ: დამიწყო მოჯობინება: წინაშე მოვალ ამისთვის: კვლავ უფრო მართებს ლხინება:

361. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს: ამის მეტსა ნუ იქ აბა: ცხენსა შემსვა უკაპარჭო: წელთა არა არ შემაბა: შეჯდა ქორნი მოუტევნა: დურაჯები დაინაბა: მშვილდოსნები გასაგანნა: იტყოდიან შაბაშ შაბა:

362. შინა დავსხედით ნადიმად: მას დღესა მინდორს რებულნი: მომღერალნი და მუტრიბნი: არ იყვნეს სულ დაღებულნი: მეფემან გასცა მრავალნი: თვალნი ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს: მას დღესა მათნი ხლებულნი:

363. ვეცდებოდი არა მცალდა: სევდისაგან თავის კრძალვად: ვიგონებდი ცეცხლი უფრო: მედებოდა გულსა ალვად: ჩემნი სწორნი წავიტანენ: ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად: შევქმენ სმა და ნადიმობა: პატიჟთა და ჭირთა მალვა:

364. მოლარემან შინაურმან: ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე იკითხავსო: ინახვისცა ამილბარი: ზეწარითა მოუხურავს: პირი ბრძენთა საქებარი: ვარქვი საწოლს წაიყვანე: ჩემგან არის ნახმობარი:

365. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით: აემზადნეს ასაყრელად: შარდი უთხარ ნუ ასდგებით: მოვალ ხანსა დაუზმელად: გამოველ და საწოლს შეველ: მონა დადგა კარსა მცველად: გული მივეც თმობა ქნათა: აუგისა საკრძალველად:

366. კარსა შევდეგ ქალი წინა: მომეგება თაყუანი მცა: ჩემი მოსლვა თქვენს წინაშე: კურთხეულა რამან ღირმსცა: გამიკვირდა მიჯნურისა: თაყუანება ექნა ვისმცა: ვთქვი არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა წყნარად ზისმცა:

367. მითხრა დღე ეგე სირცხვილად: მედების გულსა ალობა: გგონია ჩემგან წინაშე: მაგისთვის მომავალობა: მაგრა აწ მიდებს იმედსა: შენგან ცდისაღა მალობა: ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი: მაკლია ღ~თისა წყალობა:

368. ადგა მითხრა თქვენს მკრძალვასა: ჩემგან ცნობა უბნევია: ნუ მეჭვ რაცა პატრონისა: ბრძანებასა უთქმევია: ეზომ დიდი შემართება: გულსა მისსა უთნევია: ამა წიგნმან გაგაგონოს: ჩემთვის ვისცა უთქმევია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი:

369. წიგნი ვნავხე მისი იყო: ვისი მდაგავს ალი გულსა: მოეწერა მზისა შუქსა: ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა: მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები: მაგრა ბნედა ცუდი მძულსა: აწ ასმათი მოგახსენებს: ყველაკასა ჩემგან თქმულსა:

370. ბედითი ბნედა სიკუდილი: რა მიჯნურობა გგონია: სჯობს საყვარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი: ჩვენნი მოხარაჯენია: აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია:

371. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია: მაგრა აქამდის საუბრად: კვლავ ჟამი არ მამხდომია: ძოღან ხელ ქმნილსა გიჭურეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია: მანდა ყველაი მასმია: რაცა შენ გარდაგხდომია:

372. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე: წა შეები ხატაელთა: თავი კარგათ გამაჩვენე: გიჯობს ცუდად ნუღარა: სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე: მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე: