... (H-302), 1803 წ.

352. დადგეს ტურფანი კარავნი, მოედანს ჩამოდგომილსა, საუბრისა და ჭურეტისა, ჩემისა მას მონდომილსა, მას დღესა ედვა ნადიმი, მას შიგან გარდახდომილსა, მიალერსებდეს მიჭურეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა-

353. ღამითცა ვჰსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით, დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით, მეფემან ბრძანა ლაშქარნი, უჴმენით შემოსჯარენით, დღეს ხატაელნი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემამგვარენით-

354. რამაზ მეფე მას წინაშე, შეპყრობილი მოვიყვანე, ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა, მეტის მეტი სიმგულვანე-

355. მას მეფესა ხატაველსა, უმასპინძლა უალერსა, ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათსა ფერსა, ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს, მე სიტყუასა ლმობიერსა, შეუნდობო ხატაველსა, მას აქამდის შენამტერსა-

356. მე ვჰკადრე ღ~თი ვინადგან, შეუნდობს შეცოდებულსა, უყავით თქუენცა წყალობა, მას ღონე გაცუდებულსა, რამაზს უბრძანებს იცოდი, გაგზავნი შეწყალებულსა, მაგრამ ნუ გნახავთ კულამცაღა, ჩვენს წინა გაწბილებულსა-

357. ხარაჯი დასდვეს შეჰკვეთეს, დრაჰკანი ასჯერ ასია, კულავ ხატაური ათასი, სხუა სტავრა სხუა ატლასია, მერმე ყუჱლაი დამოსა, იგი და მისი ხასია, შეწყალებული გაგზავნა, არ ჰსდუა მუხთლობას ფასია-

358. ხატაველმან დაუმადლა, მოდრკა მდაბლად ეთაყვანა, მოახსენა ორგულობა, თქუჱნი ღთ~ნ შემანანა, თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მამკალ მემცა განა, წავიდა და ყუჱლაკაი, მისი თანა წაიტანა-

359. მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს არ დანაღამია, ებრძანა შენგან გაყრივარ, მას აქეთ თუჱო სამია, მინდორს მოკლული, ისრითა ნადირი არ მიჭამია, არ დამაშურალხარ წამოდი, თუცა დაშრომის ჟამია-

360. შევეკაზმე დარბაზს მიველ, დამხვდა ჯარი ავაზისა, შავარდნითა სავსე იყო, სრულად არე დარბაზისა, მეფე ქუჱ ჰსჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა, გაეხარნეს მოსულა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა-

361. იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია, ომით მოსრული ტარიელ, საჭურეტად სასურველია, მან გაანათლოს მჭვრეტელთა, გული რაზომცა ბნელია, რაცა დაგვედრო საქნელად, ჰქმენ არა საზოზღნელია-

362. აწ მიჰსთქუამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული, რადგან ქალია სამეფო, ჩვენგანვე სახელ დებული, ვინცაღა ნახავს აწ ნახოს, აჰა დღე ედემს ხლებული, გვერდსა დაისვი ორნივე, სრას დამხვდით მოვალ შვებული-

363. მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა, იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა, ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა, აღარ იბურთეს დაშლა ქმნეს, თამაშობისა ორისა-

364. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა, ქალაქი შუკა და ბანი, ომ გარდახდილსა მშვენოდეს, მე ენიანნი კაბანი, ფერმიხდილ გვარად ვშვენოდი, ვარდი ცრემლითა ნაბანი, ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის, მათრლად არს არ კატაბანი-

365. რიდენი რომე მეშოვნეს, ქალაქსა ხატაველთასა, იგი მეხვივნეს მშვენოდეს, ვახელებ გულსა ჴელთასა, მეფე გარდახდა დარბაზთა, შევედით ჩემთა მზრდელთასა, შევხედენ დავკრთი ელვასა, ღაწვთა მზეებრ ნათელთასა-

366. მას მზესა ტანსა ემოსნეს, ნარინჯის ფერნი ჯუბანი, ზურგით უდგს ჯარი ხადუმთა, დას დასად უბან უბანი, სრულად ნათლითა აევსო, სახლი შუკა და უბანი, მუნ ვარდსა შუა შვენოდეს, ძოწ მარგალიტნი ტყუბანი-

367. ნაომარსა დაკოდილსა, ჴელი ყელსა ჩამომება, დედოფალი საჯდომთაგან, ადგა წინა მომეგება, ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება, მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება-

368. ახლოს დამისუჱს ადგილსა, მუნ სადა მიამებოდა, პირის პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კუდებოდა, მალვით უჭურეტდი მიჭურეტდა, სხვად არად მეგონებოდა, თვალს მოვაცილებ სიცოცხლე, ამითა მეარმებოდა-

369. შეიქნა სმა და პურობა, ჰმგზავსი მათისა ძალისა, სხუა გახარება ასეთი, არს უნახავი თვალისა, თასი და ჭიქა ყუელაი, ფეროზისა და ლალისა, არვისი ბრძანა მეფემან, არცა გაშვება მთურალისა-

370. მე მუნა მყოფი მივეცი, შვებასა მეტის მეტასა, რა შემამხედნის შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა, კაცთა კრძალუასა ვაწვევდი, გულსა შმაგსა და რეტასა, რა უამია პირის პირ, საყუარელისა ჭურეტასა-

371. დააგდეს მღერა მუტრიბთა, სულეთო თავი ხარიან, მიბრძანეს შვილო ტარიელ, ვით გითხრათ ვით გვიხარიან, ნეტარძი გუაქვსო მებრძოლნი, მით ჩვენნი ვაგლახ არიან, მართალ არნ შენნი მჭურეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან-