... (Q-1335), XVIII ს.

355. მიბრძანა მიცან ამბავი მის მზისა წარხდომილისა მაშინ ვარ მქნელი საქმისა მის შენგან მონდომილისა სამწლამდინ მითხრა დადენა უმისოდ ცრემლთა მილისა არ გიკვირს გავსძელ ვერ ჭვრეტა მისისა მე ღიმილისა

356. აქანამდის მნახავიცა კაცი შენი არ მენახა ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის სიტყვა რამე გაემკვახა მათრახითა ჩამოგეგდო ერთი მკვდართა დაგესახა მათ მასწავლეს ძმა რომელთა სულ მობრძავი სამე გლახა

357. ტარიელსცა გაეხსენა ომი მათი მაშინდელი იტყვის მახსოვს ეგე საქმე თუცა არის ადრინდელი ერთგან გნახენ ნადირობას შენ და შენი მე გამზრდელი მით ვტიროდი მომეგონა მე გლახ ჩემი წარმწყმედელი

358. რას მაქნევდით რა გინდოდათ ერთმანეთსა რითა ვგვანდით თქვენ მორჭმულნი სთამაშობდით ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით რა მონანი მომწიენით შესაპყრობლად გაგულვანდით აწ ვეჭვ რომე ჩემად ნაცვლად თანა მკვდართა მიიტანდით

359. მოვიხედნე მომეწია რა პატრონი შენი ვნახე ჴელმწიფობით შემებრალნეს ამად ჴელი არ შევახე თუალთა წინა გამოგექეც მეტი არა შეუზრახე ჩემი ცხენი უჩინოსა ჰგავს და სხ{ვ}ასა რასმც ვასახე

360. კაცმან ვერ ასწრას თვალისა დაფახვა და წამწამება მას გავექცევი ვისგანცა ჩემი არას ვსცნა ამება მათ თურქთა მიღმა გამეგო მე არას არ შეწამება ავად ჰშუენოდა მორევნა და ჩემი დათამამება

361. აწ ვაშად მოხუე მიამა ნახვა შენისა პირისა ტანად სარო და პირად მზე მამაცად მგზგავსი გმირისა მაგრამ გარჯილხარ არა ხარ გარდაუხდელი ჭირისა ძნელია პოვნა კაცისა ღ~თივ ზეცით განაწირისა

362. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ საქები ბრძენთა ენისა მაგისად ნაცვლად რამც ვიყავ ღირსი ქებისა თქვენისა სახე ხარ მზისა ერთისა ზეცით მნათისა ზენისა რადგან ვერ შეგცულის პატიჟი ეგზომთა ცრემლთა დენისა

363. მოსრულ ვარ შენად შეყრამდინ ვიყავ ამბვისა მძებნელი რა გნახე შენგან საჴუმილმან ბნელსა მიმატა მე ბნელი ეგე მეც ვიცი მეცა ვარ მაგა ლახუართა მგებნელი ბოლოდ იცოდი სიკვდილი ჩემი გაყრისა მცებნელი

364. ამა დღემან დამავიწყა გული {ჩემი} ვინ დაბნიდა დამიგდია სამსახური იგი იქნას რაღა გინდა იაგუნდი ეგრეცა სჯობს ათასჯერცა მინა მინდა შენ გიახლო სიკვდილამდის ამისმეტი აღარ მინდა

365. ტარიელ უთხრა მე შენი გული აწ მემჴურვალების მიკვირს თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების მაგრამ წესია მიჯნური მიჯნურსა შეებრალების შენ საყვარელსა გაგყარო ესე რათ გენაცვალების

366. წამოსულხარ ჩემად ძებნად პატრონისა სამსახურად ღ~თნ ქნა და გიპოვნივარ შენცა ცდილხარ მამაცურად მაგრამ ჩემსა რა გიამბობს გამოჭრილვარ ასრე თუ რად მე თუ ვიტყვი დამწუავს ცეცხლი ცხელი შემიქს ალა მურად

367. ასმათ უთხრა ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა არ ეგების მე ვითა ვთქვა წუევა თქმისა რადგან ეგრე არ ეგების ვხედავ ესე ჴელი ვინმე მოყმე შენთუის წა ეგების ცნას მიზეზი შენთა წყლულთა ქმნას რა ღონე აეგების

368. მეხვეწებოდა ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა ნუ ყოსო ღ~თმან გაძლება მემცა ვით მივეც ენასა თუ რას სცნობს ვეჭო[ბ] ამისგან თქვენსა რასმე ლხენასა არს უკეთესი რაცაღა სწადს განგებასა ზენასა

369. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი დავალებული ასმათს უბრძანა მას აქათ შენ ხარ ჩემთანა ხლებული რად არა იცი უწამლო არს ლები ესე ლებული კვლა ესე ყმა მწუა{ვ}ს მტირალი ცრემლითა დავალებული

370. კაცმან ვით პოოოს ღ~თისაგან რაცა არ დანაბადია მით გული ჩემი სევდამან აწ ასრე დანაბა დია კულა გზასა მიკრავს მიჭირაუს მითქს ბადე დანაბადია აწ ჴელთა ნაცვლად ლხინისა ჩალა მაქვს და ნაბადია

371. მაგრა ღ~თნ მოწყალემან მით ცნობითა ერთი მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა პირველ შეყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა კვლა ნუთუმცა სრულად დამწუა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა

372. მას დღესა ლომი ტარიელ შუებითა აივსებოდა ჴელითა ჴელსა მოზიდვენ ერთმან ერთს ეუბნებოდა მათთა შემხედთა მათთანა ლალიცა უმტუერდებოდა ჰგავს თუ მაშრიყი შუქსა ჰფენს მზე მათთვის გაივსებოდა

373. ყმასა უთხრა ვინცა კაცმან ძმა ანუ თუ დაცა იდოს ჴამსო მისთუის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს ღ~თნ ერთი რათ აცხოვნოს თუ მეორე არ წაწყმიდოს შენ ისმენდი მე გიამბობ რაღა გინდა წამეკიდოს

374. ასმათს უთხრა მოდი მოჯე თანა წყალი მოიტანე დაბნედილსა მაპკურებდი გული მითა გარდამბანე მკვდარი {მნახო} დამიტირე სულთქმა გაათანისთანე მე სამარე გამითხარე აქა მიწა მიაკუანე