... (Q-376), XIX ს.

355. ვეცდებოდი არა მცალდა, სევდისაგან თაჳს კრძალვად. ვიგონებდი ცეცხლი უფრო, მედებოდა გულსა ხალვად. ჩემნი ჰსწორნი წაჳტანენ, ჩემსა დავჰსჯე მთქჳან ალვად. შევჰქმენ სმა და ნადიმობა, პატიჟთა და ჭირთა მალვად:-

356. მოლარემან შინაურმან, ყურსა მითხრა ნაუბარი. ქალი ვინმე იკითხავსო, ინახჳსცა ამილბარი. ზეწარითა მოუბურავს, პირი ბრძენთა საქებარი. ვარქჳ საწოლს წაიყუანე, ჩემგან არის ნაჴმობარი:-

357. ავჰსდეგ მჰსხდომნი ნადიმობას, აემზადნეს ასაყრელად. შარდი ვუთხარ ნუ ასდგებით, მოვალ ხანსა დაუზმელად. გამოველ და საწოლს შეველ, მონა დადგა კარსა მცველად. გული მივეც თმობა ქმნათა, აუგისა საკრძალველად:-

358. კარსა შევჰსდეგ ქალი წინა, მომეგება თაყუანისმცა. ჩემი მოსლუა თქუჱნს წინაშე, კურთხეულა რამან ღირმსცა. გამიკჳრდა მიჯნურისა, თაყუანება ექმნა ვისმცა. ვჰსთქჳ არ იცის აშიკობა, თუმც იცოდა წყნარად ზისმცა:-

359. მითხრა დღე ეგე სირცხჳლად, მედების გულსა ალობა. გგონია ჩემგან წინაშე, მაგისთჳს მომავალობა. მაგრამ აწ მიდებს იმედსა, შენგან ცდის დანამალობა. მაგას არ ვღირს ვარ ვერ ვიტყჳ, სხუჱბრ არ მაკლს ღ~ისა წყალობა:-

360. ადგა მითხრა თქუჱნსა მკრძალსა, ჩემთჳს სიტყჳთ უმცნევია. სხუად ნურად ეჭუ პატრონისა, თჳთ ბრძანება მიხმევია. ეზომ დიდის შემართება, გულსა მისსა უთნევია. ამა წიგნმან გაგაგონოს, ჩემთჳს ვისცა უთქმევია:-

წიგნი ნესტანდარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი პირუჱლი (8)

361. წიგნი ვნახე მისი იყო, ვისი მდაგავს ალი გულსა. მოეწერა მზისა შუქსა, ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა. მე შენი ვარ ნუ მოჰკუდები, მაგრა ბნედა ცუდი მძულსა. აწ ასმათი მოგახსენებს, ყუჱლაკასა ჩემგან თქმულსა:-

362. ბედითი ბნედა სიკუდილი, რა მიჯნურობა გგონია. ჰსჯობს საყუარელსა უჩუჱნო, საქმენი საგმირონია. ხატაეთს მყოფნი ყოველნი, ჩუჱნნი სახარაჯონია. აწ მათნი ჯავრნი ჩუჱნზედა, ჩუჱნგან არ დასათმონია:-

363. შენგან ჩემისა ქმრობისა, წინასაც ვიყავ მდომია. მაგრამ აქამდინ საუბრად, კულავ ჟამი არ მამხდომია. ძოღან ჴელქმნილსა გიჭურეტდი, კუბოსა შიგან მჯდომია. მე აქ ყუჱლა მასმია, რაც შენ მანდ გარდაგხდომია:-

364. მართლა გითხრობ მომისმინე, ესე რაცა მოგახსენე. წა შეები ხატაველთა, თავი კარგად გამაჩუჱნე. გიჯობს ცუდად ნუღარა ჰსტირ, ვარდი კულამცა რად დასტენე. მზემან მეტი რაღა გიყოს, აჰა ბნელი გაგითენე:-

365. ასმათი მეუბნებოდა, უშიშრად არ მეკრძალოდა. ჩემი რა გითხრა რა ვიყავ, ლხინი რად დამეთუალოდა. გული მიდამო მიარდა, ჰკრთებოდა დამემალოდა. მით პირი ჩემი გაბროლდა, და ღაწვი გაილალოდა.

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირუჱლი (9)

366. თუალთა დაჳდევ უსტარი, მე მისგან მონაწერია. პასუხად ვჰსწერე მთუარეო, შენმცა მზე ვით მოგერია. მე ღ~თნ იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია. სიზმრად მგონია დარჩომა, ჩემი ვერ დამიჯერია:-

367. ასმათს ვუთხარ მე პასუხსა, ამის მეტსა ვერ მივხუდები. ესე ჰკადრე მზეო რადგან, ჩემთჳს ნათლად ამოჰხდები. აჰა მკუდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვჰბნდები. რაცა იყოს სამსახური, თქუჱნი ვითმცა ვერიდები:-

368. ასმათ მითხრა მე მიბრძანა, ესე ვჰქმნათო ესე ჰსჯობდეს. ვინცა გნახოს ჩემგან მისსა, საუბარსა ვერა ჰსცნობდეს. ჩემად ნახუად მოვიდაო, შენ ვითამცა გგაშიყობდეს. დამცა ჰვედრე ამილბარსა, უთხარ ასე ნამუსობდეს:-

369. მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა. მისი ვის მზისაც რიდება, ჰქონდის სხჳს ნახუა ვისისა. მისგან მომეცა მოსმენა, არ საუბრისა მქისისა. ვისთა შუქთაგან უკუნსა, ჰგუანდა ნათელსა დღისისა:-

370. ასმათს მივართჳ ჰრჩეულნი, თვალი ოქროსა ჯამითა. მან მითხრა არა არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა. ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა. ეს კმაო ნიშნად სავსე ვარ, სხჳთ ჩემდა შესაბამითა:-

371. ქალი ადგა და წავიდა, მე ლახუართა გულსა მრიდეს. ლხინმან ბნელი განმინათლა, დაჰშრტეს რომე ცეცხლი მწვიდეს. შეველ დავჰსჯე ნადიმადუჱ, ჩემნი ჰსწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძუარი, გავეც ზმანი გაადიდეს:-

372. რა პურობა გარდჳხადე, დარბაზს მიველ მხიარული. მეფემ ტკბილად შემომხედა, შჳლებრ აქუნდა სიყუარული. ნება ვჰსთხოვე ხატავეთზედ, რაზმით მეწყო სიარული. ჰბრძანა შვილო აგრე ჰსჯობსო, შეანანო საქმე მტრული:-