... (S-4988), XVII-XVIII სს.

336. შენ჻ მინდორს჻ გნახეთ჻ გაჭრილი჻ ჩუენ჻ ზედა჻ გარდგეკიდენით: პატრონი჻ ჩემი჻ გაგიწყრა჻ ჩუენ჻ ჴაფად჻ წაგეკიდენით: გიჴმეთ჻ არ჻ მოხველ჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ გამოგკიდენით: შენ჻ ველნი჻ წითლად჻ შეღებენ჻ სრულად჻ სისხლისა჻ კი჻ დენით:

337. ყუელაკასა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ უჴრმლოდ჻ გარდაჰკვეთეთ: მეფე჻ შეჯდა჻ დაგვეკარგე჻ კვალი჻ შენი჻ ვერ჻ მოვკვეთეთ: ვითა჻ ქაჯი჻ დაიმალე჻ მონებიცა჻ დავაფეთეთ: ამან჻ უფრო჻ გაგვაშმაგნა჻ თავი჻ სრულად჻ გავაშეთეთ:

338. ჭმუნვა჻ შეექმნა჻ თქუენც჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ნებიერია: მოგნახეს჻ გძებნეს჻ ყოველგან჻ მათ჻ რუკა჻ დაუწერია: ვერ჻ ნახეს჻ შენი჻ ნახული჻ ვერცა჻ ყმა჻ ვერცა჻ ბერია: აწ჻ გამომგზავნა჻ რომელსა჻ ვერ჻ მზე჻ ჰგავს჻ ვერ჻ ეთერია:

339. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ მზისა჻ წარჴდომილისა: მაშინ჻ ვარ჻ მქნელი჻ საქმისა჻ მის჻ შენგან჻ მონდომილისა»: სამ჻ წლამდის჻ მითხრა჻ დადენა჻ უმისოდ჻ ცრემლთა჻ მილისა: არ჻ გიკუირს჻ გავსძელ჻ ვერ჻ ჭურეტა჻ მისისა჻ მე჻ ღიმილისა:

340. აქანამდის჻ მნახავიცა჻ კაცი჻ თვალით჻ არ჻ მენახა: ძმანი჻ ვნახენ჻ რომე჻ თქუენთვის჻ სიტყუა჻ რამე჻ გაემკვახა: მათრაჴითა჻ ჩამოგეგდო჻ თავსა჻ კარგად჻ დაგეჩნახა: მათ჻ მასწავლეს჻ რომე჻ ერთმან჻ დაკოდილმან჻ კუნესა჻ ნახა:

341. ტარიელსცა჻ აეჴსენა჻ ომი჻ მათი჻ მაშინდელი: იტყუის჻ მახსოვს჻ ეგე჻ საქმე჻ თუცა჻ არის჻ ადრინდელი: ერთგან჻ გნახენ჻ ნადირობას჻ შენ჻ და჻ შენი჻ მე჻ გამზრდელი: მით჻ ვსტიროდი჻ მომეგონა჻ მე჻ გლახ჻ ჩემი჻ წარმწყმედელი:

342. რას჻ მაქნევდით჻ რა჻ გინდოდა჻ ერთმანერთსა჻ რათა჻ ვგვანდით: თქუენ჻ მორჭმულნი჻ სთამაშობდით჻ ჩუენ჻ მტირალნი჻ ღაწუსა჻ ვბანდით: რა჻ მონანი჻ შესაპყრობლად჻ მამწიენით჻ გაგულვანდით: აწ჻ ვეჭუ჻ რომე჻ ჩემად჻ ნაცულად჻ თანა჻ მკვდართა჻ მიიტანდით:

343. მოვიხედე჻ მამეწია჻ რა჻ პატრონი჻ შენი჻ ვნახე: ჴელმწიფობით჻ შემებრალნეს჻ ამად჻ ჴელი჻ არ჻ შევახე: თვალთა჻ წინა჻ გამოვექეც჻ მეტი჻ არა჻ შეუზრახე: ჩემი჻ ცხენი჻ უჩინოსა჻ ჰგავს჻ და჻ სხვასამცა჻ არ჻ ვასახე:

344. კაცმან჻ ვერ჻ ასწრას჻ თვალისა჻ დაფახვა჻ დაწამწამება: მას჻ გავექცევი჻ ვისგანცა჻ ჩემი჻ არას჻ ვსცნა჻ ამება: მათ჻ თურქთა჻ მიღმა჻ გამეგო჻ მე჻ არას჻ არ჻ შეწამება: ავად჻ შვენოდა჻ მორევნა჻ და჻ ჩემი჻ დათამამება:

345. აწ჻ ვაშად჻ მოხვე჻ მიამა჻ ნახვა჻ შენისა჻ პირისა: ტანად჻ სარო჻ და჻ პირად჻ მზე჻ მამაცად჻ მსგავსი჻ გმირისა: მაგრა჻ გარჯილხარ჻ არა჻ ხარ჻ გარდაუჴდელი჻ ჭირისა: ძნელია჻ პოვნა჻ კაცისა჻ ღ~თივ჻ ზეცით჻ განაწირისა:

346. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვით჻ მაქებ჻ საქები჻ ბრძენთა჻ ენისა: მაგისად჻ ნაცულად჻ რამც჻ ვიყავ჻ ღირსი჻ ქებისა჻ თქვენისა: სახე჻ ხარ჻ მზისა჻ ერთისა჻ ზეცით჻ მნათისა჻ ზენისა: რადგან჻ ვერ჻ შეგცულის჻ პატიჟი჻ ეგზო჻ მთა჻ ცრემლთა჻ დენისა:

347. მოსრულ჻ ვარ჻ შენად჻ შეყრამდინ჻ ვიყავ჻ ამბვისა჻ მძებნელი: რა჻ გნახე჻ შენგან჻ საჴმილმან჻ ბნელსა჻ მიმატა჻ მე჻ ბნელი: ეგე჻ მეც჻ ვიცი჻ მეცა჻ ვარ჻ მაგა჻ ლახვართა჻ მგებნელი: ბოლოდ჻ იცოდი჻ სიკუდილი჻ ჩემგან჻ გაყრის჻ ა჻ მცებნელი:

348. ამა჻ დღემან჻ დამავიწყა჻ გული჻ ჩემი჻ ვინ჻ დაბინდა: დამიგდია჻ სამსახური჻ იგი჻ იქნას჻ რაღა჻ გინდა: იაგუნდი჻ ეგრეცა჻ სჯობს჻ ათასჯერმცა჻ მინა჻ მინდა: შენ჻ გიახლო჻ სიკვდილამდის჻ ამის჻ მეტი჻ არა჻ მინდა:

349. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გული჻ აწ჻ მემჴურვალების: მიკვირს჻ თუ჻ ნაცულად჻ მაგისად჻ შენ჻ ჩემი჻ რა჻ გევალების: მაგრა჻ წესია჻ მიჯნური჻ მიჯნურსა჻ შეებრალების: შენ჻ საყუარელსა჻ გაგყარო჻ ესე჻ რათ჻ გენაცვალების:

350. წამოსრულხარ჻ ჩემად჻ ძებნად჻ პატრონისა჻ სამსახურად: ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ გიპოვნივარ჻ შენცა჻ ცდილხარ჻ მამაცურად: მაგრა჻ ჩემსა჻ რა჻ გიანბობს჻ გამოჭრილვარ჻ ასრე჻ თუ჻ რად: მე჻ თუ჻ ვიტყუი჻ დამწვავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ შემიქს჻ ალად჻ მურად:

351. ასმათ჻ უთხრა჻ ლომო჻ ცრემლით჻ მაგა჻ ცეცხლთა჻ არ჻ ეგების: მე჻ ვითა჻ ვთქუა჻ წვევა჻ თქმისა჻ რადგან჻ ეგრე჻ არ჻ ეგების: ვხედავ჻ ესე჻ მოყმე჻ ვინმე჻ მოყმე჻ შენთვის჻ წაეგების: სცნას჻ მიზეზი჻ შენთა჻ წყლულთა჻ ქნას჻ რა჻ ღონე჻ აეგების:

352. მეხვეწებოდა჻ ლამოდა჻ ჩემგან჻ რასამე჻ სმენასა: ნუ჻ უყოს჻ ღმერთმან჻ გაძლება჻ მემცა჻ ვით჻ მივეც჻ ენასა: თუ჻ რას჻ სცნობს჻ ვეჭო჻ ამისგან჻ თქუენსა჻ რასამე჻ ლხენასა: არს჻ უკეთესი჻ რაცაღა჻ სწადს჻ განგებასა჻ ზენასა:

353. ამას჻ დაყმუნდა჻ ტარიელ჻ დამწუარი჻ დავალებული: ასმათს჻ უბრძანა჻ მას჻ აქათ჻ შენ჻ ხარ჻ ჩემთანა჻ ხლებული: რად჻ არა჻ იცი჻ უწამლო჻ არს჻ ლები჻ ესე჻ ლებული: აწ჻ ესე჻ ყმა჻ მკლავს჻ მტირალი჻ ცრემლითა჻ დავალებული:

354. კაცმან჻ ვით჻ პოვოს჻ ღმერთისაგან჻ რაცა჻ არ჻ დანაბადია: მით჻ გული჻ ჩემი჻ საჴმილმან჻ აწ჻ ასრე჻ დანაბა჻ დია: კულავ჻ გზასა჻ მიკრავს჻ მიჭირავს჻ მითქს჻ ბადე჻ დანაბადია: ვაი჻ ლხინთა჻ ნაცულად჻ სოფლისა჻ ჩალა჻ მაქვს჻ და჻ ნაბადია:

355. მაგრა჻ ღმერთმან჻ მოწყალემან჻ მით჻ ცნობითა჻ ერთი჻ მზითა: ორი჻ მისი჻ მოწყალება჻ დღესცა჻ მომცა჻ ამა჻ გზითა: პირველ჻ შეჰყრის჻ მოყუარულთა჻ ჩემით჻ რათმე჻ მიზეზითა: კულავ჻ ნუთუმცა჻ სრულად჻ დამწვას჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ანაგზითა: