... (H-925), XVIII ს.

335. დღენი გამოხდა მე გული უფრორე დამწვეს კვლავ ალთა ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა

336. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყვა დება ცნობისა ხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა გავხსენ არვისგან საეჭველისა

337. ჴელგახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავისწინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისი შემოყუანა უთხარ შინა გულსა შინა დაუძრახე რა მპოვაო ანუ ვინა

338. მონამან წიგნი მამართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატეევ ლამობდა შეყრისა მოსწრაფებასა პასუხად ვწერდი ჟამია მართალ ხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭუ მოსლვისა დაზარებასა

339. გულსა ვარქვი თუ ლახუარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამირბარი ვარ ჴელმწიფე სრულად ინდონი გმონებებ აზრად შეიქმან საქმესა ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

340. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა ვუთხარ ებრძანა ქნაცა სისხლისა დინება მე ვჰკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კვლავ უფრო მმართებს ლხინება

341. დარბაზს მიველ მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტივნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბაშ შაბა

342. შინა დავსხედით ნადიმად მას დღეს მინდორთა რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულდაღებულნი მეფემან გასცა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღესა მათნი ხლებულნი

343. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალად ჩემი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავდგე მთქვიან ალვად შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

344. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო ინახვისცა ამირბარი ზეწარითა მოუხურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს წაიყვანე ჩემგან არის ნახმობარი

345. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანთა დაუზმელად გამოველ და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

346. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანისმცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე კურთხეულ არს რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექნა ვისმცა ვსთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

347. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებს იმედსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღ~თისა წყალობა

348. ადგა მითხრა თქუჱნსა კრძალვასა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომ დიდი შემართება გულსა მისსა უთნევია ამა წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმევია

წიგნი ნესტანდარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი

349. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავს ცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოკვდები მაგრა ბნედა ცუდად მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყველაკასა ჩემგან თქმულსა

350. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყუარელსა უჩუენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩუენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

351. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კვლავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭვრეტდი კუბოსა შიგან მჯდომია მანდა ყველაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

352. მართლად გითხრობ მომისმინე ესე რამცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩუენე გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რამან გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

353. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რ[........................] გული მი და მო მიარდა[ ..........................................] მით პირი ჩემი გაბროლდა[ .....................................]