... (S-1727), 1837 წ.

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა჻

335. კვლავ დაიწყო თქმა ამბისა: მან რა ხანნი მოიტირა჻ დღესა ერთსა მე და მეფე: მოვიდოდით გვენადირა჻ მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ: ჴელი ჴელთა დამიჭირა჻ მის ჟამისა მხსენებელი: მე სულდგმული არ გვიკვირა჻

336. ბაღჩა ვნახე უტურფესი: ყოვლისავე სალხინოსა჻ მფრინველთაგან ხმა ისმოდა: უამესი სირინოსა჻ მრავლად იყო სარაჯები: ვარდის წყლისა აბანოსა჻ კარსა ზედა მოჰფარვიდა: ფარდაგები ოქსინოსა჻

337. მეფემან ახმა დურაჯთა: მითხრა მიტანად ქალისა჻ გამოვუხვენ და წავედით: ჩემად სადებლად ალისა჻ მაშინ დავიწყე გარდაჴდა: მე საწუთროსა ვალისა჻ ალმასისა ხამს ლახვარი: ლახვრად გულისა სალისა჻

338. იცოდი სწადდა არვისგან: ნახვა მის მზისა დარისა჻ მე გარე ვდეგ და მეფემან: შევლო ფარდაგი კარისა჻ ვერას ვხედევდი ოდენ ხმა: მესმოდა საუბარისა჻ ასმათს უბრძანა გამოხმა: დურაჯთა ამილბარისა჻

339. ასმათ ფარდაგსა აზიდნა: გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა჻ მოვიდა მივსცნე დურაჯნი: მთხოვა ცეცხლითა დაგულსა჻ ქალსა შევხედე ლახვარი: მეცა ცნობასა და გულსა჻ ვაი მე მას აქათ სახმილსა: დავუწვავ ნიადაგულსა჻

340. ვაი წახდეს იგი ნათელნი: მზისაცა მოწუნარენი჻ მისი ვერ გასძლო ხსენება: დაბნდა და სულთქნა მწარენი჻ ყმა და ასმათი ტიროდეს: ჴმას სცემდეს იგი არენი჻ ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი: ვაი გმირთა მემუქარენი჻

341. ასმათმან წყალი დაასხა: ცნობად მოვიდა ტარია჻ დიდხან ვერა თქვა სევდამან: გული შეუპყრა დარია჻ დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა: ცრემლი მიწათა გარია჻ თქვა ჩემგან მისი ჴსენება: ვაიმე რა დიდი ზარია჻

342. მიმდომი საწუთროსანი: მისთა ნივთთაგან რჩებიან჻ იშვებენ მაგრა უმუხთლოდ: ბოლოდ ვერ მოურჩებიან჻ ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა: რომელნი ეურჩებიან჻ ისმენდი ჩემთა ამბავთა: თუ სულნი შეღამრჩებიან჻

343. დურაჯნი მთხოვეს გავიღე: სხვა ვერა გზაღა თავისა჻ დავეცი დავბნდი წამიხდა: ძალი მჴართა და მკლავისა჻ რა სულად მოველ შემესმა: ხმა ტირილისა და ვისა჻ აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა ჩამსხდომნი ნავისა჻

344. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა: ტურფითა საგებელითა჻ ზედ დამტიროდეს მეფენი: ცრემლითა უშრობელითა჻ პირსა იხოჭდეს ჴელითა: ღაწვისა გამპობელითა჻ მუყრნი მოასხეს სენითა: თქვეს გამაბელზებელითა჻

345. მე რა მნახა თვალ ახმული: მეფე ყელსა მომეხვია჻ ცრემლით მითხრა შვილო შვილო: ცოცხალღა ხარ ღა სიტყვა თქვია჻ მე პასუხი ვერა გავეც: ვითა შმაგი შევჰკრთი დია჻ კვლავ დავეცი დაბნედილი: გულსა სისხლი გარდმეთხია჻

346. სრულნი მუყრნი და მულიმნი: მე გარეშემო მცვიდიან჻ მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი: ყოველნი იკითხვიდიან჻ მტერ დაცემული ვეგონე: არ ვიცი რას ჩმახვიდია჻ სამ დღემდის ვიყავ უსულო: ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან჻

347. აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რაგვარია჻ სამკურნალო არა სჭირს რა: სევდა რამე შემოჰყრია჻ ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი: სიტყვა მცთარი წამერია჻ დედოფალი ზღვასა შეიქს: მას რომ ცრემლი დაუღვრია჻

348. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ: არ ცოცხალი არცა მკვდარი჻ მერმე ცნობა მამივიდა: მივხვდი რასმე მიუმხვდარი჻ ვჰთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ: მე სიცოცხლე გარდამჴდარი჻ თმობა ვსთხოვე შემოქმედსა: ვჰკადრე სიტყვა სამუდარი჻

349. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ: აჯა ჩემი შეისმინე჻ მომეც ძალი დათმობისა: ცოტათ ვითა აღმადგინე჻ აქა ყოფა გამამჟღავნებს: სახლსა ჩემსა მიმაწვინე჻ ღ~თ ქმნა და მორევსჯობდი: გული წყლული გავიკინე჻

350. მე წამოვჯე მეფისაგან: კაცი დია მოვიდოდა჻ ახარებდეს წამოჯდაო: დედოფალი გამორბოდა჻ მეფე მორბის თავ შიშველი: არ იცოდა რას იქმოდა჻ იგი ღ~თსა ადიდებდა: სხვა ყველაი უჩუმობდა჻

351. იქით და აქათ მომისხდეს: მახვრიტეს სახვრეტელია჻ მე მოვახსენე პატრონო: გული აწ უფრო მრთელია჻ ცხენსა შეჯდომა მამინდა: ვნახო წყალნი და ველია჻ ცხენი მამგვარეს შეცავჯე: მეფე ჩემთანა მვლელია჻

352. გამოვედით მოვიარეთ: მაედანს და წყლისა პირსა჻ ჩემსა მივე დავაბრუნვე: მეფე მამყვა სახლთა ძირსა჻ შინა მიველ უარ გავხე: სხვა დამერთო ჭირი ჭირსა჻ ვთქვი თუ მოვჰკვდე ბედი ჩემი: ამის მეტსა არას ღირსა჻

353. ზაფრანის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან჻ გული უფრორე დამიჭრა: ათიათასმან დანამან჻ საწოლის მეკრე შემოდგა: მოლარე გაიყვანა მან჻ ვჰთქვი თუ რა იცის ამბავი: ნეტარ ან იმან ან ამან჻