... (Q-296), XVIII ს.

358. ჴელ გახსნილი სევდიანი საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა შევხედენ თუ თქვა რა მინა მონააო ასმათისა შემოყუვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუზრახე რა მპოვაო ანუ ვინა

359. მონამან წიგნი მომართვა მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყე ლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა პასუხად ვწერდი ჟამია მართალხარ გაკვირვებასა მოვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ მოსლვისა დაზარებასა

360. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი ეგრე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ხელმწიფე სრულად ინდონი მმონებებ აზრად შეიქმენ საქმეს ათასჯე[რ] შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა არეთა არ მარონებენ

361. კაცი მოვიდა მეფისა სწადსო ამბისა სმინება მოყუანა უთხრა ებრძანა ქმაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის კულავ უფრო მართებს ლხინება

362. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა დურაჯები დაინაბა მშვილდოსანნი გასაგანნა იტყოდიან შაბა შაბა

363. შინა დავსხედით ნადიმად მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი არ იყუნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალი თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს მას დღეს მასთან ხლებულნი

364. ვეცდებოდი არა მცალდა სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევჰქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად

365. მოლარემან შინაურმან ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე იკითხავსო ინახვისცა ამილბარი ზეწარითა მოუბურავს პირი ბრძენთა საქებარი ვარქუი საწოლს წაიყუანე ჩემგან არის ნაჴმობარი

366. ავდეგ მსხდომი ნადიმობით აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით მოვალ ხანსა დაუზმელად გამოვე და საწოლს შეველ მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა აუგისა საკრძალველად

367. კარსა შევდეგ ქალი წინა მომეგება თაყვანის მცა მითხრა მოსვლა თქვენს წინაშეკურთხეულა რამან ღირსმცა გამიკვირდა მიჯნურისა თაყვანება ექმნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა თუმც იცოდა წყნარად ზისმცა

368. მითხრა დღე ეგე სირცხვილად მედების გულსა ალობა გგონია ჩემგან წინაშე მაგისთვის მომავალობა მაგრა აწ მიდებსა შენგან ცდისაღა მალობა ამას თუ ღირსვარ ვერ ვიტყვი მაკლია ღმრთისა წყალობა

369. ადგა მითხრა თქუენსა კრძალსა ჩემგან ცნობა უბნევია ნუ მეჭვ რაცა პატრონისა ბრძანებასა უთქმევია ეზომს დიდის შემართება გულსა მისსა უთნევია ამან წიგნმან გაგაგონოს ჩემთვის ვისცა უთქმსსევია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი პირველი

370. წიგნი ვნავხე მისი იყო ვისი მდაგავსცეცხლი გულსა მოეწერა მზისა შუქსა ნუ დაიჩნევ ლომო წყლულსა მე შენი ვარ ნუ მოჰკვდები მაგრამ ბნედა ცუდი მძულსა აწ ასმათი მოგახსენებს ყუელაკასა ჩემგან თქმულსა

371. ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია

372. შენგან ჩემისა ქმრობისა წინასაც ვიყავ მდომია მაგრა აქამდის საუბრად კულავ ჟამი არ მამხდომია ძოღან ხელქმნილსა გიჭურეტდი კუბოსა შინა მჯდომია მანდა ყუელაი მასმია რაცა შენ გარდაგჴდომია

373. მართლა გითხრობ მომისმინე ესე რაცა მოგახსენე წა შეები ხატაელთა თავი კარგად გამაჩვენე გიჯობს ცუდად ნუღარ სტირ ვარდი კვლამცა რად დასტენე მზემან მეტი რაღა გიყოს აჰა ბნელი გაგითენე

374. ასმათი მეუბნებოდა უშიშრად არ მეკრძალოდა ჩემი რა გითხრა რა ვიყავ ლხინი რად დამეთვალოდა გული მიდამო მიარდა კრთებოდა დამელალოდა მით პირი ჩემი გაბროლდა და ღაწვი გაილალოდა

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველად

375. თვალთა დავიდევ უსტარი მე შენი მონაწერია პასუხად ვწერდი მთვარეო შენმცა მზე ვით მოგერია მე ღმერთმან იგი ნუ მამცეს რაც არა შენი ფერია სიზმრად მგონია დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია