... (Q-296), XVIII ს.

338. იცოდი სწადათ არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამილბარისა

339. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე დგას მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი მეცა ცნობასა დაგულსა მოვიდა მივცენ დურაჯნი მთხოვა ცნობასა დაგულსა ვამე მას აქათ სახმილსა დაუწვავ ნიადაგულსა

340. აწ წარხდეს იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარესა მისი ვერ გასძლოს ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარესა ყმა და ასმათი ტიროდეს ჴმას სცემდეს იგი არესა ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან ვაი გმირთ მემუქარენსა

341. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქვნა ცრემლი მიწასა გარია თქუა ჩემგან მისი ხსენება ვაი რადიდი ზარია

342. მიმდომი საწუთროსანი მისსა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

343. დურაჯნი მთხოვნეს გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მჴართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა ჴმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომი ნავისა

344. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშურველითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მთქვეს გამალბეზებელითა

345. მე რა მნახა თვალ ახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალღახარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია კვლავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

346. სრულნი მუყრნი და მუსიბნი მე გარე შამომცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულო ცეცხლი უშრეტი მწვიდიან

347. აქიმნიცა იკითხვიდეს ესე სენი რა გვარია სამკურნალო არა სჭირსა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყუა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს მას რო ცრემლი დაუღვრია

348. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არც ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამჴდარი თმობა ვჰთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

349. ვთქვი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამაჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორე ვჯობდი გული წყლული გავარკინე

350. ზე წამოვე მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველანი უჩუმრობდა

351. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომ[ა] მომინდა ვნახნე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია

352. გამოვედით მოვიარეთ მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნვე მეფე მომყუა სახლთა ძირსა შინა მოვე უარ გავჰხე სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი ამისმეტსა რაღას ღირსა

353. ზაფრანის ფერად შეცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა მოლარე გაიყუანამან ვთქვი თუ რა იცის ამბავი ნეტარ ანიმან ან ამან

354. მონააო ასმათისი რა იცისო ვარქვი ჰკითხე შემოვიდა სააშიკო წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა ვჰქენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვა არა მქონდა სევდად მაწვა გულსა მით ხე

355. მე გამიკუირდა სით უყუარ ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს მერმე დამიწყებს გმობასა დავწერე რაცა პასუხად მართებდა აშიკობასა

356. დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა დამიწყეს მოსლვა მრავალთა მიშინ დავიწყე გარდასვლა სოფლისა ლხინთა და ვალთა

357. მათ ვერა მარგეს მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა არვისგან საეჭველისა