... (H-740), XVIII ს.

328. დედოფალმან: თქუა: ხუარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩვენთვის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებაცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თვით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკუნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

329. გაგზავნეს: კაცი: ხუარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთვალეს: გაჴდა: უმკუიდროდ: სამეფო: ჩვენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდე: გასათხოვ[....]ელ[...]: თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუ[..]არას: მოელ[...]:

330. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდით[...]: გახარებოდეს: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდით[...]: ებრძანა: მოგუხუდა: ღ~თისაგან: ჩვენ: რომე: ვინატრიდით[...]: თუით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩვენ: ჴელსა: რასა: ვჴდიდით[...]:

331. კულა: გაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყუანებად: დავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩვენად: ნაბრძანებად: მე: მაშურალი: ნაბურთალი: საწოლს: შევე: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

332. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: მე: ვჯე: ლაღი: და: ჯანისად: წიგნი: მომართვა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

333. შევჯე: წავე: ბაღჩას: მივე: ვითა: სცნობდე: ლხინთა: ზომით: ბაღი: შევლე: კოშკი: დამხუდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისულა: ნდომით:

334. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: აგრე: გამიღიმდა: [...]ოლა: სიტყუა: არ: მომიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწვიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

335. [ჩე]მნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შევე: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგნა: მაგრა: გული: არ: დამიდნა:

336. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პირ: ოქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

337. ქუე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: ჰგვანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გვარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული: მერმე: წამოჯდა: წარბ: შერჭუმით: გამწყრალი: გარისხებული:

338. მიბრძანა: მიკუირს: რად: მოხვე: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მოგცემსო: ზენა: მის: ცისა: ვჰკადრე: რა: კადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უვიცისა:

339. ვთქუი: პასუხსა: ვერას: კადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა: კულაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწოვ: ამით: ალსა:

340. შენ: არ: იცი: ხუარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყუანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღ~თნ: ქნა: და: დაგირჩინოს: ცუდად: შენი: ჴელოვნება:

341. გახსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი: ზმიდი: ცრემლი: შენი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქ[..]რნი: წამალთავე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუესა: ნეტარ: სხვამცა: რამცა: ჰგუანდეს: რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს:

342. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქუს: პატრონობა: უცხოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წამომცდარხარ: მოსაცეთსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: ტყუანსა: და: შენ: აგეთსა:

343. ცოცხალ: ვიყო: შენ: ინდოეთს: ღ~თო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთა: შენთა: სული: გაჰყო: სხვა: ჩემებრი: ვერა: ჰპოო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო: ესე: სიტყუა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქნა: აჰყო:

344. თქუა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტის: მეტად: კულა: მიეცა: თვალთა: ძალი: მის: ნათლისა: ეგრე: ჭურეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკუირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვაი: სოფელო: უხანოო: რად: ზი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტად:

345. შევხედენ: ვნახე: სასთუმალ: მუსაფი: გაშლით: მდებარე: ავიღე: ავდეგ: ღ~თისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწოვ: ჩემიცა: დაწვი: მზებარე: რადგან: არ: მომკლავ: პასუხი: ერთი: ვიკადრო: მებარე:

346. რომე: კადრებ: ესე: სიტყუა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: [.....]: ჩემთვის: ნაშუქნია: თუ: მაღირსებ: განკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქუიო: თავი: დამიქნია:

347. კულაცა: ვჰკადრე: მე: თუ: მზეო: თქუენთვის: ფიცი: გამეტეხოს: ღ~თნ: აწვე: რისხვა: მისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: რაგვარ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს: