... (H-66), 1832 წ.

335. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ: არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მამივიდა: მივხვდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ: მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა: ვკადრე სიტყვა სამუდარი

336. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ: აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა: ცოტათ ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს: სახლსა ჩემსა მიმაწვინე ღ~თ ქმნა და მორევსჯობდი: გული წყლული გავიკინე

337. მე წამოვჯე მეფისაგან: კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო: დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი: არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა: სხვა ყველაი უჩუმობდა

338. იქით და აქათ მომისხდეს: მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო: გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა: ვნახო წყალნი და ველია ცხენი მამგვარეს შეცავჯე: მეფე ჩემთანა მვლელია

339. გამოვედით მოვიარეთ: მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მივე დავაბრუნვე: მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხე: სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკვდე ბედი ჩემი: ამის მეტსა არას ღირსა

340. ზაფრანის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა ბანამან გული უფრორე დამიჭრა: ათიათასმან დანამან საწოლის მეკრე შემოდგა: მოლარე გაიყვანა მან ვთქვი თუ რა იცის ამბავი: ნეტარ ან იმან ან ამან

341. მონააო ასმათისი: რა იცისო ვარქვი ვჰკითხე შემოვიდა სააშიკო: წიგნი მომცა წავიკითხე გამიკვირდა სხვად ვითამცა: ვქმენ გულისა მწველთა სითხე მისგან ეჭვი არა მქონდა: სევდად მაწვა გულსა მით ხე

342. მე გამიკვირდა სით უყვარ: ანუ ვით მკადრებს თხრობასა მიუყოლობა არ ვარგა: დამწამებს უზრახობასა ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს: მერმე დამიწყებს გმობასა დავსწერე რაცა პასუხად: მართებდა აშიკობასა

343. დღენი გამოხდეს მე გული: უფროცა დამწვეს მე ალთა ვეღარ უჭვრეტდი ლაშქართა: მინდორს თამაშად მავალთა დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა: დამიწყეს მოსვლა მრავალთა მაშინ დავიწყე გარდახდა: სოფლისა ლხინთა და ვალთა

344. მათ ვერა მარგეს მე გულსა: ბინდი დამეცა ბნელისა სხვამან ვერავინ შემატყო: ბინდი ცეცხლისა ცხელისა სისხლი დამწამეს მეფემან: ბრძანა გახსნევა ჴელისა გავიხსენ ფარვად პატიჟთა: არვისგან საეჭველისა

345. ჴელ გახსნილი სევდიანი: საწოლს ვიყავ თავის წინა ჩემი მონა შემოვიდა: შევხედე თუ თქვას რა მინა მონააო ასმათისა: შემოყვანა უთხარ შინა გულსა შინა დაუძრახე: რა მპოვაო აქა ვინა

346. მონამან წიგნი მომართვა: მე წავიკითხე ნებასა წიგნსა შევატყევ ლამობდა: მოსვლისა მოსწრაფებასა მოხვალ თუ მიხმობ მე ნუ მეჭვ: მოსლვისა დაზარებასა პასუხად ვსწერდი ჟამია: მართალ ხარ გაკვირვებასა

347. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი: ეგე ვით დაგაღონებენ ამილბარი ვარ ჴელმწიფე: სრულად ინდონი მმონებენ აზრად შეიქმენ საქმესა: ათასჯერ შეაწონებენ თუ შეიგებენ მე მათთა: არეთა არ მარონებენ

348. კაცი მოვიდა მეფისა: სწადსო ამბვისა სმინება მოყვანა უთხარ ებრძანა: ქნაცა სისხლისა დინება მე ვკადრე ჴელი გავიხსენ: დამიწყო მოჯობინება წინაშე მოვალ ამისთვის: კვლავ უფრო მართებს ლხინება

349. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს: ამის მეტსა ნუ იქ აბა ცხენსა შემსვა უკაპარჭო: წელთა არა არ შემაბა შეჯდა ქორნი მოუტევნა: დურაჯები დაენაბა მშვილდოსნები გასაგანნა: იტყოდიან შაბაშ შაბა

350. შინა დავსხედით ნადიმად: მას დღესა მინდორს რებულნი მომღერალნი და მუტრიბნი: არ იყვნეს სულ დაღებულნი მეფემან გასცნა მრავალნი: თვალნი ღარიბად ქებულნი აუვსებელნი არ დარჩეს: მას დღესა მათნი ხლებულნი

351. ვეცდებოდი არა მცალდა: სევდისაგან თავის კრძალვად ვიგონებდი ცეცხლი უფრო: მედებოდა გულსა ალვად ჩემნი სწორნი წავიტანენ: ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად შევქენ სმა და ნადიმობა: პატიჟთა და ჭირთა მალვა

352. მოლარემან შინაურმან: ყურსა მითხრა ნაუბარი ქალი ვინმე გიკითხავსო: ინახვისცა ამილბარი ზეწარითა მოუბურავს: პირი ბრძენთა საქებარი ვარქვი საწოლს შეიყვანე: ჩემგან არის ნახმობარი

353. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით: აემზადნეს ასაყრელად შარდი უთხარ ნუ ასდგებით: მოვალ ხანსა დაუზმელად გამოვედი საწოლს შეველ: მონა დადგა კარსა მცველად გული მივეც თმობა ქნათა: აუგისა საკრძალველად

354. კარსა შევდეგ ქალი წინა: მომეგება თაყვანი მცა მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე: კურთხეულა რამან ღირმსცა გამიკვირდა მიჯნურისა: თაყვანება ექნა ვისმცა ვთქვი არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა წყნარად ზისმცა