... (Q-609), XIX ს.

335. ჴელ გახსნილი სევდიანი: საწოლს ვიყავ თავის წინა: ჩემი მონა შემოვიდა: შევხედენ თუ თქვას რა მინა: მონააო ასმათისა: შემოყუანა უთხარ შინა: გულსა შინა დაუზრახე: რა მპოვაო აქა ვინა:

336. მონამან წიგნი მომართვა: მე წავიკითხე ნებასა: წიგნსა შევატეევ ლამობდა: მოსვლისა მოსწრაფებასა: პასუხად ვსწერდი ჟამია: მართალ ხარ გაკვირვებასა: მოვალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭვ: მოსლვისა დაზარებასა:

337. გულსა ვარქვი თუ ლახვარნი: ეგე ვით დაგაღონებენ: ამილბარი ვარ ჴელმწიფე: სრულად ინდონი მმონებენ: აზრად შეიქმენ საქმესა: ათასჯერ შეაწონებენ: თუ შეიგებენ მე მათთა: არეთა არ მარონებენ:

338. კაცი მოვიდა მეფისა: სწადსო ამბვისა სმინება: მოყვანა უთხარ ებრძანა: ქნაცა სისხლისა დინება: მე ვკადრე ხელი გავიხსენ: დამიწყო მოჯობინება: წინაშე მოვალ ამისთვის: კულავ უფრო მართებს ლხინება:

339. დარბაზს მივე მეფე ბრძანებს: ამის მეტსა ნუ იქ აბა: ცხენსა შემსვა უკაპარჭო: წელთა არა არ შემაბა: შეჯდა ქორნი მოუტევნა: დურაჯები დაინაბა: მშვილდოსნები გასაგანნა: იტყოდიან შაბაშ შაბა:

340. შინა დავსხედით ნადიმად: მას დღესა მინდორს რებულნი: მომღერალნი და მუტრიბნი: არ იყუნეს სულ დაღებულნი: მეფემან გასცნა მრავალნი: თვალნი ღარიბად ქებულნი: აუვსებელნი არ დარჩეს: მას დღესა მათნი ხლებულნი:

341. ვეცდებოდი არა მცალდა: სევდისაგან თავის კრძალვად: ვიგონებდი ცეცხლი უფრო: მედებოდა გულსა ალვად: ჩემნი სწორნი წავიტანენ: ჩემსა დავჯე მთქვიან ალვად: შევქმენ სმა და ნადიმობა: პატიჟთა და ჭირთა მალვა:

342. მოლარემან შინაურმან: ყურსა მითხრა ნაუბარი: ქალი ვინმე იკითხავსო: ინახვისცა ამილბარი: ზეწარითა მოუხურავს: პირი ბრძენთა საქებარი: ვარქვი საწოლს წაიყვანე: ჩემგან არის ნახმობარი:

343. ავდეგ მსხდომნი ნადიმობით: აემზადნეს ასაყრელად: შარდი უთხარ ნუ ასდგებით: მოვალ ხანსა დაუზმელად: გამოვე და საწოლს შეველ: მონა დადგა კარსა მცველად: გული მივეც თმობა ქნათა: აუგისა საკრძალველად:

344. კარსა შევდეგ ქალი წინა: მომეგება თაყუანი მცა: მითხრა მოსლვა თქვენს წინაშე: კურთხეულა რამან ღირმსცა: გამიკვირდა მიჯნურისა: თაყუანება ექნა ვისმცა: ვთქვი არ იცის აშიკობა: თუმც იცოდა წყნარად ზისმცა:

345. მითხრა დღე ეგე სირცხვილად: მედების გულსა ალობა: გგონია ჩემგან წინაშე: მაგისთვის მომავალობა: მაგრა აწ მიდებს იმედსა: შენგან ცდისაღა მალობა: ამას თუ ვღირს ვარ ვერ ვიტყუი: მაკლია ღ~თისა წყალობა:

346. ადგა მითხრა თქუენს მკრძალვასა: ჩემგან ცნობა უბნევია: ნუ მეჭუ რაცა პატრონისა: ბრძანებასა უთქმევია: ეგზომ დიდი შემართება: გულსა მისსა უთნევია: ამა წიგნმან გაგაგონოს: ჩემთვის ვისცა უთქმევია: თანა მიწერილი პირველი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა :

347. წიგნი ვნავხე მისი იყო: ვისი მდაგავს ალი გულსა: მოეწერა მზისა შუქსა: ნუ დაიჩენ ლომო წყლულსა: მე შენი ვარ ნუ მოჰკუდები: მაგრა ბნედა ცუდი მძულსა: აწ ასმათი მოგახსენებს: ყუელაკასა ჩემგან თქმულსა:

348. ბედითი ბნედა სიკუდილი: რა მიჯნურობა გგონია: სჯობს საყუარელსა უჩვენნე: საქმენი საგმირონია: ხატაეთს მყოფნი ყველანი: ჩვენნი მოხარაჯენია: აწ მათი ჯავრნი ჩვენ ზედა: ჩვენგან არ დასათმონია:

349. შენგან ჩემისა ქმრობისა: წინასაც ვიყავ მდომია: მაგრა აქამდის საუბრად: კულავ ჟამი არ მამხდომია: ძუღან ჴელ ქმნილსა გიჭურეტდი: კუბოსა შიგან მჯდომია: მანდა ყველაი მასმია: რაცა შენ გარდაგჴდომია:

350. მართლად გითხრობ მომისმინე: ესე რაცა მოგახსენე: წა შეები ხატაელთა: თავი კარგათ გამაჩვენე: გიჯობს ცუდად ნუღარა სტირ: ვარდი კულამცა რად დასტენე: მზემან მეტი რაღა გიყოს: აჰა ბნელი გაგითენე:

351. ასმათი მეუბნებოდა: უშიშრად არ მეკრძალოდა: ჩემი რა გითხრა რა ვიყავ: ლხინი რად დამეთვალვოდა: გული მი და მო მიარდა: ჰკრთებოდა და მემალოდა: მით პირი ჩემი გაბროლდა: და ღაწვი გაილალოდა:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა პირველი მიწერილი:

352. თვალთა დავიდევ უსტარი: მე მისგან მონაწერია: პასუხად ვსწერდი მთვარეო: შენმცა მზე ვით მოგერია: მე ღ~თნ იგი ნუ მამცეს: რაც არა შენი ფერია: სიზმრად მგონია დარჩომა: ჩემი ვერ დამიჯერია: