... (A-859), 1841 წ.

336. უკანანიცა ლაშქარნი, მოესწრნეს მათ გაქცეულთა. დაუწყეს პყრობა ჩამოყრა, შეშინებულთა ძლეულთა. ძილისა მიხვდა ნაცვლი, ძილ მკრთალთა ღამე თეულთა. ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა, კვნესა მართ ვითა სნეულთა:-

337. მას ადგილსა ნაომარსა, გარდავხედით მოსვენებად. ხელსა ჴრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად. ჩემნი სპანი მოვიდიან, საჭვრეტლად და ჩემად ქებად. ვერ იტყვიან ვერ მიმხვდარან, ქებასაცა მოხსენებად:-

338. ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს. ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს. რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს. ჩემგან ჴრმლითა განაკვეთნი, ჰნახეს მეტად გაუკვირდეს:-

339. გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე. ერთობ სავსენი მოვიდეს, თავი ვაალაღებინე. სისხლითა მძებნელთა ჩემთასა, მინდორი შევაღებინე. არ ვბრძოლე კარი ქალაქთა, უომრად ავაღებინე:-

340. რამაზს ვარქვი შემიგნია, საქმე შენი სამუხთალე. აწ ეგრეცა შეპყრობილმან, თავი გამოიმართალე. სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მამათვალე. თვარე შენი შეცოდება, მემცა ზედა რად წავსთვალე:-

341. რამაზ მითხრა აღარა არის, ამის მეტი ჩემი ღონე. ერთი ჩემი დიდებული, მომეც ზედა მაპატრონე. ციხოვანთა გაუგზავნო, საუბარი გამიგონე. ჴელთა მოგცემ ყველაკასა, გაღანამცა შენ გაქონე:-

342. მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ. ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყვანენ. ჴელთა მომცეს სიმაგრენი, ომი ასრე შევანანენ. საჭურჭლენი სიმრავლითა, რასამცა ვით დავაგვანენ:-

343. მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანე. ციხოვანნი ერთობილნი, ჩემს წინაშე მოვიყვანე. ჴელთა მომცეს სიმაგრენი, ომი ასე შევანანე. საჭურჭლენი სიმრავლითა, რასამცა ვით დავაგვანე:-

344. მაშინღა შეველ ხატაეთს, მოვლად და მოსათვალავად. კლიტენი საჭურჭლეთანი, მამართვეს დაუმალავად. ქუჱყანა ჩავსხი უბრძანე, იყვენით თქვენ უკრძალავად. მზემან არ დაგწვენ იცოდით, დაგყარე გაუგვალავად:-

345. საჭურჭლენი გარდავნახენ, თავის თავის კიდის კიდე. უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები თუ მოვსთვალვიდე. ერთგან ვნახე საკვირველი, ყაბაჩა და ერთი რიდე. თუმცა ნახენ სახელისა, ცოდნასაცა ინატრიდე:-

346. ვერა შევიგენ რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად. ვისცა ვაჩვენი უკვირდის, ღ~თისაგან თქვის მან სასწაულად. არცა ლარულად ჰგებოდა, მას ქსელი არ ორხოულად. სიმტკიცე გვანდის ნაჭედსა, ვსთქვი ცეცხლთა შენართაულად:-

347. იგი საძუღნოდ მისად დავხსენ, ვისი შუქი მანათობდა. მეფისათჳს დავარჩიე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა. ჯორ აქლემი ათჯერ ასი, ყველაკაი წვივ მაგრობდა. დატჳრთული გაუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა:-

წიგნი ტარიელისა ინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა ხატელთა ზედა.

348. წიგნი დავსწერე მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად. მე ხატაელთა მიმუხთლეს, თუცა მათ ეცა ზიანად. ჩემი ამბავი დასტური, ამად გაცნობე გვიანად. მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად:-

349. რა ყველაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე. წამოვიხვენ საჭურჭლენი საჴელმწიფო დავიავრე. ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე. მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა აგრე ვყავრე:-

350. ხატაეთისა ჴელმწიფე, მამყვანდა შეპყრობილია. ინდოეთს მიველ მეგება, ჩემი გამზრდელი ტკბილია. რა ქება მითხრა არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია. ჴელი გამიხსნა შემაკრა, მან სახვეველი ლბილია:-

351. დგანან ტურფანი კარავნი, მოედანს ჩამოდგომილსა. საუბრისა და ჩემისა, ჭვრეტისა მას მონდომილსა. მას დღესა ედვა ნადიმი, მას შიგან გარდახდომილსა. მიალერსებდეს მიჭვრეტდა, წინაშე ახლოს ჯდომილსა:-

352. მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით. დილასა ქალაქს შევედით, მაედნით ავიყარენით. მეფემან ბრძანა ლაშქარნი, უხმენით შემოსჯარენით. დღეს ხატაელნი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემამგვარენით:-

353. რამაზ მეფე მას წინაშე, შეპყრობილი მოვიყვანე. ტკბილად ნახა ჴელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე. ორგული და მოღალატე, ნამსახურსა დავაგვანე. ესე არის მამაცისა, მეტის მეტი სიმგულვანე:-

354. მას მეფესა ხატაელსა, უმასპინძლა უალერსა. ჟამიერად უბრძანებდის, საუბარსა მათსა ფერსა. ცისკრად მიხმეს მიბრძანებდეს, მე სიტყვასა ლმობიერსა. შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა:-