... (W-27), XVII ს.

წიგნი ტარიელისი ინდოთ მეფის წინაშე და გამარჯვების შეტყობა

332. წიგნი დავსწერე მეფეო სვემცაა თქვენი სვიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყუიანად

333. რა ყუელაი დავიურვე ხატაეთით გავემგზავრე წამოვიხუენ საჭურჭლენი საჴელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ვააზავრე მოვირჭუენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

334. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყუანდა შეპყრობილია ინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიჴსნა შემამკრა მან სახვეველი ლბილია

335. დადგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა გვედვა ნადიმი მას შიგან გარდაჴდომილსა მიალერსებდა მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

336. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მოედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უჴმენით შემოჯარენით დღეს ხატაველნი მიჩვენეთ ტყვენიცა შემომგვარენით

337. რამაზ მეფე შეპყრობილი მას წინაშე მოვიყუანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგუანე ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე

338. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაველსა მას აქამდის შენამტერსა

339. მე ვჰკადრე ღ~თი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქუენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანე იცოდი გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კულაცაღა ჩემს წინა გაწბილებულსა

340. ხარაჯა დასდვეს შეჰკვეთა დრაჰკანი ასჯერ ასია კულავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყუელაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხვისა ფასია

341. ხატაელმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყუანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღ~თნ შემანანა თუღა ოდეს შეგეცოდო მაშინ მამკალ მემცა განა წავიდა და ყუელაკაი მისი თანა წაიტანა

აქა ასმათისაგან ტარიელის წინ სამხრის მორთ[......]

342. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა შენგან გაგყრივარ მას აქათ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშურალხარ წავიდეთ თუცა დაშრომის ჟამია

343. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხვდა ჯარი ავაზისა შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქუე ჯდა შეკაზმული შვენებითა მსგავსი მზისა გაეხარნეს მისულა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

344. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭურეტად სასურველია მან გაანათლოს მჭურეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

345. აწ მითქუამს საქმე უშენო შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩემგანვე სახელდებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გვერცა დაისხნა ორნივე სრას დამხუდით მოვალ შვებული

346. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დავბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშალეს ქნეს თამაშობისა ორისა

347. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი შუა და ბანი ომგარდაჴდილსა მშვენოდეს მეანიანნი კაბანი ფერმიჴდილ გუარად ვშვენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

348. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხვივნეს მშვენოდეს ვახელებ გულსა ხელთასა მეფე გარდაჴდა დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა პირისა მზეებრ ნათელთასა

349. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯისფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დასდასად უბანუბანი სრულად ნათლითა აივსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შუენოდეს ძოწმარგალიტნი ტყუბანი