... (Q-714), XIX ს.

320. ადგა ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი჻ უსენ გაჰკუირდა გაცაკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი჻ თქუა რა მიჩვენე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი჻ ესე ჴორციელი არისმცა, თვალნიმცა რისხვენ ღმრთისანი჻

321. ვთქუი თუ არცა რა მე ვიცი, ამისი ჴორციელობა჻ რაცა არ გითხარ მის მეტი, მაქუს არა მეცნიერობა჻ მე და შენ ვკითხოთ ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა჻ ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა჻

322. მივედით გვქონდა ორთავე, კრძალვა მისისა კრძალისა჻ ვკადრეთ თუ მზეო საჴმილი, გვედების შენგან ალისა჻ გჳთხარ რა არის წამალი, მთვარისა შუქ ნამკრთალისა჻ რას შეუქნიხარ ზაფრანად, შენ ფერად მგზავსი ლალისა჻

323. რაცა ვკითხეთ არა ვიცი, ესმა ანუ არ ისმენდა჻ ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა჻ გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა჻ მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგჳთენდა჻

324. ვერა დავყარეთ პასუხი, ჩვენ საუბრითა ჩვენითა჻ ვეფხი ავაზა პირქუშად, ზის წყრომა ვერ უგრძენითა჻ კულაცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა჻ არა ვიციო მიმიშუი, ეს ოდენ გვითხრა ენითა჻

325. დავსხედით და მის თანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ჻ რაცა გვეთქვა შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ჻ ძლივ ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ დავაამეთ჻ ჩვენ მივართჳთ ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ჻

326. უსენ იტყუის ბევრ ათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს჻ ესე ღაწვნი მზისად კმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს჻ უმართლეა ვერ მჭვრეტელმან, თუ პატიჟნი იასოცნეს჻ მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღ~თნ იგი დამიხოცნეს჻

327. მას უჭურიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით ახით჻ შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით჻ ვაჭრობისა საქმისაგან, მოვიცალით იგი ვნახით჻ გული ჩვენნი გაუშვებლად, დაეტყუევნეს მისით მახით჻

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა ჻

328. რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი჻ უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდიდგან მეფე ჩვენი჻ მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღვნა ძღვენი჻ მოვახსენე დია ღ~ო, ბრძანებაა ეგე თქუენი჻

329. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგალიტი და თვალები჻ დავედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთვრალები჻ ამა ქალისა ამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები ჻ კულავ შემომფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴმალები ჻

330. უსენ მოვიდა ჴელმწიფე, დახვდა ნადიმად მჯდომელი჻ უსენ არიფი მეფისა, მეფეა მისი მდომელი჻ წინა მიისუა შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი჻ აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი უწრფელი რომელი჻

331. რა მეფემან უსენს წინა, სვა მრავალი დოსტაქანი჻ კულავ შესვეს და კულავ აივსნეს, სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი჻ დაავიწყდა იგი ფიცი, რა მუსაფნი რა მაქანი჻ მართლა თქმულა არა მართებს, ყვავსა ვარდი ვირსა რქანი ჻

332. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან, უჭკვოსა უსენ მთურალსა჻ დია მიკუირს საძღვნოდ ჩვენად, სით მოიღებ ამა თვალსა჻ მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა პოვებ ლალსა჻ ვერ გარდვიხდი თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა჻

333. თაყუანი სცა უსენ ჰკადრა, ჰე მაღალო ჴელმწიფეო჻ ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა მზეო჻ რაცა სხვა მაქუს ვისი არის, ოქრო თუნდა საჭურჭლეო჻ დედის მუცლით რა გამამყვა, მბოძებია თქუენგან მეო჻

334. ამას კადრებ თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა჻ სხვა რამე მითქს სასძლო თქუენი, შესართავი თქუენის ძისა჻ მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდის ნახოთ მგზავსი მზისა჻ მაშინ მეტად გაამრავლოთ, თქუენ ბრძანება ნეტარძისა ჻

335. რას ვაგრძელებდე გატეხა, ფიცი სიმტკიცე სჯულისა჻ უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა჻ მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა჻ უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულქმნა უსენის თქმულისა჻

336. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკუნესია჻ შემოდგა კარსა მეფისა, მონათა უხუცესია჻ თანა ჰყუა მონა სამოცი, ვით ჴელმწიფეთა წესია჻ მოვიდეს დია გავჰკვირდი, ვთქუი რამე საქმე ზესია჻

337. მისალამეს ფატმან მითხრეს, ბრძანებაა მზისა სწორთა჻ დღეს რომელი უსენ შესძღვნა, ქალი მსგავსი მზეთა ორთა჻ აწ მოგვგვარე წავიყვანოთ, ვლა არ გვინდა გზათა შორთა჻ ესე მესმა დამტყდეს ცანი, რისხვით ეცა გორთა჻

338. მე გაკუირვებით კვლა ვკითხე, რა ქალი გინდა რომელი ჻ მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა, პირი ელვათა მკრთომელი ჻ არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი჻ ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი჻