... (Q-714), XIX ს.

339. შეველ ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად჻ ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ რულად჻ ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო ამფხურა სრულად჻ შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულმოკლულად჻

340. მან მითხრა დაო ნუ გიკუირს, ეგე რაზომცა ძნელია჻ ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია჻ კარგი რამ მჭირდეს გიკუირდეს, ავი რა საკუირველია჻ სხვადასხვა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია჻

341. თვალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ჴშირი჻ ადგა ასრე გულ უშიშრად, ვეფხვი იყო ანუ გმირი჻ ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი჻ მთხოვა გარე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი჻

342. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა჻ თვალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა჻ თჳთო და თჳთო თჳთოსა, ქალაქსა ეფასებოდა჻ მივე მას წელთა შევარტყი, შავგული ვისთვუის კუდებოდა჻

343. ვარქვი ჩემო განღა სადმე, გეჴმარების ესე გვარი჻ მათ მონათა ჴელთა მივეც, იგი პირი მზისა დასადარი჻ ცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი჻ იგი მივა თავმოდრეკით, წყნარი არის მოუბარი჻

344. ზედა მოატყდა მჭურეტელი, გაჰჴდა ზათქი და ზარები჻ ვერ იჭირვებდეს სარანგნი,მუნ იყო არ სიწყნარები჻ იგი რა ნახა მეფემან, საროსა მსგავსი ნარები჻ გაკრთომით უთხრა ჱე მზეო, აქა ვით მოიგვარები჻

345. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი, შექნნა თვალისა მფახველად჻ მეფემან ბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად჻ ღ~თისაგან კიდე ვინმც იყო, კაცი ამისად მსახველად჻ მართებს ამისთა მიჯნურთა, ხელნი თუ რბოდეს ახ ველად჻

346. გვერდსა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა჻ მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსული ვისთა გვარითა ჻ მან არა გასცა პასუხი, პირითა მზისა დარითა჻ თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქუე ზის ცნობითა წყნარითა჻

347. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა჻ სხვაგან იყო გული მისი, სხვასა რასმე იგონებდა჻ ვარდი ერდგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა჻ მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა჻

348. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების჻ ამ ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების჻ ან ვისიმე მიჯნურია, სიყუარული ეგონების჻ მისგან კიდე არვისად სცალს, ვეღარცა ვის ეუბნების჻

349. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი჻ არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ზედი჻ ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი჻ სხვაგან არის სხვაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი჻

350. ღმერთმან ქნას შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული჻ მე დავახვედრო ისი მზე, დამისთვის დამზადებული჻ მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვსცნათ გაცხადებული჻ მუნამდის მთვარე შუქკრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული჻

351. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა჻ უებროსა ზნე და თვალად, შვენიერსა პირსა ტანსა჻ მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა჻ მამა მისთჳს ამზადებდა, მას მნათობთა დასაგვანსა჻

352. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა჻ მას ზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თვალისა჻ დაადგეს თავსა გჳრგჳნი, ერთობილისა ლალისა჻ მუნ ვარდსა ფერი აშვენებს, ბროლისა გამჭვირვალისა჻

353. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ, საწოლი უფლისწულისა჻ დაუდგეს ტახტი ოქროსა,წითლისა მაღრიბულისა჻ ადგა თჳთ დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა჻ მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა჻

354. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისად჻ ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მგზავსად მათისა გვარისად჻ უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისად჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისად჻

355. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი჻ ქალი პირმზე ბედსა ეტყვის, რა ბედი მიც ჩემი მკულელი჻ სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი჻ რა ვქნა რა ვჰყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი჻

356. კულაცა იტყუის ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა჻ ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან, მამარიოს ჩემსა მტერსა჻ სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა჻ რა მისჭირდეს მაშინ უნდან, გონებანი გონიერსა჻

357. ხადუმნი უხმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა჻ მოღორებულხართ დამცდარხართ, თქუენ ჩემსა პატრონობასა჻ დამცდარა თქუენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა჻ ჩემთჳს ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა჻

358. არ ვარგ ვარ თქუენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია჻ მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე სარო ტანია჻ სხვასა რას მნუკეთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია჻ თქუენთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი დასაგვანია჻