... (Q-714), XIX ს.

359. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა჻ თქუენ დაგჴოცს თქუენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა჻ ესე სჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა჻ მე გამაპარეთ გამიშვით, თუარა დავიწყებთ ნანასა჻

360. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი჻ მოიჴადა გჳრგჳნიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი჻ მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულმხურვალი჻ მე გამიშვით ღ~თსა თქუენსა, მიავალეთ თქვენი ვალი჻

361. მონათა მიხუდა სიხარბე, მის საჭურჭლისა მძიმისა჻ დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა჻ გამოპარება დაასკუნეს, მის უებროსა პირისა჻ ნახეთ თუ ოქრო რასა იქს, კუერთხი ეშმაკთა ძირისა჻

362. რა ოქრო მისთა მოყუასთა, აროდეს მისცემს ლხენასა჻ დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქნევს კბილთა ღრჭენასა჻ შესდის და გასდის აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა჻ კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა჻

363. რა ხადუმთა აუსრულეს, საქმე მისი საწადელი჻ ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი჻ სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი჻ დარჩა მთვარე გველისაგან, გავსებული ჩასანთქმელი჻

364. მონანიცა გარდეხუეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა჻ ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა჻ გავე ვიცან მოვეხვიე, გამიკვირდა მემცა განა჻ შინა ყოლა არ შემომყვა, რად მაწვევო შემანანა჻

365. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა჻ მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა჻ ვეღარ დამმალავ გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა჻ სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა჻

366. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი჻ შეუკაზმე ზედა შეუსვი, მხიარული არ მომკუნესი჻ ჰგვანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი჻ წაჴდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი჻

367. დღე მიიყარა ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი჻ მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი჻ მე მკითხეს ვარქვი თუ პოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი჻ მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი჻

368. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი჻ მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი჻ დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი჻ მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩუენ ვართ სინათლე კლებულნი჻

369. მას მთვარისა სადაობა, კულა გიამბო საქმე კვლაცი჻ აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი჻ მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი჻ კაცსა დასვრის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი჻

370. მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი჻ ისი კაცი ჩაშნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი჻ ჩვენ გჳყვარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი჻ ახ ნეტარძი სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი჻

371. ესე ამბავი მასთანა ვთქუი, დიაცურად ხელურად჻ ჩემსავე მოსლვა მის მზისა, და გაპარება მელურად჻ გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყუარულად მტერულად჻ აწ ისრე მკუდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად჻

372. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავისწინა჻ ოდეს მეჴმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა჻ მოსრულ იყო მოსლვა ეთქვა, შენცა მოხველ შემეშინა჻ ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა჻

373. აღარ დაბრუნდით მოხვედით, შუქნი თქუენ ჩემთჳს არენით჻ შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით჻ ამად შეუშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგვარენით჻ იმას გლახ ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით჻

374. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა჻ შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა჻ მეფე მწყრალი გარდასწმედდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა჻ შვილთა ღ~თო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა჻

375. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა ჻ რომელმან დამჴსენ მშვიდობით, იმა გველისა მზერასა჻ აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა჻ აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი ჰია ჩავიჭერ მე რასა჻

376. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე სწერია჻ მოყუარე მტერი ყოვლისა, მტრისაგან უფრო მტერია჻ არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია჻ ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია჻

377. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს჻ რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს჻ კულავ იტყუის ფატმან ტირილით, კულავ თვალთა ცრემლი სდენოდეს჻ წაჴდეს შუქნი რომელნი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს჻

აწ ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ჻