... (Q-1335), XVIII ს.

335. სევდად მეცა კაცთა ნახვა ცეცხლი უფრო გავიალე არ მიველო ახლოს შეყრად თავი ჩემი შევიწყალე მათგან მკრთალი შემოვბრუნდი ტყესა შიგან დავიმალე თქვა ნუ თუმცა უკუმრიდა რა გათენდეს წავალ ხვალე

336. ქალსა ცრემლნი გარდმოსცუივდეს ას ნაკეცნი ბეური ბევრად მოახსენა მჴეცთა თანა იარები მარტო ტევრად არას კაცსა არ იახლებ საუბრად და შემაქცევრად მას მაგითა ვერას არგებ დღეთა შენთა ცუდად ლევ რად

337. ყოვლი პირი ქვეყანისა ერთობ სრულად მოგივლია ერთი კაცი შემაქცევლად შენად ვითა დაგელია გიახლოს და არ გაშმაგდე თუცა ჭირი არ გაკლია შენ მოკვდე და იგი წახდეს ესე შენთვის რა მადლია

338. უბრძანა დავო ეგეა მსგავსი შენისა გულისა მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამა წყლულისა ვის ძალ უც პოვნა კაცისა თვით სოფლად არ მოსრულისა ჩემი ლხინია სიკვდილი გაყრა ჴორცთა და სულისა

339. ღ~ნ სხვამცა ეტლსა ჩემსა რადმცა კაცი რად დაბადა სიახლე და საუბარი თუმცა მისი მე მეწადა ვინმცა გასძლნა ჭირნი ჩემნი ანუ ვინმცა შეეცადა შენგან კიდე ჴორციელი დავო მივის არა სადა

340. ქალმან ჰკადრა არ გამიწყრე ვიშიშვი {და} ვიაჯ დია რადგან ღ~თსა ვაზირობა შენი ჩემზედ მოუგდია ვერ დავმალავ უკეთესი რაცა საქმე გამიცდია არა ვარგა უსაზომო ზომსა თავი გარდგიჴდია

341. მისი მძებლენი იყომცა ჭკუვითა მეტის მეტითა შენ კაცთა ნაცვლად ნადირთა ახლავ გულითა რეტითა სჯობს ერთი კაცი იახლო ილხენდე მისით ჭურეტითა ვით იადონი არ მოკვდე ბულბული თესლთა კვნეტითა

342. ყმამან უთხრა რასა მნუკევ არა ვიცი გამიცხადე კაცი ჩემად სამსახურად უღთოდ მემცა ვით დავბადე ღ~თსა ჩემი უბედობა უნდა მემცა რას ვეცადე განაღამცა გავნადირდი თავი ასრე გავიჴადე

343. ქალმან კვლა ჰკადრა გაგსაჯე მეტითა შეგონებითა მაგრა თუ კაცი მოგგვარო მოგყვეს თავისა ნებითა იგი გიახლოს ილხენდე მისითა შემეცნებითა ფიცე არ მოჰკლა არ იყო არ სავნებლისა ვნებითა

344. მან უბრძანა თუ მაჩვენებ ვნახავ დიდად გავიხარებ სიყვარულმან მისმან ვისთუის ხელი მინდორს თავსა ვარებ არას ვუზამ უგემურსა არათ ოდეს გავამწარებ რაცა ჩემგან იამების ვაამებ და შევიყვარებ

345. ქალი ადგა და წავიდა მის ყმისა მოსაყვანებლად არ ეწყინაო უამბობს არს მისად მაგულვანებლად ჴელი მოკიდა მოჰყვანდა ვით მთუარე მოსავანებლად იგი რა ნახა ტარიელ თქვა მზისა დასაგვანებლად

346. გამოეგება ტარიელ მართებს ორთავე მზე დარად ანუ ცით მთუარე უღრუბლოდ შუქთა მოფენდეს ქვე ბარად რომე მათთანა ალვისა ჴეცა ვარგიყო ხედ არად გუანდეს შუიდთავე მნათობთა სხუადმცა რისა ვთქვი მე დარად

347. მათ აკოცეს ერთმან ერთსა უცხოებით არ დარიდეს ვარდსა ჰჴლეჩდეს ბაგეთაგან კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს ყელი ყელსა გადააჭუდეს ერთმან ერთსა აუტირდეს ქარვად შექნეს იაგუნდი მათნი თუცა ლალად ღირდეს

348. მობრუნდეს ყმამან ავთანდილს ჴელი შეუპყრა ჴელითა ერთგან დასხდეს და იტირეს დიდხან ცრემლითა ცხელითა ასმათი სულსა უღებდა სიტყვითა საკვირველითა თავთა ნუ დაჰჴოცთ ნუ ბნელიქთ მზესა თქვენითა ბნელითა

349. ტარიელის ვარდი იყო დათრთვილული არ დაზრული ყმასა უთხრა მესწრაფების მითხარ შენი დაფარული ვინ ხარ ანუ სით მოსრულხარ სადაური სით მოსრული მე სიკვდილსა აღარ ვაჴსოვ ვარ მისგანცა განწირული

350. ავთანდილ გასცა პასუხი სიტყვები ლამაზებია ლომო და გმირო ტარიელ ვის ტანი გინაზებია მე ვარ არაბი არაბეთს არს ჩემი დარბაზებია მიჯნურობითა დამწვარ ვარ ცეცხლი უშრეტი მგზებია

351. მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია თვით მეფედ მათად მას ხედვენ მონები მკლავ მაგრებია თუცა არ მიცნობ გინახავ თუ ვითა გიაზრებია გახსოვსცა ოდეს დაჴოცენ მონები არ საპყრებია

352. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი ჩვენ ზედა გარდგეკიდენით პატრონი ჩემი გაგიწყრა ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით გიხმეთ არ მოჴველ ლაშქარნი უკანა გამ{ო}გკიდენით შენ ველნი წითლად შეღებნე სრულად სისხლისა კი დენით

353. ყველაკასა მათრაჴითა თავი უხრმლოდ გარდაჰკვეთეთ მეფე შეჯდა დაგვეკარგე კვალი შენი ვერ მოვჰკვეთეთ ვითა ქაჯი დაგვემალე მონებიცა დავაფეთეთ ამან უფრო დაგვაშმაგნა თავი სრულად გავაშეთეთ

354. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით ჴელმწიფე ნებიერია მოგნახეს გძებნეს ყოველგან მათ რუკა დაუწერია ვერ ნახეს შენგან ნახული ვერცა ყმა ვერცა ბერია აწ გამომგზავნა რომელსა ვერ მზე გავს ვერ ეთერია