... (Q-376), XIX ს.

335. შიგან ვჰსწე დიდსა დარბაზსა, ტურფითა საგებელითა. ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა. პირსა იხოკდეს ჴელითა, ღაწჳსა გამპობელითა. მუყრნი მოასხეს სენითა, მთქუჱს გამაბელზებელითა:-

336. მე რა მნახა თუალ ახმული, მეფე ყელსა მამეხვია. ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღახარ სიტყუა ჰსთქვია. მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი შევჰკრთი დია. კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია:-

337. სრულად მუყრნი და მულიმნი, მე გარე შემომცვიდიან. მათ ჴელთა ჰქონდათ მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან. მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჰსჩმახვიდია. სამდღემდინ ვიყავ უსულო, ცეცხლი უშრეტნი მწვიდიან:-

338. აქიმნიცა იკჳრუჱბდეს, ესე სენი რაგუარია. სამკურნალო არა ჰსჭირს, რა სევდა რამე შემოჰყრია. ზოგჯერ შმაგად წამოჳჭრი, სიტყუა მცდარი წამერია. დედოფალი ზღუას შეჰრთჳდა, მას რომ ცრემლი დაუღურია:-

339. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი. მერმე ცნობა მომიჳდა მივხუდი რასმე მიუმხუდარი. ვჰსთქჳ თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლე გარდამჴდარი. თმობა ვჰსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყუა სამუდარი.

340. ვჰსთქვი თუ ღ~თო ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე. მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე. [………]ქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე. […….]უჱ ქმნა და მორე ვსჯობდი, გული წყლული განჳკურნე:-

341. [……….] წამოველ მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა. ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამოჰრბოდა. მეფე მოჰრბის თავშიშუჱლი, არ იცოდა რას იქმოდა. იგი ღ~თსა ადიდებდა, სხუა ყუჱლაი უჩუმობდა:-

342. იქით და აქათ მომისხდეს, მახურიტეს სახურეტელია. მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მთელია. ცხენსა შეჯდომა მომინდა, ვნახო წყალი და ველია. ცხენი მომგუარეს შეცავჰსჯე, მეფე ჩემთანა მვლელია:-

343. გამოვედით მოჳარეთ, მინდორზედ და წყალის პირსა. ჩემსა მიველ დავაბრუნე, მეფე მამყუა სახლთა ძირსა. შინა შეველ უარ გავჰხე, სხუა დამერთო ჭირი ჭირსა. ვჰსთქჳ თუ მოვჰკუდე ბედი ჩემი, ამისმეტსა არას ღირსა:-

344. (ა)ზაფრანის ფერად შეჰსცუალა, ბროლი ცრემლისა ბანამან. (გ)საწოლის მეკრე შემოდგა, მოლარე გაიყუანა მან. (ბ)გული უფრორე დამიჭრა, ათი ათასმან დანამან. (დ)ვჰსთქჳ თუ რა იცის ჰამბაჳ, ნეტარ ან იმან ან ამან:-

345. მონააო ასმათისა, რა იცისყე ვარქჳ ჰკითხე. შემოჳდა სააშიკო, წიგნი მომცა წაჳკითხე. გამიკვირდა სხუად ვითამცა, ვჰქმენ გულისა მწუჱლთა სითხე. მისგან ეჭჳ არა მქონდა, სევდად მაწუა გულსა მით ხე:-

346. მე გამიკჳრდა სით უყუარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა. მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უმზრახობას[..] ჩემგან იმედსა გარდასწყუჱტს, მერმე დამიწყებს გმობას[..] დავჰსწერე რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობას[..]

347. დღენი გამოჰჴდეს გლახ გული, უფრორე დამწუჱს მე ალ[..] ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთ[..] დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა, დაიწყეს მოსლუა მრავალთა. მაშინ დაჳწყე გარდახდა, სოფლისა ლხინთა და ვალთა.

348. მათ ვერა მარგეს მე გულსა, ბინდი დამეცა ბნელისა. სხუამან ვერავინ შემატყო, ბინდი ცეცხლისა ცხელისა. სისხლი დამწამეს მეფემან, ჰბრძანა ყე გახსნა ჴელისა. გაჳხსენ ფარუად პატიჟთა, არ ვისგან საეჭუჱლისა:-

349. ჴელ გაჴსნილი სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა. ჩემი მონა შემოჳდა, შემომხედა არ მეძინა. მონააო ასმათისა, შემოყუანა უთხარ შინა. გულსა შინა დავუზრახე, რა მპოვაო ანუ ვინა:-

350. მონამან წიგნი მომართუა, მე წაჳკითხე ნებასა. წიგნსა შევატყე ჰლამოდა, მოსლჳსა მოსწრაფებასა. პასუხად ვჰსწერე ჟამია, მართალხარ განკჳრვებასა. მოხუალ თუ მიჴმობ მე ნუ მეჭუ, მოსლჳსა დაზარებასა:-

351. გულსა ვარქვი თუ ლახუარნი, ეგე ვით დაგაღონებენ. ამილბარი ვარ ჴელმწიფე, სრულად ჲინდონი მმონებენ. ჰაზრად შეიქმენ საქმესა, ათასჯერ შეაწონებენ. თუ შეიგებენ მე მათთა, არეთა არ მარონებენ:-

352. კაცი მოჳდა მეფისა, ჰსწადსო ჰამბისა ჰსმინება. მოყუანა ვუთხარ ებრძანა, ჰქმნაცაა სისხლის დინება. მე ვჰკადრე ჴელი გაჳხსენ, დამიწყო მოჯობინება. წინაშე მოვალ ამისთჳს, კულავ უფრო მმართებს ლხინება:-

353. დარბაზს მიველ მეფემ ჰბრძანა, ამისმეტსა ნუ იქ აბა. ცხენსა შემსუა უკაპარჭო, წელსა არა არ შემაბა. შეჯდა ქორნი მოუტივნა, დურაჯები დაინაბა. მშჳლდოსნები გაასაგნა, იტყოდიან შაბაშ შაბა:-

354. შინა დავჰსხედით ნადიმად, მას დღესა მინდორს რებულნი. მომღერალნი და მუტრიბნი, არ იყუნეს სულდაღებულნი. მეფემან გაჰსცა მრავალი, თუალნი ღარიბად ქებულნი. აუვსებელნი არ დაჰრჩნენ, მას დღესა მათნი ხლებულნი:-