... (S-2781), XIX ს.

334. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს პატივს მცემდეს ძისა დარად მით ჴელისა საურავი მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მომეშვნეს დავმორჩილდი თაყვანი ვეც ამილბარად

335. აღარა ვიცი დამვიწყდეს თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია მისთა ნაკვესთა წინწალი დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის პ~დ რომ გამიჯნურდა გამიჯნურდა ნესტან დარეჯანს

336. კულავ დაიწყო თქმა ამბისა მან რა ხანი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გიკვირა

337. ბაღჩა ვნახე უტურფესი ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები ვარდისწყლისა აბანოსა კარსა ზედა მოჰფარვიდა ფარდაგები ოქსინოსა

338. მეფემან ახმა დურაჯთა მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახუარი დაჭრად გულისა სალისა

339. ვიცოდი სწადდა არვისგან ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვსდეგ და მეფემან შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა დურაჯთა ამირბარისა

340. ასმათ ფარდაგსა აზიდნა გარე ვდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხედე ლახუარი მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივე დურაჯნი მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვამე მას აქათ სახმილსა დავუწვავ ნიადაგულსა

341. აწ წარხდა იგი ნათელნი მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი სტიროდეს ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით სთქვეს მკლავნი ცუდ ქმნილან ვა გმირთა მემუქარენი

342. ასმათმან წყალი დაასხა ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა სთქუა სევდამან გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარეთ სულთ ითქუნა ცრემლი მიწასა გარია სთქუა ჩემგან მისი ხსენება ვამე რა დიდი ზარია

343. მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა თუ სულნი შეღამრჩებიან

344. დურაჯნი მთხოვა გავიღე სხვა ვერა გზა ღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა ხმა ტირილისა და ვისა გარე მამრტყმოდეს ჯალაბნი ვითა ჩამსხდომნი ნავისა

345. შიგან ვსწე დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ჴელითა ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხნეს სენითა მსთქვეს გამაბელზებელითა

346. მე რა მნახა თუალახმული მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო ცოცხალ ხარ ღა სიტყუა სთქუია მე პასუხი ვერა გავეც ვითა შმაგი შევკრთი დია კულავ დავეცი დაბნედილი გულსა სისხლი გარდმეთხია

347. სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან მათ ჴხელთა ჰქონდა მუსაფი ყოველნი იკითხვიდიან მტერდაცემული ვეგონე არ ვიცი რას ჩმახვიდიან სამ დღემდის ვიყავ უსულოდ ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

348. აქიმნიცა იკვირვებდეს ესე სენი რა გუარია სამკურნალო არა ჰსჭირს რა სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი სიტყუა მცთარი წამერია დედოფალი ზღუასა შეიქმს მას რომ ცრემლი დაუღვრია

349. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ არ ცოცხალი არცა მკუდარი მერმე ცნობა მომივიდა მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვსთქუი თუ ჰაი რაშიგან ვარ მე სიცოცხლეგარდამხდარი თმობა ვჰსთხოვე შემოქმედსა ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

350. ვსთქუი თუ ღმერთო ნუ გამწირავ აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა ცოტად ვითმე აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ჰქმნა და მორევჯობდი გული წყლული გავარკინე

351. მე წამოველ მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო დედოფალი გამორბოდა მეფე მოჰრბის თავშიშველი არ იცოდა რას იქმოდა იგი ღმერთსა ადიდებდა სხვა ყველაი უჩუმოდა

352. იქით და აქათ მომისხდეს მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მომინდა ვნახო წყალნი და ველია ცხენი მომგუარეს შეცავჯე მეფე ჩემთანა მვლელია