... (S-4988), XVII-XVIII სს.

316. მან჻ ქალმან჻ ჴელყო჻ კუესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა: ეგონა჻ ჭამა჻ ჴორცისა჻ შემწურისა჻ შეუქნელისა: მიუპყრა჻ ერთი჻ აჴლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა: ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა:

317. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლა჻ ვერა჻ მეტი: შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოვარდა჻ ვითა჻ რეტი: იძახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი: ცალკე჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭურეტი:

318. რად჻ დაბრუნდი჻ მოახსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა: მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა: ჰყუა჻ ლაშქარნი჻ უთუალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა: იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ იფანჩოდა჻ მარეკი჻ და:

319. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე: არ჻ მიველო჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე: მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე: თქუა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე:

320. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდა჻ ასნაკეცნი჻ ბევრის჻ ბევრად: მოახსენა჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად: არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად: მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად:

321. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია: ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია: გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია: შენ჻ მოკვდე჻ და჻ იგი჻ წაჴდეს჻ ესე჻ შენთუის჻ რა჻ მადლია:

322. უბრძანა჻ დავო჻ ეგეა჻ მსგავსი჻ შენისა჻ გულისა: მაგრა჻ არ჻ არის჻ ქუეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა: ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თვით჻ სოფლად჻ არმოსრულისა: ჩემი჻ ლხინია჻ სიკუდილი჻ გაყრა჻ ჴორცთა჻ და჻ სულისა:

323. ღმერთმან჻ სხვამცა჻ ეტლსა჻ ჩემთვი჻ რადმცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა: სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მე჻ მეწადა: ვინმცა჻ გაძლო჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა: შენგან჻ კიდე჻ ჴორციელი჻ დავო჻ მივის჻ არასადა:

324. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია: რადგან჻ ღმერთსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია: ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესა჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია: არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ზომსა჻ თავი჻ გარდგიჴდია:

325. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკვითა჻ მეტის჻ მეტითა: შენ჻ კაცთა჻ ნაცულად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ გულითა჻ რეტითა: სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისის჻ ჭურეტითა: ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკუდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კუნეტითა:

326. ყმამან჻ უთხრა჻ რას჻ მენუკვი჻ არა჻ ვიცი჻ გამიცხადე: კაცი჻ ჩემად჻ სამსახურად჻ უღმრთოდ჻ მემცა჻ ვით჻ დავბადე: ღმერთსა჻ ჩემი჻ უბედობა჻ უნდა჻ მემცა჻ რას჻ ვეცადე: გაღანამცა჻ გავნადირდი჻ თავი჻ ასრე჻ გავიჴადე:

327. ქალმან჻ კულავ჻ ჰკადრა჻ გაგსაჯე჻ მეტითა჻ შეგონებითა: მაგრა჻ თუ჻ კაცი჻ მოგგვარო჻ მოგყვეს჻ თავისა჻ ნებითა: იგი჻ გიახლოს჻ ილხენდე჻ მისითა჻ შემეცნებითა: ფიცე჻ არ჻ მოჰკლა჻ არ჻ იყო჻ არას჻ მისისა჻ ვნებითა:

328. მან჻ უბრძანა჻ თუ჻ მიჩვენებ჻ ვნახავ჻ დიდად჻ გავიხარებ: სიყუარულმან჻ მისმან჻ ვისთვის჻ ხელი჻ მინდორს჻ თავსა჻ ვარებ: არას჻ უზამ჻ უგემურსა჻ არა჻ ოდეს჻ გავამწარებ: რაცა჻ ჩემგან჻ იამების჻ ვაამებ჻ და჻ შევიყუარებ:

329. ქალი჻ ადგა჻ და჻ წავიდა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყუანებლად: არ჻ ეწყინაო჻ უამბობს჻ არს჻ მისად჻ მაგულვანებლად: ჴელი჻ მოჰკიდა჻ მოჰყვანდა჻ ვით჻ მთვარე჻ მოსავანებლად: იგი჻ რა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თქვა჻ მზისა჻ დასაგვანებლად:

330. გამოეგება჻ ტარიელ჻ მართებს჻ ორთავე჻ მზე჻ დარად: ანუ჻ ცით჻ მთვარე჻ უღრუბლოდ჻ შუქთა჻ მოჰფენდის჻ ქვე჻ ბარად: რომე჻ მათთანა჻ ალვისა჻ ხეცა჻ ვარგიყოს჻ ხედ჻ არად: გვანდეს჻ შვიდთავე჻ მნათობთა჻ სხუადმცა჻ რისად჻ ვთქუა჻ მე჻ და჻ რად:

331. მათ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დარიდეს: ვარდსა჻ ჰჴლეჩდეს჻ ბაგეთაგან჻ კბილნი჻ თეთრნი჻ გამოსჭვირდეს: ყელი჻ ყელსა჻ გადააჭუდეს჻ ერთმანერთსა჻ აუტირდეს: ქარვად჻ შექმნეს჻ იაგუნდნი჻ მათნი჻ თუმცა჻ ლალად჻ ღირდეს:

332. მობრუნდეს჻ ყმამან჻ ავთანდილს჻ ჴელი჻ შეუპყრა჻ ჴელითა: ერთგან჻ დასხდეს჻ და჻ იტირეს჻ დიდხან჻ ცრემლითა჻ ცხელითა: ასმათი჻ სულსა჻ უღებდა჻ სიტყუითა჻ საკუირველითა: თავთა჻ ნუ჻ დაჰჴოცთ჻ ნუ჻ ბნელ჻ იქთ჻ მზესა჻ თქუენითა჻ ბნელითა:

333. ტარიელის჻ ვარდი჻ იყო჻ დათრთვილული჻ არ჻ დაზრული: ყმასა჻ უთხრა჻ მესწრაფების჻ მითხარ჻ შენი჻ დაფარული: ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ სით჻ მოსულხარ჻ სადაური჻ სით჻ მოსრული: მე჻ სიკუდილსა჻ აღარ჻ ვახსოვ჻ ვარ჻ მისგანცა჻ გაწირული:

334. ავთანდილ჻ გასცა჻ პასუხი჻ სიტყვები჻ ლამაზებია: ლომო჻ და჻ გმირო჻ ტარიელ჻ ვის჻ თავი჻ გინაზებია: მე჻ ვარ჻ არაბი჻ არაბეთს჻ არს჻ ჩემი჻ დარბაზებია: მიჯნურობითა჻ დამწვარვარ჻ ცეცხლი჻ უშრეტი჻ მგზებია:

335. მე჻ პატრონისა჻ ჩემისა჻ ასული჻ შემყუარებია: თვით჻ მეფედ჻ მათად჻ მას჻ ხედვენ჻ მონები჻ მკლავმაგრებია: თუმცა჻ არ჻ მიცნობ჻ გინახავ჻ თუ჻ ვით჻ გიაზრებია: გახსოვსცა჻ ოდეს჻ დაჰჴოცე჻ მონები჻ არსაპყრებია: