... (H-740), XVIII ს.

309. თუცა: მიგდის: ღვარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არიდენო: ამას: იქით: ნუღარ: იდენ: გულსა: ჭირი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არიდენო: რომე: წეღან: მოგეხვივნეს: იგი: ჩემთვის: არიდენო:

310. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშვენოდეს: ვეჭუ: მნახო: შენცა: გიამოს: შენეულადვე: მშვენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღაგვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

311. აქა: მჴეც: ქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქუა: მე: მაქუს: სამჴრე: რომელი: კულა: წინას: მკლავსა: მასების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თვალით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაედასების:

312. ასრე: წვა: რომე: არ: გვანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწუთაგან: ნახოკარისა: კულა: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

313. ავთანდილცა: სულთქნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა: ასმათ: ვანი: გაამრავლნა: ცრემლმან: მისმან: ქუანი: ჴურიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქუა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემნი: სისხლნი: ხურიტნა:

314. ზე: წამოჯდა: ფერ: მიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არ: მოსცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არსიკუდილი: მას: უმძიმდა: მეტის: მეტად:

315. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: მიც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხველისა: ლხინად: მიჩს: შეყრა: მოყურისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკუირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

316. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მომართვა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიხსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

317. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: საძღნოდ: მისად: ერდგან: შევკრნე: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: ვისად: ასმათ: დიდიხან: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად: მისგან: კიდე: მომეცალა: საუბრადცა: სხვადღა: რისა:

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა:

318. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: გავიცხადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცულად: სამსახური: რამცა: ვითა: გიმუქფენი:

319. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწცა: ჩემთვის: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: მით: ვიხარე:

320. განაღამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: და: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველერა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისმცა: შევეპოვე:

321. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევკრთი: საყუარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გავიღვიძენ: აღარა: მყუა: სულდგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა:

322. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რაქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასულა: ვქენ: მითვე: წამითა: ვნახენ: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მივე: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

323. გუიბრძანეს: თუ: ღ~თნ: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გვახლავს: სიკუდილისა: სიყმაწვილე: გარდგვივლია: ყმა: არ: მოგუცა: ქალი: გვივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არა: სმა: არა: გვაგვა: ამაზედა: წაგვითულია:

324. აწ: ქალისა: ჩემისათვის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩვენი: სახედ: ჩვენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაბატონოთ: საჴელმწიფო: შევინახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩვენთა: ჴმალი: ჩვენთვის: არა: ვმახოთ:

325. ვთქუით: თქუენი: ძისა: არა: სმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩვენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოთ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: კადროთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგვარების:

326. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გულიუც: თუცა: მელია: ვთქუი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია: მეფემან: ბრძანა: ხუარაზმშა: ჴელმწიფე: ხუარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩვენოდ: მისებრი: არ: რომელია:

327. რომე: პირველვე: დაესკუნა: მათ: ესე: შეეტყუებოდა: ერთმან: ერთსაცა: უჭურეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწფებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მათ: ამბვად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მიდამო: ჰკრთებოდა: