... (H-66), 1832 წ.

316. მამა მამიკვდა მოვიდა: დღე სიკვდილისა მისისა ქნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტრისა შიშისა ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა

317. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯე: საწუთრო გამწარებული დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული გაყვანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული

318. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა ბოძება მისეულისა: სრულისა საკარგავისა შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა

319. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა უკანით გამომიყვანეს: ხასთა მას წინა მდგომელთა გამოსლვისათვის ზეიმი: შექნეს ინდოეთს მფლობელთა შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა

320. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად არ მამეშვნეს დავმორჩილდი: თაყვანის მცეს ამილბარად

321. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუცა დიადი წელია გიანბო ჩემი ამბავი: განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთსა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია

fმბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა჻

322. კვლავ დაიწყო თქმა ანბისა: მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე: მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ: ჴელი ჴელთა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი: მე სულდგმული არ გვიკვირა

323. ბაღჩა ვნახე უტურფესი: ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა: უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები: ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა: ფარდაგები ოქსინოსა

324. მეფემან იხმნა დურაჯთა: მითხრა მიტანად ქალისა გამოვუხვენ და წავედით: ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა: მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი: ლახვრად გულისა სალისა

325. ვიცოდი სწადდა არვისგან: ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან: შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ხმა: მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა: დურაჯთა ამილბარისა

326. ასმათ ფარდაგსა აზიდნა: გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი: მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ქალსა შევხედე ლახვარი: მეცა ცნობასა და გულსა ვაი მე მას აქათ სახმილსა: დავუწვავ ნიადაგულსა

327. აწ წახდა იგი ნათელნი: მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება: დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი ტიროდეს: ხმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი: ვაი გმირთა მემუქარენი

328. ასმათმან წყალი დაასხა: ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან: გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა: ცრემლი მიწათა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება: ვაიმე რა დიდი ზარია

329. მიმდომი საწუთროსანი: მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ: ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა: რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ანბავთა: თუ სულნი შეღამრჩებიან

330. დურაჯნი მთხოვეს გავიღე: სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა: ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოველ შემესმა: ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა ჩამსხდომნი ნავისა

331. შიგა ვწევ დიდთა დარბაზთა: ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი: ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოჭდეს ჴელითა: ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხეს სენითა: თქვეს გამაბელზებელითა

332. მერე მნახა თვალ ახმული: მეფე ყელსა მომეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო: ცოცხალღა ხარ ღა სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავეც: ვითა შმაგი შევკრთი დია კვლავ დავეცი დაბნედილი: გულსა სისხლი გარდმეთხია

333. სრულნი მუყრნი და მულიმნი: მე გარეშემო მცვიდიან მათ ხელთა ჰქონდა მუსაფი: ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე: არ ვიცი რას ჩმახვიდია სამ დღემდის ვიყავ უსულო: ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

334. აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა: სევდა რამე შემოჰყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი: სიტყვა მცთარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქს: მას რომ ცრემლი დაუღვრია