... (Q-609), XIX ს.

315. იცოდი სწადდა არვისგან: ნახვა მის მზისა დარისა: მე გარე ვდეგ და მეფემან: შევლო ფარდაგი კარისა: ვერას ვხედევდი ოდენ ხმა: მესმოდა საუბარისა: ასმათს უბრძანა გამოხმა: დურაჯთა ამილბარისა:

316. ასმათ ფარდაგსა აზიდნა: გარეთ ვდეგ მოფარდაგულსა: ქალსა შევხედე ლახვარი: მეცა ცნობასა და გულსა: მოვიდა მივსცნე დურაჯნი: მთხოვა ცეცხლითა დაგულსა: ვაჲიმე მას აქათ სახმილსა: დავუწვავ ნიადაგულსა:

317. აწ წახდეს იგი ნათელნი: მზისაცა მოწუნარენი: მისი ვერ გასძლო ჴსენება: დაბნდა და სულთქნა მწარენი: ყმა და ასმათი ტიროდეს: ხმას სცემდეს იგი არენი: ჭმუნვით თქუეს მკლავნი ცუდ ქმნილნი: ვაი გმირთ მემუქარენი:

318. ასმათმან წყალი დაასხა: ცნობად მოვიდა ტარია: დიდხან ვერა თქუა სევდამან: გული შეუპყრა დარია: დაჯდა და მწარედ სულთ ითქუნა: ცრემლი მიწათა გარია: თქუა ჩემგან მისი ჴსენება: ვაიმე რა დიდი ზარია:

319. მამდომი საწუთროსანი: მისთა ნივთთაგან რჩებიან: იშვებენ მაგრამ უმუხთლოდ: ბოლოდ ვერ მოურჩებიან: ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა: რომელნი ეურჩებიან: ისმენდი ჩემთა ამბავთა: თუ სულნი შეღამრჩებიან:

320. დურაჯნი მთხოვეს გავიღე: სხვა ვერა გზაღა თავისა: დავეცი დავბნდი წამიხდა: ძალი მჴართა და მკლავისა: რა სულად მოვე შემესმა: ჴმა ტირილისა და ვისა: აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი: ვითა ჩამსხდომნი ნავისა:

321. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა: ტურფითა საგებელითა: ზედ დამტიროდეს მეფენი: ცრემლითა უშრობელითა: პირსა იხოკდეს ჴელითა: ღაწვისა გამპობელითა: მუყრნი მოასხეს სენითა: მთქვეს გამაბელზებელითა:

322. მე რა მნახა თვალ ახმული: მეფე ყელსა მომეხვია: ცრემლით მითხრა შვილო შვილო: ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია: მე პასუხი ვერა გავეც: ვითა შმაგი შევჰკრთი დია: კულავ დავეცი დაბნედილი: გულსა სისხლი გარდმეთხია:

323. სრულნი მუყრნი და მულიმნი: მე გარე შემომცვიდიან: მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი: ყოველნი იკითხვიდიან: მტერ დაცემული ვეგონე: არ ვიცი რას ჩმახვიდია: სამ დღემდის ვიყავ უსულო: ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან:

324. აქიმნიცა იკვირვებდეს: ესე სენი რაგვარია: სამკურნალო არა სჭირს რა: სევდა რამე შემოყრია: ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი: სიტყვა მცთარი წამერია: დედოფალი ზღვასა შეიქს: მას რომ ცრემლი დაუღვრია:

325. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ: არ ცოცხალი არცა მკუდარი: მერმე ცნობა მამივიდა: მივხვდი რასმე მიუმხდარი: ვთქვი თუ ჰაჲი რაშიგან ვარ: მე სიცოცხლე გარდამჴდარი: თმობა ვსთხოვე შემოქმედსა: ვჰკადრე სიტყვა სამუდარი:

326. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ: აჯა ჩემი შეისმინე: მომეც ძალი დათმობისა: ცოტად ვითა აღმადგინე: აქა ყოფნა გამამჟღავნებს: სახლსა ჩემსა მიმაწვინე: მანვე ქნა და მორევსჯობდი: გული წყლული გავიკურნე:

327. მე წამოველ მეფისაგან: კაცი დია მოვიდოდა: ახარებდეს წამოჯდაო: დედოფალი გამორბოდა: მეფე მორბის თავ შიშველი: არ იცოდა რას იქმოდა: იგი ღმეთსა ადიდებდა: სხვა ყველაი უჩუმობდა:

328. იქით და აქათ მომისხდეს: მახვრიტეს სახვრეტელია: მე მოვახსენე პატრონო: გული აწ უფრო მრთელია: ცხენსა შეჯდომა მამინდა: ვნახნე წყალნი და ველია: ცხენი მამგვარეს შეცავჯე: მეფე ჩემთანა მვლელია:

329. გამოვედით მოვიარეთ: მაედანს და წყლისა პირსა: ჩემსა მივე დავაბრუნვე: მეფე მამყვა სახლთა ძირსა: შინა მიველ უარ გავხე: სხვა დამერთო ჭირი ჭირსა: ვთქვი თუ მოვკუდე ბედი ჩემი: ამის მეტსა არას ღირსა:

330. ზაფრანის ფერად შესცვალა: ბროლი ცრემლისა დანამან: გული უფრორე დამიჭრა: ათიათასმან დანამან: საწოლის მეკრე შემოდგა: მოლარე გაჲიყვანა მან: ვჰთქვი თუ რა იცის ამბავი: ნეტარ ან იმან ან ამან:

331. მონააო ასმათისი: რა იცისო ვარქვი ვჰკითხე: შემოვიდა სააშიყო: წიგნი მომცა წავიკითხე: გამიკვირდა სხვად ვითამცა: ვჰქენ გულისა მწველთა სითხე: მისგან ეჭვა არა მქონდა: სევდად მაწვა გულსა მით ხე:

332. მე გამიკვირდა სით უყვარ: ანუ ვით მკადრებს თხრობასა: მიუყოლობა არ ვარგა: დამწამებს უზრახობასა: ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს: მერმე დამიწყებს გმობასა: დავსწერე რაცა პასუხად: მართებდა აშიკობასა:

333. დღენი გამოხდეს მე გული: უფრორე დამწვეს მე ალთა: ვეღარ უჭურეტდი ლაშქართა: მინდორს თამაშად მავალთა: დარბაზს ვერ მიველ მკურნალთა: დამიწყეს მოსულა მრავალთა: მაშინ დავიწყე გარდახდა: სოფლისა ლხინთა და ვალთა:

334. მათ ვერა მარგეს მე გულსა: ბინდი დამეცა ბნელისა: სხვამან ვერავინ შემატყო: დება ცეცხლისა ცხელისა: სისხლი დამწამეს მეფემან: ბრძანა გახსნევა ჴელისა: გავიხსენ ფარვად პატიჟთა: არვისგან საეჭველისა: