... (A-859), 1841 წ.

316. კარგი საქმე კაცსა ზედა, აზომ თურმე არ წახდების. ერთი კაცი უკმორესწთა, მოდგა მალვით მეუბნების. დიდი მაქვსო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების. გაწირვა და დავიწყება, ჩემგან თქვენი არ იქნების:-

317. მე მამისა თქვენისაგან, ვარ ცოტაი განაზარდი. თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვარდი. მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი პირი ვარდი. ყოველსავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი:-

318. რომე ცუდად არ მოღორდე, ისი კაცნი გღალატობენ. ერთგან შენთჳს დამალულნი, სპანი ასჯერ ათასობენ. კულავ სხვაგან გიდგს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ. აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ:-

319. მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭურეტნი ვერ გელევიან. მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო მით გეთნევიან. კუამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან. რა ერთსა გცემენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან:-

320. მას კაცსა ამოდ ვეუბენ, და მადლსა გარდვიხდიდია. რომე არ მოვჰკუდე შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია. აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი მათთანა ვლიდია. თუ დაგივიწყო უთუოდ, მემცა ვარ განაკიდია:-

321. არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია. რაცა იქნების იქნების, ყოვლი თათბირი სწორია. მაგრა სპათაკენ გავგზავნე, კაცი თუცა გზა შორია. შევთვალე ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია:-

322. მე დილასა მოციქულთა, სიტყვა ტკბილი შევუთვალე. რამაზს ჰკადრეთ მოგეგებვი, მოდი მოვალ მეცა მალე. ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე. განგებაა დღესცა მამკლავს, ქვემცა სადა დავიმალე:-

323. ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე. ვთქვი თუ მოვა რამაზ მეფე, ჩემთჳს უდგამს თუცა მახე. ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა, ხრმალი ბასრი შუბი ახე. მაშინ უთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დაუსახე:-

324. ვთქვი თუ ძმანო ისი კაცნი, ჩვენ ღალატსა გვიდგებიან. მკლავთა თქვენთა სიმაგრენი, ამისთჳსმცა რად დალბიან. ვინცა მოკუდეს მეფეთათჳს, სულნი მათნი ზეცას რბიან. აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან:-

325. უბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა. დავეკაზმენით საომრად, ჯაჭვ ჯავშანითა ქაფითა. რაზმი დავაწყევ მივმართე, წაველ დიდითა სწრაფითა. მას დღესა ჩემი მებრძოლი, ჩემმანვე რჴმალმან დაფითა:-

326. მივეახლენით შეგვატყვეს, მათ ტანსა აბჯარცმულობა. კაცი მოვიდა მამართვა, მეფისა მოციქულობა. ეთქვა თუ ჟამად გვაჩნია, ჩვენ თქვენი არ ორგულობა. აბჯრითა გხედავთ შეგქვნია, აწ ამად გულ ნაკლულობა:-

327. შევსთვალე თუ მეცა, ვიცი რაცა ჩემთჳს გაგიგია. თქვენ რასაცა თათბირობდით, არ იქმნების არ იგია. ბრძანეთ მოდით შემებენით, ვითა წესი და რიგია. მეც რა თქვენთჳს დასახოცლად, ხელი ხრმალსა დამიგია:-

328. რა მივიდა მოციქული, კულავმცა რადღა გამოგზავნეს. კვამლი შექნეს ლაშქართათჳს, დამალული გაამჟღავნეს. სამალავით გამოვიდნეს, თავნი ორგნით აქარავნეს. შექნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა ღ~თო ვერა მავნეს:-

329. შუბი ვსთხოვე ხელი ჩავყავ, მუზარადის დასარქმელად. საომარად ატეხილი, ვიყავ მათად გამტეხელად. ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წაველ გრძელად. მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად:-

330. ახლოს მიველ შემომხედნეს, შმაგიაო ესე თქვესა. მუნ მივმართე მკლავ მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა. კაცს შუბი ვკარ ცხენი დავეც, მართ ორნივე მიხდეს მზესა. შუბი გატყდა ხელი ჩავყავ, ვაქებ ხრმალო ვინცა გლესა:-

331. შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი. კაცი კაცსა შემოვჰტყორცე, ცხენ კაცისა დავდგი გორი. კაცი ჩემგან განატყორცი, ბრუნავს ვითა ტანაჯორი. ერთობ სრულად ამოვსწყვიდე, წინა კერძი რაზმი ორი:-

332. ერთობილნი მამეხვივნეს, მგრგვლივ შეიქნა ომი დიდი. ვჰკრი რასაცა ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი. ცხენსა კაცი გაკვეთილი, მანდიკურად გარდავჰკიდი. სითაც ვიყვი გამექციან, მათ შექნიან ჩემი რიდი:-

333. საღამო ჟამ დაიძახა, ქედით მათმან დარაჯამან. ნუღარ სდგათ წაედითო, კვლავ მოგვხედნა რისხვით ცამან. მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან. ნუთუ სრულად ამოგვწყვიტნეს, უთვალავმან ბევრმან სპამან:-

334. ჩემნი ლაშქარნი რომელნი, წამომეტანნეს მე არა. რა ეცნა წამოსულიყუნეს, ღამე წამორთჳთ ეარა. ვერ დაიტევდა მინდორი, და არე მთათა იარა. გამოჩნდეს სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ჴმა გაიზიარა:-

335. იგი ნახეს გასაქცევლად, გაემართნეს შევჰკივლენით. ველნი ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავლენით. რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმან ერთსა გავეხმლენით. მისნი სპანი ყველანივე, დავიპყრენით არ მოვკლენით:-