... (H-741), XIX ს.

315. ასმათ მითხრობდი რაცა სცნა: ჩემგან ამბობა ცილისა: ხუთისა წლისა შევიქენ: მსგავსი ვარდისა შლილისა: ჭირად არ მიჩნდის ლომისა: მოკლვა მართ ვითა სირისა: არა ჰგაოდის ფარსადანს: მისი არა სმა შვილისა:

316. ასმათ შენცა ხარ მოწამე: ჩემისა ფერ მიხდილისა: მზესა მე ვსჯობდი შვენებით: ვით ბინდსა ჟამი დილისა: იტყოდეს ჩემი მნახავნი: მსგავსია ედემს ზრდილისა: აწ მაშინდლისა ჩემისა: სახე ვარ ოდენ ჩრდილისა:

317. მე ხუთისა წლისა ვიყავ: დაორსულდა დედოფალი: ესე რა თქვა ყმამან სულთქმნა: ცრემლით ბრძანა შობა ქალი: დაბნედასა მიეწურა: ასმათ ასხა გულსა წყალი: თქვა მაშინვე მზესა ჰგვანდა: აწ მედების ვისგან ალი:

318. ქება არ ითქმის ენითა: აწ ჩემგან ნაუბარითა: ფარსადან შექმნა ხარებად: ზეიმითა და ზარითა: ყოვლგნით მოვიდეს მეფენი: ნიჭითა მრავალ გვარითა: საჭურჭლე გასცეს აივსნეს: ლაშქარნი საბოძვარითა:

319. საშობელი გაიყარა: ზრდა დაგვიწყეს მე და ქალსა: მართ მაშინვე ჰგვანდა იგი: მზისა შუქთა ნასამალსა: უყვარდით და სწორად უჩნდით: მეფესა და დედოფალსა: აწ ვახსენებ ვისგან ჩემი: დაუდაგავს გული ალსა:

320. ყმა დაბნდა რა სახელისა: ხსენებასა მიეწურა: ავთანდილსცა აეტირა: მისმან ცეცხლმან გულსა მურა: ქალმან სულად მოაქცია: მკერდსა წყალი მოაპკურა: თქვა ისმენდი მაგრა ჩემი: სიკვდილისა დღე დასტურა:

321. მას ქალსა ნესტან დარეჯან: იყო სახელად ხმობილი: შვიდისა წლისა შეიქნა: ქალი წყნარი და ცნობილი: მთვარისა მსგავსი მზისაგან: შვენებით ვერ შეფრობილი: მისსა ვით გასძლებს გაყრასა: გული ალმასად წდობილი:

322. იგი ასრე მოიწიფა: მე შემეძლო შესლვა ომსა: მეფე ქალსა ვით ხედვიდა: მეფობისა ქნისა მწთომსა: მამასავე ჴელთა მიმცეს: რა შევიქენ ამა ზომსა: ვბურთობდი და ვნადირობდი: ვით კატასა ვხოცდი ლომსა:

323. მეფემან სახლი ააგო: შიგან სამყოფი ქალისა: ქვად ფაზარი სხდა დათლილი: იაგუნდისა ლალისა: პირსა ბაღჩა და საბანლად: სარაჯი ვარდის წყალისა: იგი მუნ იყვის მედების: ვისგან სახმილი ალისა:

324. დღე და ღამე მუჯამრითა: ეკმევოდის ალვა თლილი: ზოგჯერ კოშკს ჯდის ზოგჯერ ბაღჩას: ჩამოვიდის რა დგის ჩრდილი: დავარ იყო და მეფისა: ქვრივი ქაჯეთს გათხოვილი: მას სიბრძნისა სასწავლებლად: თვით მეფემან მისცა შვილი:

325. სრა ედგა მოფარდაგული: ოქსინოთა და შარდითა: ვერვინ ვხედევდით შეიქნა: პირითა მინა ვარდითა: ასმათ და ორნი მონანი: ჰყვიან იმღერდის ნარდითა: მუნ იზრდებოდის ტანითა: გაბაონს განაზარდითა:

326. თხუთმეტისა წლისა ვიყავ: მეფე მზრდიდა ვითა შვილსა: დღისით ვიყვი მას წინაშე: გამიშვებდის არცა ძილსა: ძალად ლომსა თვალად მზესა: ტანად ვგვანდი ედემს ზრდილსა: სროლასა და ასპარეზსა: აქებდიან ჩემგან ქნილსა:

327. მოსრნის მხეცნი და ნადირნი: ისარმან ჩემგან რეულმან: მერმე ვიბურთი მოედანს: მინდორით შემოქცეულმან: შევიდი შევქმნი ნადიმი: ნიადაგ ლხინსა ჩვეულმან: აწ საწუთროსა გამყარა: პირმან ბროლ ბალახშეულმან:

328. მამა მამიკვდა მოვიდა: დღე სიკუდილისა მისისა: ქმნა გაუცუდდა ფარსადანს: ნიშატისა და ნიშისა: მათ გაეხარნეს ვის ზარი: დალევდა მტრისა შიშისა: ერთგულთა შექნეს ვაება: მტერთა ხსენება იშისა:

329. მე წელიწდამდის ბნელსა ვჯექ: საწუთრო გაცუდებული: დღისით და ღამით ვაებდი: ვერვისგან სულ დაღებული: გაყვანად ხასნი მოვიდეს: მითხრეს მეფისა მცნებული: ებრძანა შვილო ტარიელ: ნუ ხარ შავითა ღებული:

330. ჩვენ უფრო გვტკივის იგი ვინ: დაგვაკლდა სწორად თავისა: ასი ებოძა საჭურჭლე: ებრძანა ახდა შავისა: ბოძება მისეულისა: სრულისა საურავისა: შენ გქონდეს ამილბარობა: ქნა მისვე საურავისა:

331. ავენთი დამწვეს მამისა: სახმილთა დაუშრტელთა: უკანით გამომიყვანეს: ხასთა მათ წინამდგომელთა: გამოსლვისათვის ზეიმი: შეჰქმნეს ინდოეთს მფლობელთა: შორს მამეგებნეს მაკოცეს: პატივით ვითა მშობელთა:

332. მათ საჯდომთა ახლოს დამსვეს: პატივი მცეს ძისა დარად: მის ჴელისა საურავი: მათ ორთავე მითხრეს წყნარად: ურჩ ვექმენ და მისეულთა: წესთა ქცევა მიჩნდა ზარად: არ მამეშვნეს დავმორჩილდი: თაყუანის ვეს ამილბარად:

333. აღარა ვიცი დამვიწყდეს: თუცა დიადი წელია: გიამბო ჩემი ანბავი : განა რაზომცა ძნელია: ცრუ და მუხთალი სოფელი: მიწყივ ავისა მქნელია: მისთა ნაკვეთთა წინწალი: დამეცეს ხანგრძლად მწველია:

ანბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა: